პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევნა კოდექსის სახელით
დევნა კოდექსის სახელით

"მე­დი­ა­პა­ლიტ­რის" ექვს სხვა­დას­ხვა შპს-ში სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბის ერ­თდრო­უ­ლად და­წყე­ბას ჟურ­ნა­ლი "ლი­ბე­რა­ლი" 20 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში სტა­ტი­ას უძღვნის. სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "დევ­ნა კო­დექ­სის სა­ხე­ლით" შე­მოკ­ლე­ბით გთა­ვა­ზობთ.

ეკო­ნო­მი­კის "ახა­ლი კურ­სი" მხო­ლოდ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბაა, რე­ა­ლუ­რად კი სა­ხელ­მწი­ფო ბიზ­ნეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კვლავ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მას შემ­დეგ, რაც "მე­დი­ა­პა­ლიტ­რის" ექვს სხვა­დას­ხვა შპს-ში ერ­თდრო­უ­ლი გეგ­მუ­რი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბის და­წყე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლად შე­ა­ფა­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად და გეგ­მა­ზო­მი­ე­რად. გან­გა­შის ატე­ხა სა­ჭი­რო არ არის. მით უმე­ტეს, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ყვე­ლა მათი მე­დი­ა­ბიზ­ნე­სი ჩვე­უ­ლებ­რივ მუ­შა­ობს და შე­მოწ­მე­ბას შე­ფერ­ხე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია", - გა­ნა­ცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა.

თუმ­ცა სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბის ბოლო წლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი "გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და სა­მარ­თლი­ა­ნად" რომ ყო­ფი­ლი­ყო, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერს მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ მო­უხ­დე­ბო­და.

მე­წარ­მე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიდ­გო­მის შეც­ვლა რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მაც აღი­ა­რა, როცა ეკო­ნო­მი­კის "ახა­ლი კურ­სი" გა­მო­ა­ცხა­და და ბიზ­ნე­სის რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა:

"ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მო­დი­ან, რო­მელ­თაც და­ე­ვა­ლათ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ზედ­მე­ტი არ­სად არ მო­უ­ვი­დეთ, რაც არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ხალ­ხს არ ჰქონ­დეს უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა, ზედ­მე­ტი პრე­სის გან­ცდა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­და­სა­ხა­დი ყვე­ლამ გა­და­ი­ხა­დოს, ეკო­ნო­მი­კა უნდა გა­თეთრდეს... ეს არის მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი, მაგ­რამ სწო­რედ იმის გამო, რომ ეს არის მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი, ერთი გრა­მით არ უნდა გა­და­ვა­ჭარ­ბოთ არ­სად კა­ნო­ნის სიმ­კაც­რე­სა და ზედ­მე­ტო­ბა­ში."

"ზედ­მე­ტად მკაც­რი" სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბით შე­ე­ცა­და. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და გა­და­სა­ხა­დე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სფე­რო­ში მკაც­რი სა­გა­და­სა­ხა­დო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბით ცნო­ბი­ლი გოგა ცხა­კა­ია თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი - ჯაბა ება­ნო­ი­ძე და­ნიშ­ნეს.

თუმ­ცა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბის "მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი" მათი ნა­წი­ლის­თვის კვლავ მტკივ­ნე­უ­ლად დარ­ჩა. რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, თით­ქმის ყვე­ლა ხარ­ვე­ზი, რო­მე­ლიც ძველ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში იყო, 2011 წლის იან­ვრი­დან მოქ­მედ ახალ კო­დექსში უც­ვლე­ლად გა­და­ვი­და.

ახალ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში არის მუხ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ტო­რებს ბიზ­ნეს­მენ­თა და­ჯა­რი­მე­ბი­სას ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. სწო­რედ ეს სა­დამ­სჯე­ლო მუხ­ლე­ბი ქმნის იმ ძი­რი­თად პრობ­ლე­მებს, რომ­ლებ­საც ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აწყდე­ბი­ან.

კო­დექსში არის ორაზ­რო­ვა­ნი მუხ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყე­ნე­ბენ. და თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ორაზ­როვ­ნე­ბა გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­ნი­მარ­ტოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რი­ქით ხდე­ბა - კა­ნო­ნის ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა ხში­რად მე­წარ­მე­ზე ზე­წო­ლის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

ახა­ლი კო­დექ­სის თა­ნახ­მად, მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბა აქვს, მე­წარ­მის ქო­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო და­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე გა­ყი­დოს. მე­წარ­მემ შემ­დე­გი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო რომც მო­ი­გოს, მას ქო­ნე­ბა აღარ და­უბ­რუნ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს­თან დავა კი სულ მცი­რე სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ი­წე­ლოს.

სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურს ასე­ვე უფ­ლე­ბა აქვს გა­მო­ი­ყე­ნოს ინ­კა­სო და კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშს ყა­და­ღა და­ა­დოს, რის შემ­დე­გაც ბიზ­ნე­სი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­ყე­ნე­ბულ­მა ზა­რალ­მა 25 ათას ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, საქ­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თლის ფარ­გლებს სცილ­დე­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ასეთ დროს ბიზ­ნეს­მე­ნი შე­საძ­ლოა, და­ა­კა­ვონ კი­დეც.

ხში­რად ჯა­რი­მე­ბის და­კის­რე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არ­ცოდ­ნაც ხდე­ბა. თუ ზოგი მე­წარ­მე კა­ნო­ნის კი­თხვით თავს არ იწუ­ხებს, სხვე­ბი ამას უბ­რა­ლოდ ვერ ას­წრე­ბენ იმ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მი­ზე­ზის გამო, რომ კა­ნო­ნე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ახალ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 6 თვეა, რაც მოქ­მე­დებს, ცვლი­ლე­ბა უკვე 14 სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტით შე­ვი­და. გა­მო­დის, რომ ბიზ­ნეს­მენ­თა მთა­ვარ კა­ნონ­ში თვე­ში 3 ცვლი­ლე­ბა მა­ინც შე­დის.

"ეს ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის. აუ­დი­ტო­რი ვარ და ამ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა მეც კი მი­ჭირს. ერ­თია წა­კი­თხვა და მე­ო­რე - გა­აზ­რე­ბა. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად უყუ­რებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბას", - ამ­ბობს აუ­დი­ტო­რი ირაკ­ლი შა­ვიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის და­ბალ კულ­ტუ­რას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რე­ბის დე­ფი­ცი­ტიც ემა­ტე­ბა, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­მოწ­მე­ბის სა­ბა­ბის მო­ძებ­ნა ყო­ველ­თვის და თით­ქმის ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა. ბუნ­დო­ვა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი­სა და კა­ნო­ნე­ბის ხში­რი ცვლი­ლე­ბის გამო, ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნე­სის­თვის არც იმის დაბ­რა­ლე­ბაა ძნე­ლი, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად და­მა­ლა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს სო­ლი­დუ­რი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა.

თუმ­ცა ბიზ­ნეს-გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მა­ინც ის ფაქ­ტია, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ე­ბის სკრუ­პუ­ლო­ზუ­რი შე­მოწ­მე­ბა სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბად იქცა, რად­გან მას მხო­ლოდ ის სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­დი­ან, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა სხვა­დას­ხვა ნიშ­ნით არა­ხელ­საყ­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად, სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ბა­თუ­მის "25-ე არხი" და 26 მა­ი­სის მი­ტინ­გის დარ­ბე­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი გამ­შუ­ქე­ბე­ლი მე­დია-ჰოლ­დინ­გი "პა­ლიტ­რა" შე­ა­მოწ­მეს, არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან გა­ცი­ლე­ბით უფრო მსხვი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლით - "რუს­თა­ვი-2"-ით, რო­მელ­საც ბი­უ­ჯე­ტის მი­მართ ბევ­რად მეტი თან­ხა მარ­თებ­და, ვიდ­რე "25-ე არხს".

მა­ნა­ნა ვარ­დი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "ლი­ბე­რა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

დევნა კოდექსის სახელით

დევნა კოდექსის სახელით

”მედიაპალიტრის” ექვს სხვადასხვა შპს-ში საგადასახადო შემოწმების ერთდროულად დაწყებას ჟურნალი ”ლიბერალი” 20 ივნისის ნომერში სტატიას უძღვნის. სტატიას სათაურით - ”დევნა კოდექსის სახელით” შემოკლებით გთავაზობთ.

ეკონომიკის "ახალი კურსი" მხოლოდ დეკლარირებული ცვლილებაა, რეალურად კი სახელმწიფო ბიზნესთან ურთიერთობაში კვლავ პოლიტიკური მოტივაციებით ხელმძღვანელობს.

მას შემდეგ, რაც "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა შპს-ში ერთდროული გეგმური საგადასახადო შემოწმების დაწყება საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამამშვიდებელი კომენტარები გააკეთეს. "დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოხდება სამართლიანად და გეგმაზომიერად. განგაშის ატეხა საჭირო არ არის. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ყველა მათი მედიაბიზნესი ჩვეულებრივ მუშაობს და შემოწმებას შეფერხებები არ მოჰყოლია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.

თუმცა საგადასახადო სამსახურების ბოლო წლების საქმიანობაში ყველაფერი "გეგმაზომიერად და სამართლიანად" რომ ყოფილიყო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მსგავსი განცხადებების გაკეთება, სავარაუდოდ, არ მოუხდებოდა. 

მეწარმეებთან მიმართებაში სახელმწიფო სამსახურების მიდგომის შეცვლა რომ აუცილებელია, ეს თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღიარა, როცა ეკონომიკის "ახალი კურსი" გამოაცხადა და ბიზნესის რეგულირების სფეროში სამართლიანობის დამკვიდრებაზე გაამახვილა ყურადღება:

"ახალი ხელმძღვანელები მოდიან, რომელთაც დაევალათ, რომ მაქსიმალურად სამართლიანები იყვნენ და ზედმეტი არსად არ მოუვიდეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხალხს არ ჰქონდეს უსამართლობის განცდა, ზედმეტი პრესის განცდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადასახადი ყველამ გადაიხადოს, ეკონომიკა უნდა გათეთრდეს... ეს არის მტკივნეული პროცესი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს არის მტკივნეული პროცესი, ერთი გრამით არ უნდა გადავაჭარბოთ არსად კანონის სიმკაცრესა და ზედმეტობაში."

"ზედმეტად მკაცრი" საგადასახადო პოლიტიკის შეცვლას ხელისუფლება საკადრო გადაადგილებებით შეეცადა. შემოსავლების სამსახურის უფროსი და გადასახადების ადმინისტრირების სფეროში მკაცრი საგადასახადო პოლიტიკის გატარებით ცნობილი გოგა ცხაკაია თბილისის ვიცე-მერის თანამდებობაზე გადაიყვანეს. შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი - ჯაბა ებანოიძე დანიშნეს.

თუმცა ბიზნესმენებისთვის არაფერი შეცვლილა. გადასახადების ამოღების "მტკივნეული პროცესი" მათი ნაწილისთვის კვლავ მტკივნეულად დარჩა. როგორც ექსპერტები ამბობენ, თითქმის ყველა ხარვეზი, რომელიც ძველ  საგადასახადო კოდექსში იყო, 2011 წლის იანვრიდან მოქმედ ახალ კოდექსში უცვლელად გადავიდა.

ახალ საგადასახადო კოდექსში არის მუხლები, რომლებიც საგადასახადო ინსპექტორებს ბიზნესმენთა დაჯარიმებისას ფართო შესაძლებლობას აძლევს. სწორედ  ეს სადამსჯელო მუხლები ქმნის იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც ბიზნესმენები აწყდებიან.

კოდექსში არის ორაზროვანი მუხლები, რომლებსაც გადასახადის გადამხდელის საწინააღმდეგოდ იყენებენ. და თუ სხვა ქვეყნების საგადასახადო კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი ორაზროვნება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ უნდა განიმარტოს, საქართველოში პირიქით ხდება - კანონის ინტერპრეტირება ხშირად მეწარმეზე ზეწოლის მიზეზი ხდება.

ახალი კოდექსის თანახმად, მაგალითად, სახელმწიფოს უფლება აქვს, მეწარმის ქონება სასამართლო დავის დასრულებამდე გაყიდოს. მეწარმემ შემდეგი ინსტანციის სასამართლო რომც მოიგოს, მას ქონება აღარ დაუბრუნდება. სახელმწიფოსთან დავა კი სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შეიძლება გაიწელოს.

საგადასახადო სამსახურს ასევე უფლება აქვს გამოიყენოს ინკასო და კომპანიის ანგარიშს ყადაღა დაადოს, რის შემდეგაც ბიზნესი პარალიზებულია.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 25 ათას ლარს გადააჭარბა, საქმე ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებს სცილდება და სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ასეთ დროს ბიზნესმენი შესაძლოა, დააკავონ კიდეც.

ხშირად ჯარიმების დაკისრების ერთ-ერთი მიზეზი კანონმდებლობის არცოდნაც ხდება. თუ ზოგი მეწარმე კანონის კითხვით თავს არ იწუხებს, სხვები ამას უბრალოდ ვერ ასწრებენ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ კანონები ძალიან სწრაფად იცვლება. მაგალითად, ახალ საგადასახადო კოდექსში, რომელიც მხოლოდ 6 თვეა, რაც მოქმედებს, ცვლილება უკვე 14 საკანონმდებლო აქტით შევიდა. გამოდის, რომ ბიზნესმენთა მთავარ კანონში თვეში 3 ცვლილება მაინც შედის.

"ეს ნორმალური მდგომარეობა არ არის. აუდიტორი ვარ და ამ ცვლილებებისთვის თვალის მიდევნება მეც კი მიჭირს. ერთია წაკითხვა და მეორე - გააზრება. ეს ძალიან რთული პროცესია. ხელისუფლება კი ძალიან მარტივად უყურებს კანონმდებლობის ცვლილებას", - ამბობს აუდიტორი ირაკლი შავიშვილი.

საქართველოში, სადაც გადასახადების გადახდის დაბალ კულტურას კვალიფიციური ფინანსური მენეჯერების დეფიციტიც ემატება, საგადასახადო შემოწმების საბაბის მოძებნა ყოველთვის და თითქმის ყველგან შეიძლება. ბუნდოვანი საგადასახადო კოდექსისა და კანონების ხშირი ცვლილების გამო, ფინანსური დარღვევა საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კომპანიას აქვს. შესაბამისად, ბიზნესისთვის არც იმის დაბრალებაა ძნელი, რომ გადასახადები შეგნებულად დამალა და სახელმწიფო ბიუჯეტს სოლიდური ზარალი მიაყენა.

თუმცა ბიზნეს-გარემოს განვითარებისთვის ყველაზე სახიფათო მაინც ის ფაქტია, რომ საგადასახადო ორგანოების სკრუპულოზური შემოწმება სადამსჯელო ღონისძიებად იქცა, რადგან მას მხოლოდ ის საგანგებოდ შერჩეული კომპანიები გადიან, რომელთა საქმიანობა სხვადასხვა ნიშნით არახელსაყრელი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. მაგალითად, საგადასახადო სამსახურები, რომლებმაც ოპოზიციურად განწყობილი ბათუმის "25-ე არხი" და 26 მაისის მიტინგის დარბევის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამშუქებელი მედია-ჰოლდინგი "პალიტრა" შეამოწმეს, არ დაინტერესებულან გაცილებით უფრო მსხვილი გადასახადების გადამხდელით - "რუსთავი-2"-ით, რომელსაც ბიუჯეტის მიმართ ბევრად მეტი თანხა მართებდა, ვიდრე "25-ე არხს".

მანანა ვარდიაშვილი

ჟურნალი "ლიბერალი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები