მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეფე ერეკლეს გმირები
მეფე ერეკლეს გმირები

გა­მორ­ჩე­ვით უყ­ვარ­დათ მეფე ერეკ­ლე ქარ­თვე­ლებს. თუშ-ფშავ-ხევ­სურ­ნი ხომ მთლად უნჯი ყმე­ბი იყ­ვნენ. თედო რა­ზი­კაშ­ვილს ხალ­ხში გაბ­ნე­უ­ლი ლე­გენ­დე­ბი ჩა­უ­წე­რია. გვსურს მო­გი­თხროთ ზოგი ლე­გენ­დის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც ხალ­ხურ­მა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბამ შე­მო­ი­ნა­ხა.

თუში ბო­ბღი­აშ­ვი­ლი

ერთ მო­ხუ­ცე­ბულ თუშს, გვა­რად ბო­ბღი­აშ­ვილს, თორ­მე­ტი ძე ერეკ­ლეს ლაშ­ქარ­ში გა­უგ­ზავ­ნია. თერ­თმე­ტი ძმა ომში და­ხო­ცი­ლა. ნა­ბო­ლა­რა­ღა გა­დარ­ჩე­ნი­ლა. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლის­თვის მა­მას უბ­რძა­ნე­ბია, - უკან­ვე წადი და ძმებს მი­ბა­ძეო. ისიც წა­სუ­ლა და ბრძო­ლის ველ­ზე და­ღუ­პუ­ლა.

უშ­ვილ­ძი­როდ დარ­ჩე­ნილ ბო­ბღი­აშ­ვილს უთ­ქვამს, ცოლი უნდა მო­ვიყ­ვა­ნო - იქ­ნებ სამ­შობ­ლოს ერთი გმი­რი კი­დევ და­ვუ­ტო­ვოო. მარ­თლაც, აის­რუ­ლა წა­დი­ლი და ორი ვაჟ­კა­ცი შეს­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს.

ხი­მი­კა­უ­რის ხმა­ლი

მეფე ერეკ­ლეს დროს ხევ­სუ­რეთ­ში ერთი სა­ხე­ლო­ვა­ნი ვაჟ­კა­ცი ყო­ფი­ლა, ძაღ­ლი­კა ხი­მი­კა­უ­რი. მას­ზე ლექ­სიც შე­უ­თხზავთ:

ძაღ­ლი­კავ ხი­მი­კა­უ­რო, ლი­ქო­კის

ზღურ­ბლო, ზღუ­დეო,

ბევ­რს ააგ­ლი­ჯე კალ­დი­მი,

თე­ძო­ზე და­ი­კი­დეო.

არ მოგრჩა გა­უ­ტე­ხე­ლი, მტერს

ვი­საც აე­კი­დეო.

ერეკ­ლეს ხმლით თავ­გა­ჩე­ხი­ლი კოხ­ტა ბე­ლა­დი სულს რომ ღა­ფავ­და, მე­ფის მხარ­დამ­ხარ შვი­დი ხევ­სუ­რი იბ­რძო­და, მათ შო­რის ძაღ­ლი­კა ხი­მი­კა­უ­რიც. ლეკ-ოს­მა­ლომ სარ­დლის უბე­დუ­რე­ბა რომ და­ი­ნა­ხა, არ­წივ­დაქ­რო­ლე­ბუ­ლი წე­როს გუნ­დი­ვით გა­ი­ფან­ტა. ამა­სო­ბა­ში ქარ­თვე­ლებს დამ­ხმა­რე ჯარ­მაც მო­უს­წრო. "ხმა­ლი ამ წუნ­კლებ­სო!"- შე­უ­ძა­ხა ერეკ­ლემ თა­ვის ვაჟ­კა­ცებს. გა­მარ­ჯვე­ბით გამ­ხნე­ვე­ბუ­ლი ლაშ­ქა­რი და­ე­რია ლეკ-ოს­მა­ლებს და ბა­ლა­ხი­ვით და­უ­წყო თიბ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით ძაღ­ლი­კა ხი­მი­კა­ურს გა­მო­უ­ჩე­ნია თავი. თითო შე­მოკ­ვრით კაცს თურ­მე შუ­ა­ზე სხეპ­და. ერეკ­ლეს გულ­ში ჩა­ვარ­დნია მისი ხმა­ლი. ომის დროს რა­ღას ეტყო­და, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს და­ი­ბა­რა, - ოღონდ ეგ ხმა­ლი და­მით­მე და რაც გინ­და, მთხო­ვეო.

- ბა­რე­ვალ ე ხელნ დამ­ჭრენ, ერეკ­ლევ! - იუ­კად­რი­სა ძაღ­ლი­კამ.

- ჩემს ხმალს მოგ­ცემ, - უთხრა მე­ფემ, - სარ­თი კი­დევ სხვა იქ­ნე­ბა.

- ვაი დე­და­სა მტრი­სა­სა, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლო, ეგ ხო ჩემ მოკ­ვლა იქ­ნე­ბის?! მამ­კალ კი­დეც, რაკი ხმალს გა­მა­მარ­თომ!

ერეკ­ლე­მაც იცო­და, რომ კარ­გი ვაჟ­კა­ცის­თვის კარ­გი ხმა­ლი მე­ო­რე სი­ცო­ცხლე იყო, მაგ­რამ რა ექნა, რომ თვი­თო­ნაც ვაჟ­კა­ცი იყო და ხი­მი­კა­უ­რის ხმა­ლი მე­ტის­მე­ტად მოს­წონ­და...

ბო­ლოს და­უთ­მო ძაღ­ლი­კამ და სა­ნაც­ვლოდ სხვა ხმა­ლი და ერთი თოფი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ვაჟა-ფშა­ვე­ლას დროს ხევ­სუ­რეთ­ში, ხი­მი­კა­უ­რე­ბის ოჯახ­ში ინა­ხე­ბო­და. ვა­ჟას თქმით, ამ თოფს ხევ­სურ­ნი "ბა­ტო­ნი­ა­ან­თე­ულ თოფს" ეძახ­დნენ.

მას შემ­დეგ, როცა კი ერეკ­ლე ლაშ­ქარს და­ი­ბა­რებ­და მთი­დან, პირ­ვე­ლად ხი­მი­კა­ურს მო­ი­კი­თხავ­და, მაგ­რამ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხევ­სუ­რი სა­ლაშ­ქროდ გამ­ზა­დე­ბუ­ლებს აბა­რებ­და: -უთხა­რით ერეკ­ლე ბა­ტო­ნიშ­ვილს, ავად არის-თქო ძაღ­ლი­კა...

ზე­მოთ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი ვაჟა-ფშა­ვე­ლას ჩა­უ­წე­რია 1902 წელს და სა­გა­ზე­თოდ გა­უმ­ზა­დე­ბია. ამა­ვე წელს და­უ­წე­რია პო­ე­მა "ძაღ­ლი­კა ხი­მი­კა­უ­რი", რომ­ლის ფი­ნალ­შიც მეფე ხმალს პატ­რონს უბ­რუ­ნებს. სი­უ­ჟე­ტი ასე­თია: ერთხელ ერეკ­ლე ომში და­ი­ბა­რებს ძაღ­ლი­კას. გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ვაჟ­კა­ცი ად­გი­ლი­დან ფეხს არ იც­ვლის. სა­ლაშ­ქროდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ხევ­სურ­ნი წი­ნამ­ძღოლს უხ­მო­ბენ. ძაღ­ლი­კა მა­ინც არ მი­დის. ბო­ლოს, ცოლი შე­არ­ცხვენს: რად გინ­და ხმა­ლი, თუ მოხ­მა­რე­ბის თავი აღა­რა გაქვს და აღარც გული გერ­ჩი­სო! აღელ­და ძაღ­ლი­კა, გაჰ­ყვა ლაშ­ქარს და მე­ფეს­თან გა­მო­ცხად­და. ერეკ­ლეს წე­სად ჰქონ­და - ია­რაღს უმოწ­მებ­და თა­ვის მებ­რძო­ლებს. ბო­ლოს, ძაღ­ლი­კა­საც უწია ჯერ­მა. ხი­მი­კა­ურ­მა ქარ­ქა­ში­დან ამოს­წია სა­ტე­ვა­რი და... ყვე­ლა გან­ცვიფ­რდა - ხის ხმლით წა­მო­სუ­ლი­ყო ომში ხევ­სუ­რი. ერეკ­ლეს წა­მით სახე შე­ეც­ვა­ლა, მერე გა­ახ­სენ­და ძვე­ლი ამ­ბა­ვი, გუ­ლი­ა­ნად გა­და­ი­ხარ­ხა­რა, ხი­მი­კა­უ­რი­სე­უ­ლი ხმლის მო­ტა­ნა ბრძა­ნა და უთხრა:

მა­ინც იძაღ­ლე, ძაღ­ლი­კავ,

წა­ი­ღე, გერ­ტყას, შე­ნია!

ვი­ნაც წელ­ზე­ით შე­მოგხსნას,

ის ღმერ­თს ნუმც და­ურ­ჩე­ნია!"

გა­ხა­რე­ბუ­ლი ხევ­სუ­რი მუხ­ლებ­ზე მო­ეხ­ვია მე­ფეს, მერე კი კაფა და კაფა მტე­რი.

არ­სე­ბობს ამ­ბის სხვა ვა­რი­ან­ტიც, რო­მე­ლიც 1937 წელს ჩა­უ­წე­რია თე­ლა­ვის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს ალექ­სან­დრე მა­მუ­ლაშ­ვილს: ას­პინ­ძის ომში ერთ თუშს, გვა­რად დი­ლო­ი­ძეს, დიდი ვაჟ­კა­ცო­ბა გა­მო­უ­ჩე­ნია. მე­ფემ დი­ლო­ი­ძე იხმო და ჯილ­დოდ მთე­ლი წალ­კის ხე­ო­ბა შე­აძ­ლია. თუში უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა: მიწა-წყა­ლი რომ მინ­დო­დეს, განა ჩვენ­ში მთა-ველი ცო­ტა­აო? - მი­უ­გო მე­ფეს, - მე მე­ო­მა­რი ვარ, უმ­ჯო­ბე­სია, კარ­გი ია­რა­ღი მომ­ცე, უფრო გა­მო­მად­გე­ბაო.

- რა ია­რა­ღი გი­ბო­ძოო? - ჰკი­თხა მე­ფემ.

იმა­ვე ომში იბ­რძო­და ერთი სა­ხე­ლო­ვა­ნი მე­ო­მა­რი ძაღ­ლი­კა ხი­მი­კა­უ­რი. მისი გორ­და ხმა­ლი დი­ლო­ი­ძეს ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბო­და. ამ ხმალ­ზე შე­ვარ­დნო­და გული. მე­ფემ ხი­მი­კა­უ­რი და­ი­ბა­რა და ხმა­ლი სთხო­ვა. ძაღ­ლი­კა უარს რო­გორ ეტყო­და ერეკ­ლეს! სა­მა­გი­ე­როდ, მე­ფემ თა­ვი­სი ოქ­როს­ზარ­ნი­ში­ა­ნი თოფი უბო­ძა. დი­ლო­ი­ძე კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, ხი­მი­კა­უ­რი კი ნა­წყე­ნი.

დიდ­ხანს არ გა­უვ­ლია, რომ მტე­რი ისევ შე­მო­ე­სია სა­ქარ­თვე­ლოს. მე­ფემ ისევ შეკ­რი­ბა ლაშ­ქა­რი. დი­ლო­ი­ძემ სი­ხა­რუ­ლით მი­ა­შუ­რა ბრძო­ლის ველს - დრო იყო, მტრის კი­სერ­ზე გა­ე­სინ­ჯა საყ­ვა­რე­ლი ია­რა­ღის ფხა, ძაღ­ლი­კა ხი­მი­კა­უ­რი კი გა­ჯი­უტ­და: განა მე დიაც ვი­ყავ, მე­ფემ ხმა­ლი რომ წა­მარ­თვა და სხვას მის­ცაო?!

ბო­ლოს, საქ­მე­ში დე­და­კა­ცე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ. ერ­თმა მათ­გან­მა მან­დი­ლი მო­იხ­სნა და ძაღ­ლი­კას მი­მარ­თა: თუ დიაც ხარ, აჰა, მან­დი­ლი და­ი­ხუ­რე და ჩვენ­თან და­ჯე­ქიო. ძა­ლი­ან ეწყი­ნა ხი­მი­კა­ურს და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ომში წას­ვლა­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო. ია­რეთ და და­გე­წე­ვი­თო, - უთხრა ხევ­სუ­რებს. გა­მო­თა­ლა ხის ხმა­ლი, ჩა­მო­ი­კი­და წელ­ზე და ჯარს წა­მო­ე­წია.

მე­ფეს რომ წა­რუდ­გნენ, ერეკ­ლეს ეუ­ცხო­ვა ხის ხმლის და­ნახ­ვა. ერ­თბა­შად ვერ მი­უხ­ვდა ძაღ­ლი­კას, ჩა­ფიქ­რდა, მერე გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა, მხლე­ბელს სა­მე­ფო ხმლის მო­ტა­ნა უბ­რძა­ნა და ხი­მი­კა­ურს გა­დას­ცა. ძაღ­ლი­კას შუბ­ლზე ნა­ო­ჭე­ბი გა­ე­შა­ლა და მტერს მედგრად ეკ­ვე­თა.

ერეკ­ლე და თუში

ერთი თუში და­რა­ჯად მდგა­რა ერეკ­ლეს სა­სახ­ლე­ში. მწუხ­რის ბინ­დბუნდში სა­სახ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი მეფე ვერ უც­ნია და ვინ ხარო? - და­უ­ძა­ხია. მე­ფეს არ უპა­სუ­ხია. თუში დას­წე­ვია და გვა­რი­ა­ნი ლა­წა­ნი გა­უ­დე­ნია. ერეკ­ლე აღ­შფო­თე­ბუ­ლა: -"რას შვრე­ბი, ბრიყ­ვო, შენს მე­ფეს სცე­მო?!"შე­ში­ნე­ბულ თუშს ენა ჩა­ვარ­დნია ერეკ­ლეს მხარ­ზე ხელი მო­უ­თა­თუ­ნე­ბია და უთ­ქვამს: - ყო­ჩაღ, თუშო, მუ­დამ ეგრე ფხიზ­ლად უდა­რა­ჯე მე­ფის სა­სახ­ლე­სო...

კრწა­ნის­თან

თათ­რის ხელ­მწი­ფე და­მუქ­რე­ბია ერეკ­ლეს, ან მო­მეც შენი ციხე-ქა­ლაქ­ნი თბი­ლი­სი­სა­ნი, ან არა­და წა­მო­ვალ და სა­დილს შენს ქა­ლაქ­ში ვჭა­მო. მა­გათ მარ­ტო ჩემი მთი­ულ­ნი მი­ხე­და­ვე­ნო, - უთ­ქვამს პა­ტა­რა კახს და დამ­ძა­ხე­ბე­ლი გა­უგ­ზავ­ნია თუშ-ფშავ-ხევ­სუ­რეთს. მალე მე­ფეს მთე­ლი ხევ­სუ­რე­თი მის­დგო­მია კარს. აყ­ვი­რე­ბუ­ლან მთი­ელ­ნი: -სად ასავ ჩვენ ნე­ფე­ივ? გვა­ნახ­ვი­დე­თა­ვო. მო­ლაშ­ქრე­ნი გან­ცვიფ­რე­ბუ­ლან: - ერეკ­ლე ჩვენს სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დის, ში­შით ვქრე­ბით, ესე­ნი კი აქეთ ეძა­ხი­ა­ნო. გა­მო­სუ­ლა ერეკ­ლეც, ჯაჭვ-ია­რაღ­ში ჩამ­ჯდარ ხევ­სუ­რებს მი­სალ­მე­ბია: -"ჩემთ ხევ­სურთ გა­უ­მარ­ჯო­სო!" "ჩვენს მეფე ერეკ­ლეს გა­უ­მარ­ჯო­სო!" - სალ­მით­ვე უპა­სუ­ხი­ათ ხევ­სუ­რებს. ერეკ­ლეს თათ­რის მუ­ქა­რა გა­და­უ­ცია და უთ­ქვამს:

მიშ­ვე­ლეთ, ჩემ­ნო ხევ­სურ­ნო,

უნ­ჯნი ყმა­ნი ხართ ჩემ­ნია,

ფულს მაგ­ცემთ მა­გო­დე­ნა­სა,

რო ვერ ზი­დევ­დეს ცხე­ნია.

ხევ­სუ­რებს სწყე­ნი­ათ: - განა ჩვენ ფუ­ლის გუ­ლის­თვის ვო­მობ­თა­ვო?! - და ერ­თხმად უთ­ქვამთ: - შენ­ნი უნ­ჯნი ყმა­ნი ვართ ხევ­სურ­ნი, გა­უ­წყრეს ჩვე­ნი სა­ლო­ცა­ვი, ვინც თეთ­რი აი­ღო­სო.

გას­ძღო­ლია მეფე ლაშ­ქარს. სცე­მი­ან მტერს და ბო­ლო­ში გა­სუ­ლან. ერეკ­ლეს ცხენ­და­ცხენ უო­მია, შვიდ­ჯერ აუვლ-ჩა­უვ­ლია თათ­რის ჯარ­ში, ხმა­ლი წაღ­მა-უკუღ­მა უქ­ნე­ვია. მეშ­ვი­დე ავ­ლა­ზე ცხენს ერეკ­ლეს ჯაჭ­ვის სიმ­ძი­მის­თვის ვე­ღარ გა­უძ­ლია და წაქ­ცე­უ­ლა (ჯაჭ­ვის პე­რან­გი შვი­დი ფუთი ტყვი­ის­გან ყო­ფი­ლა ნაქ­სო­ვი). მი­სე­ვი­ან ერეკ­ლეს თათ­რე­ბი, მაგ­რამ ხევ­სუ­რებს გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ მეფე.

მე­ფეს უსა­ჩუქ­როდ მა­ინც არ გა­უშ­ვია ხევ­სუ­რე­ბი - ზო­გის­თვის ია­რა­ღი მი­უ­ცია, ზო­გის­თვის - ფული. წას­ვლის წინ ხევ­სუ­რებს და­უ­ბა­რე­ბი­ათ: "თუ კი­დევ რა გა­ბე­დეს თათ­რებ­მა, საჩ­ქა­როდ დაგ­ვი­ბა­რი­დი, მა­შინ სა­თათ­რეთ­ში­აც აღარ და­ვა­ყე­ნებ­თა­ვო".

კა­ხა­ბერ კენ­კიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მეფე ერეკლეს გმირები

მეფე ერეკლეს გმირები

გამორჩევით უყვარდათ მეფე ერეკლე ქართველებს. თუშ-ფშავ-ხევსურნი ხომ მთლად უნჯი ყმები იყვნენ. თედო რაზიკაშვილს ხალხში გაბნეული ლეგენდები ჩაუწერია. გვსურს მოგითხროთ ზოგი ლეგენდის შესახებ, რომელთა სახელებიც ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ შემოინახა.

თუში ბობღიაშვილი

ერთ მოხუცებულ თუშს, გვარად ბობღიაშვილს, თორმეტი ძე ერეკლეს ლაშქარში გაუგზავნია. თერთმეტი ძმა ომში დახოცილა. ნაბოლარაღა გადარჩენილა. შინ დაბრუნებულისთვის მამას უბრძანებია, - უკანვე წადი და ძმებს მიბაძეო. ისიც წასულა და ბრძოლის ველზე დაღუპულა.

უშვილძიროდ დარჩენილ ბობღიაშვილს უთქვამს, ცოლი უნდა მოვიყვანო - იქნებ სამშობლოს ერთი გმირი კიდევ დავუტოვოო. მართლაც, აისრულა წადილი და ორი ვაჟკაცი შესძინა საქართველოს.

ხიმიკაურის ხმალი

მეფე ერეკლეს დროს ხევსურეთში ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ყოფილა, ძაღლიკა ხიმიკაური. მასზე ლექსიც შეუთხზავთ:

ძაღლიკავ ხიმიკაურო, ლიქოკის

ზღურბლო, ზღუდეო,

ბევრს ააგლიჯე კალდიმი,

თეძოზე დაიკიდეო.

არ მოგრჩა გაუტეხელი, მტერს

ვისაც აეკიდეო.

ერეკლეს ხმლით თავგაჩეხილი კოხტა ბელადი სულს რომ ღაფავდა, მეფის მხარდამხარ შვიდი ხევსური იბრძოდა, მათ შორის ძაღლიკა ხიმიკაურიც. ლეკ-ოსმალომ სარდლის უბედურება რომ დაინახა, არწივდაქროლებული წეროს გუნდივით გაიფანტა. ამასობაში ქართველებს დამხმარე ჯარმაც მოუსწრო. "ხმალი ამ წუნკლებსო!“- შეუძახა ერეკლემ თავის ვაჟკაცებს. გამარჯვებით გამხნევებული ლაშქარი დაერია ლეკ-ოსმალებს და ბალახივით დაუწყო თიბვა. განსაკუთრებით ძაღლიკა ხიმიკაურს გამოუჩენია თავი. თითო შემოკვრით კაცს თურმე შუაზე სხეპდა. ერეკლეს გულში ჩავარდნია მისი ხმალი. ომის დროს რაღას ეტყოდა, მაგრამ მეორე დღეს დაიბარა, - ოღონდ ეგ ხმალი დამითმე და რაც გინდა, მთხოვეო.

- ბარევალ ე ხელნ დამჭრენ, ერეკლევ! - იუკადრისა ძაღლიკამ.

- ჩემს ხმალს მოგცემ, - უთხრა მეფემ, - სართი კიდევ სხვა იქნება.

- ვაი დედასა მტრისასა, ბატონიშვილო, ეგ ხო ჩემ მოკვლა იქნების?! მამკალ კიდეც, რაკი ხმალს გამამართომ!

ერეკლემაც იცოდა, რომ კარგი ვაჟკაცისთვის კარგი ხმალი მეორე სიცოცხლე იყო, მაგრამ რა ექნა, რომ თვითონაც ვაჟკაცი იყო და ხიმიკაურის ხმალი მეტისმეტად მოსწონდა...

ბოლოს დაუთმო ძაღლიკამ და სანაცვლოდ სხვა ხმალი და ერთი თოფი მიიღო, რომელიც ვაჟა-ფშაველას დროს ხევსურეთში, ხიმიკაურების ოჯახში ინახებოდა. ვაჟას თქმით, ამ თოფს ხევსურნი "ბატონიაანთეულ თოფს" ეძახდნენ.

მას შემდეგ, როცა კი ერეკლე ლაშქარს დაიბარებდა მთიდან, პირველად ხიმიკაურს მოიკითხავდა, მაგრამ განაწყენებული ხევსური სალაშქროდ გამზადებულებს აბარებდა: -უთხარით ერეკლე ბატონიშვილს, ავად არის-თქო ძაღლიკა...

ზემოთ მოთხრობილი ამბავი ვაჟა-ფშაველას ჩაუწერია 1902 წელს და საგაზეთოდ გაუმზადებია. ამავე წელს დაუწერია პოემა "ძაღლიკა ხიმიკაური", რომლის ფინალშიც მეფე ხმალს პატრონს უბრუნებს. სიუჟეტი ასეთია: ერთხელ ერეკლე ომში დაიბარებს ძაღლიკას. განაწყენებული ვაჟკაცი ადგილიდან ფეხს არ იცვლის. სალაშქროდ გამზადებული ხევსურნი წინამძღოლს უხმობენ. ძაღლიკა მაინც არ მიდის. ბოლოს, ცოლი შეარცხვენს: რად გინდა ხმალი, თუ მოხმარების თავი აღარა გაქვს და აღარც გული გერჩისო! აღელდა ძაღლიკა, გაჰყვა ლაშქარს და მეფესთან გამოცხადდა. ერეკლეს წესად ჰქონდა - იარაღს უმოწმებდა თავის მებრძოლებს. ბოლოს, ძაღლიკასაც უწია ჯერმა. ხიმიკაურმა ქარქაშიდან ამოსწია სატევარი და... ყველა განცვიფრდა - ხის ხმლით წამოსულიყო ომში ხევსური. ერეკლეს წამით სახე შეეცვალა, მერე გაახსენდა ძველი ამბავი, გულიანად გადაიხარხარა, ხიმიკაურისეული ხმლის მოტანა ბრძანა და უთხრა:

მაინც იძაღლე, ძაღლიკავ,

წაიღე, გერტყას, შენია!

ვინაც წელზეით შემოგხსნას,

ის ღმერთს ნუმც დაურჩენია!“

გახარებული ხევსური მუხლებზე მოეხვია მეფეს, მერე კი კაფა და კაფა მტერი.

არსებობს ამბის სხვა ვარიანტიც, რომელიც 1937 წელს ჩაუწერია თელავის მუზეუმის დირექტორს ალექსანდრე მამულაშვილს: ასპინძის ომში ერთ თუშს, გვარად დილოიძეს, დიდი ვაჟკაცობა გამოუჩენია. მეფემ დილოიძე იხმო და ჯილდოდ მთელი წალკის ხეობა შეაძლია. თუში უკმაყოფილო დარჩა: მიწა-წყალი რომ მინდოდეს, განა ჩვენში მთა-ველი ცოტააო? - მიუგო მეფეს, - მე მეომარი ვარ, უმჯობესია, კარგი იარაღი მომცე, უფრო გამომადგებაო.

- რა იარაღი გიბოძოო? - ჰკითხა მეფემ.

იმავე ომში იბრძოდა ერთი სახელოვანი მეომარი ძაღლიკა ხიმიკაური. მისი გორდა ხმალი დილოიძეს ძალიან მოსწონებოდა. ამ ხმალზე შევარდნოდა გული. მეფემ ხიმიკაური დაიბარა და ხმალი სთხოვა. ძაღლიკა უარს როგორ ეტყოდა ერეკლეს! სამაგიეროდ, მეფემ თავისი ოქროსზარნიშიანი თოფი უბოძა. დილოიძე კმაყოფილი დარჩა, ხიმიკაური კი ნაწყენი.

დიდხანს არ გაუვლია, რომ მტერი ისევ შემოესია საქართველოს. მეფემ ისევ შეკრიბა ლაშქარი. დილოიძემ სიხარულით მიაშურა ბრძოლის ველს - დრო იყო, მტრის კისერზე გაესინჯა საყვარელი იარაღის ფხა, ძაღლიკა ხიმიკაური კი გაჯიუტდა: განა მე დიაც ვიყავ, მეფემ ხმალი რომ წამართვა და სხვას მისცაო?!

ბოლოს, საქმეში დედაკაცები ჩაერივნენ. ერთმა მათგანმა მანდილი მოიხსნა და ძაღლიკას მიმართა: თუ დიაც ხარ, აჰა, მანდილი დაიხურე და ჩვენთან დაჯექიო. ძალიან ეწყინა ხიმიკაურს და იძულებული გახდა, ომში წასვლაზე დათანხმებულიყო. იარეთ და დაგეწევითო, - უთხრა ხევსურებს. გამოთალა ხის ხმალი, ჩამოიკიდა წელზე და ჯარს წამოეწია.

მეფეს რომ წარუდგნენ, ერეკლეს ეუცხოვა ხის ხმლის დანახვა. ერთბაშად ვერ მიუხვდა ძაღლიკას, ჩაფიქრდა, მერე გულიანად გაიცინა, მხლებელს სამეფო ხმლის მოტანა უბრძანა და ხიმიკაურს გადასცა. ძაღლიკას შუბლზე ნაოჭები გაეშალა და მტერს მედგრად ეკვეთა.

ერეკლე და თუში

ერთი თუში დარაჯად მდგარა ერეკლეს სასახლეში. მწუხრის ბინდბუნდში სასახლისკენ მიმავალი მეფე ვერ უცნია და ვინ ხარო? - დაუძახია. მეფეს არ უპასუხია. თუში დასწევია და გვარიანი ლაწანი გაუდენია. ერეკლე აღშფოთებულა: -„რას შვრები, ბრიყვო, შენს მეფეს სცემო?!“შეშინებულ თუშს ენა ჩავარდნია ერეკლეს მხარზე ხელი მოუთათუნებია და უთქვამს: - ყოჩაღ, თუშო, მუდამ ეგრე ფხიზლად უდარაჯე მეფის სასახლესო...

კრწანისთან

თათრის ხელმწიფე დამუქრებია ერეკლეს, ან მომეც შენი ციხე-ქალაქნი თბილისისანი, ან არადა წამოვალ და სადილს შენს ქალაქში ვჭამო. მაგათ მარტო ჩემი მთიულნი მიხედავენო, - უთქვამს პატარა კახს და დამძახებელი გაუგზავნია თუშ-ფშავ-ხევსურეთს. მალე მეფეს მთელი ხევსურეთი მისდგომია კარს. აყვირებულან მთიელნი: -სად ასავ ჩვენ ნეფეივ? გვანახვიდეთავო. მოლაშქრენი განცვიფრებულან: - ერეკლე ჩვენს სანახავად რომ მოდის, შიშით ვქრებით, ესენი კი აქეთ ეძახიანო. გამოსულა ერეკლეც, ჯაჭვ-იარაღში ჩამჯდარ ხევსურებს მისალმებია: -"ჩემთ ხევსურთ გაუმარჯოსო!" "ჩვენს მეფე ერეკლეს გაუმარჯოსო!" - სალმითვე უპასუხიათ ხევსურებს. ერეკლეს თათრის მუქარა გადაუცია და უთქვამს:

მიშველეთ, ჩემნო ხევსურნო,

უნჯნი ყმანი ხართ ჩემნია,

ფულს მაგცემთ მაგოდენასა,

რო ვერ ზიდევდეს ცხენია.

ხევსურებს სწყენიათ: - განა ჩვენ ფულის გულისთვის ვომობთავო?! - და ერთხმად უთქვამთ: - შენნი უნჯნი ყმანი ვართ ხევსურნი, გაუწყრეს ჩვენი სალოცავი, ვინც თეთრი აიღოსო.

გასძღოლია მეფე ლაშქარს. სცემიან მტერს და ბოლოში გასულან. ერეკლეს ცხენდაცხენ უომია, შვიდჯერ აუვლ-ჩაუვლია თათრის ჯარში, ხმალი წაღმა-უკუღმა უქნევია. მეშვიდე ავლაზე ცხენს ერეკლეს ჯაჭვის სიმძიმისთვის ვეღარ გაუძლია და წაქცეულა (ჯაჭვის პერანგი შვიდი ფუთი ტყვიისგან ყოფილა ნაქსოვი). მისევიან ერეკლეს თათრები, მაგრამ ხევსურებს გადაურჩენიათ მეფე.

მეფეს უსაჩუქროდ მაინც არ გაუშვია ხევსურები -  ზოგისთვის იარაღი მიუცია, ზოგისთვის - ფული. წასვლის წინ ხევსურებს დაუბარებიათ: "თუ კიდევ რა გაბედეს თათრებმა, საჩქაროდ დაგვიბარიდი, მაშინ სათათრეთშიაც აღარ დავაყენებთავო".

კახაბერ კენკიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს