თურქეთში ქალაქ სტამბულში, ბაჰჯილარის უბანში მდებარე საიუველირო მაღაზიაში მძარცველი შევარდა, რომელიც 12 წლის ბიჭმა განაიარაღა. ინციდენტი მაღაზიაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ აღბეჭდა.
შეიარაღებული ნიღბიანი პირი მაღაზიაში შევარდა, იარაღი ამოიღო და გამყიდველს უბრძანა, მის მიერ მიწოდებული ჩანთა ოქროულობით გაევსო. ამ დროს მაღაზიაში მყოფი 12 წლის ბიჭი ყველასთვის მოულოდნელად მივარდა მას, დაბნეულმა მძარცველმა ბავშვისგან თავი გაითავისუფლა და გაიქცა.
ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ბოროტმოქმედი მალევე დააკავა.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.