სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასავლეთზე განაწყენებული მუამარ კადაფი ახალ მომხრეებს ეძებს
დასავლეთზე განაწყენებული მუამარ კადაფი ახალ მომხრეებს ეძებს

ლი­ბი­ის ლი­დერ­მა მუ­ა­მარ კა­და­ფიმ ტე­ლე­კომ­პა­ნია RUSSIA TODAY-ის არა­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბას ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. მისი თქმით, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა და­სავ­ლე­თის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გა­ნა­წყო და ახალ მომ­ხრე­ებს ეძებს, მათ შო­რის რუ­სეთ­შიც.

კა­და­ფი მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მალე დას­რულ­დე­ბა და ბენ­გა­ზის სამ­ხედ­რო შტურ­მით აღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ თუ არა სამ­ხედ­რო ძა­ლას ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, კა­და­ფიმ უპა­სუ­ხა, რომ ეს სა­ჭი­რო არ არის, რად­გან მათ თა­ვად ბენ­გა­ზის მცხოვ­რებ­ლე­ბი გა­უს­წორ­დე­ბი­ან.

"ჩვენ უკვე და­სავ­ლე­თის აღარ გვჯე­რა, ამი­ტომ გვსურს, მო­ვუ­წო­დოთ რუ­სულ, ჩი­ნურ და ინ­დურ კომ­პა­ნი­ებს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ინ­ვეს­ტი­რე­ბა სა­ნავ­თო­ბო და სამ­შე­ნებ­ლო სფე­რო­ებ­ში. მსოფ­ლიო მალე დარ­წმუნ­დე­ბა, რომ შეც­და, რად­გან სი­ნამ­დვი­ლე­ში, ლი­ბი­ა­ში მომ­ხდარს სა­ფუძ­ვე­ლი ტუ­ნი­სი­სა და ეგ­ვიპ­ტის მოვ­ლე­ნებ­მა ჩა­უ­ყა­რა", - გა­ნა­ცხა­და კა­და­ფიმ "RUSSIA TODAY"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ლი­ბი­ის ლი­დერ­მა გერ­მა­ნულ ტე­ლე­არხ "RTL"-თან ინ­ტერ­ვი­უ­შიც გა­ი­მე­ო­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ლი­ბი­ა­ში ნავ­თო­ბის სფე­რო­ში კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ას აქვს.

ლი­ბი­ა­ში აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ავი­ა­ცი­ამ აჯ­და­ბი­ა­ში ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 25-ს, დაჭ­რი­ლე­ბი­სამ კი 70-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა მი­სუ­რა­ტის ირ­გვლივ. ლი­ბი­ის სი­დი­დით მე­სა­მე ქა­ლაქ­ში სას­მე­ლი წყლის უკ­მა­რი­სო­ბაა, შე­წყვე­ტი­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბაც.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დასავლეთზე განაწყენებული მუამარ კადაფი ახალ მომხრეებს ეძებს

დასავლეთზე განაწყენებული მუამარ კადაფი ახალ მომხრეებს ეძებს

ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ტელეკომპანია RUSSIA TODAY-ის არაბულ განყოფილებას ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განაწყო და ახალ მომხრეებს ეძებს, მათ შორის რუსეთშიც.

კადაფი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მალე დასრულდება და ბენგაზის სამხედრო შტურმით აღების აუცილებლობა არ არსებობს. ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენებენ თუ არა სამხედრო ძალას ამბოხებულების წინააღმდეგ, კადაფიმ უპასუხა, რომ ეს საჭირო არ არის, რადგან მათ თავად ბენგაზის მცხოვრებლები გაუსწორდებიან.

"ჩვენ უკვე დასავლეთის აღარ გვჯერა, ამიტომ გვსურს, მოვუწოდოთ რუსულ, ჩინურ და ინდურ კომპანიებს, განახორციელონ ინვესტირება სანავთობო და სამშენებლო სფეროებში. მსოფლიო მალე დარწმუნდება, რომ შეცდა, რადგან სინამდვილეში, ლიბიაში მომხდარს საფუძველი ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენებმა ჩაუყარა", - განაცხადა კადაფიმ "RUSSIA TODAY"-თან ინტერვიუში.

ანალოგიური განცხადებები ლიბიის ლიდერმა გერმანულ ტელეარხ "RTL"-თან ინტერვიუშიც გაიმეორა და აღნიშნა, რომ ლიბიაში ნავთობის სფეროში კონტრაქტების გაფორმების პერსპექტივა ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიას აქვს.

ლიბიაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ავიაციამ აჯდაბიაში ამბოხებულებზე იერიში მიიტანა. დაღუპულთა რიცხვმა 25-ს, დაჭრილებისამ კი 70-ს გადააჭარბა. ანალოგიური სიტუაციაა მისურატის ირგვლივ. ლიბიის სიდიდით მესამე ქალაქში სასმელი წყლის უკმარისობაა, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა