როცა ქალი სერიოზული ურთიერთობებისთვის მამაკაცს ეძებს, იქვე კითხვაც ჩნდება - სად უნდა გავიცნოთ მამაკაცი? თეორიულად კაცები ყველგან არიან, მაგრამ როცა ქალის ყოველდღიური მარშრუტი სახლი-სამსახური-მაღაზია-სახლით შემოიფარგლება, სასურველ პარტნიორთან შეხვედრის შანსი მცირეა. თუ იღბლიანი შეხვედრა თქვენს ცხოვრებაში აშკარად იგვიანებს, დროა ცხოვრების არეალი გაიფართოვოთ და ისეთ ადგილებში გამოჩნდეთ, სადაც ბევრი, თანაც პერსპექტიული მამაკაცი იყრის თავს. თუ ყოველდღე 10 მამაკაცის გვერდით ჩაივლით, გამოდის, რომ ერთ წელიწადში 3 500 მამაკაცს შეათვალიერებთ - უფრო დიდი არჩევანი წარმოუდგენელია.
თუ სასურველ მამაკაცს ეძებთ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. წადით იქ, სადაც ბევრი კაცია, მაგრამ ისეთი ადგილები შეარჩიეთ, სადაც უკეთ წარმოჩინდებით. ბარები და ღამის კლუბები ამ საქმეში არ გამოგადგებათ. ეს ადგილები მხოლოდ ერთი ღამის ურთიერთობისთვის არის ხელსაყრელი. მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან ქალებზე, როლებიც ბარის დახლებთან გაიცნეს. მომავალი მეუღლის ან ხანგრძლივი ურთიერთობისთვის პარტნიორი სხვაგან უნდა ეძებოთ.
კარგად გამოიყენეთ ამ საქმისთვის თქვენი სამსახური. ნუ შეჩერდებით მხოლოდ კოლეგებზე. გაიცანით სტუმრად ან საქმიან შესვედრაზე მოსული ადამიანები, საქმიანი პარტნიორები და საგადასახადო შემოწმების თანამშრომლებიც კი.
საკმაოდ ეფექტურია სხვადასხვა კურსები და სპორტული სექციები. მნიშვნელობა არა აქვს რომელ სასწავლო კურს და სპორტის სახეობას აირჩევთ, მთავარია ჯგუფები ქალებისგან არ იყო დაკომპლექტებული. მაგალითად ჭრა-კერვის კურსები ყოვლად უპერსპექტივოა, იოგას ვარჯიშებიც იშვიათად იზიდავს მამაკაცებს. შედარებით მეტი კაცი ინტერესდება თანამედროვე ცეკვებისა და ენების შესწავლით, უფრო კარგი ვარიანტია ავტოსკოლა, ვებ-დიზაინისა და კარატეს შემსწავლელი სექციები. თუ სამთოსათხილამურო სპორტით დაკავდებით, ყოველთვის შეძლებული და სპორტული მამაკაცების საზოგადოებაში იტრიალებთ.
შეგიძლიათ მოყვარულთა კლუბებიც გამოიყენოთ. მოიმიზეზეთ მარკების, მონეტების, წიგნების და მისალოცი ბარათების შეგროვება - კოლექციებით დაინტერესებულ მამაკაცს ადვილად იპოვით.
შეიძლება სტუდენტობის ასაკში აღარ ხართ, სამაგიეროდ უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი მოწიფული ადამიანი სწავლობს. ამ დაწესებულებების თანამშრომლებიც პერსპექტიულ კანდიდატებად განიხილებიან.
კორპორატიული საღამოები, ქორწილები, დაკრძალვები და დაბადების დღეები, როგორც ყოველთვის საიმედო ადგილებია. ხმამაღალ მუსიკას ოდნავ მოცილდით და რაიმე მსუბუქი ალკოჰოლური სასმელით ხელში გამოსაჩენ ადგილას დადექით. ეს მომავალი გაცნობისთვის კარგი დასაწყისია.
წიგნის მაღაზიებში ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტ-სალონებში ინტელიგენტი ხალხი იკრიბება. აქ ინტერესებიც საერთოა, რაც გამოლაპარაკებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ნუ დაიმორცხვებთ, წიგნის მაღაზიაში შემხვედრ წარმოსადეგ მამაკაცს კითხეთ, რომელ წიგნს გირჩევთ.
ინტერნეტ-სალონში შეგიძლიათ თავი ცოტათი "გამოიშტეროთ" და კომპიუტერში რაიმე ტექნიკური ოპერაციის შესრულებისთვის დახმარება გვერდით მჯდომ "კანდიდატს" სთხოვოთ. არ დაგავიწყდეთ აღფრთოვანება გამოთქვათ მის კომპიუტერულ უნარებთან დაკავშირებით და გამოცდილების გაზიარებისთვის 1-2 გაკვეთილის ჩატარებაც სთხოვოთ.
მაღაზიებს საღამოობით ჩამოუარეთ. სწორედ ამ დროს შედიან მარკეტებში მამაკაცები. მათ შორის სასურველი კანდიდატურა შეარჩიეთ და მას ზედა თაროდან რომელიმე პროდუქტის ჩამოღება სთხოვეთ. ნუ შეეცდებით იმის დემონსტრირებას, რომ ამის გაკეთება თავად მოუქნელობის გამო გაგიჭირდათ. იდეალური იქნება ისეთ გარემოს შექმნათ, რომ მამაკაცმა თავად მოგმართოთ დახმარებისთვის. ერთი სიტყვით, ფანტაზია აამოქმედეთ.
მოგზაურობა და ტრანსპორტი, სადგურები, ავტოსადგომები, აეროპორტის მოსაცდელი დარბაზები კარგ სამსამსახურს გაგიწევენ. საერთოდ, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის გასაცნობად ტურისტული კრუიზები საუკეთესო ადგილია. განსაკუთრებით აღვიძებს რომანტიკულ გრძნობებს ზღვისპირა კურორტები.
ქალებს ხშირად ურჩევენს გაცნობისთვის ინტერნეტი ან საგაზეთო განცხადება გამოიყენონ. ამ რეკომენდაციას გარკვეული შედეგები მოაქვს, მაგრამ წარმატებულ მეთოდად მაინც არ მიიჩნევა. ვირტუალური ურთიერთობები გაცილებით დიდ დროს მოითხოვს, შესაძლოა შედგეს კიდეც ასეთი კავშირი და ყურებამდეც შეგიყვარდეთ "წარმატებული და სიმპათიური" უცნობი. სამაგიეროდ, დიდი შანსია შეხვედრისას ის ხელმოცარული უსაქმური ან სექსუალური მანიაკი აღმოჩნდეს.
გაითვალისწინეთ, რეალური ცხოვრება "იღბლიანი ბორბალი" არაა, სადაც პრიზი ყოველთვის გარანტირებულია. შეეშვით ვირტუალურ თამაშებს და კონკრეტულ ადამიანებთან რეალურ ურთიერთობებს მიხედეთ. ამგვარად პირველივე შეხვედრისას გეცოდინებათ, ვისთან გაქვთ საქმე.
მომზადებულია neva24.ru-ს მიხედვით.