პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ცეცხლოვანი მატჩი და საფეხბურთო დრამა ვილა პარკზე - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს
ცეცხლოვანი მატჩი და საფეხბურთო დრამა ვილა პარკზე - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის გან­მე­ო­რე­ბით მატჩში, ბირ­მინ­გე­მის "ას­ტონ ვი­ლამ" "პარი სენ-ჟერ­მენს" უმას­პინ­ძლა. ბირ­მინ­გემ­ში მატ­ჩი "ას­ტონ ვი­ლამ" მო­ი­გო ან­გა­რი­შით 3-2, თუმ­ცა ორი მატ­ჩის ჯამ­ში პსჟ-მ 5:4 გა­ი­მარ­ჯვა და პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ითა­მა­შებს.

  • პსჟ მინ­დორ­ზე ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მო­ვი­და: დო­ნა­რუ­მა, ჰა­კი­მი, მარ­კი­ნი­ო­სი, პაჩო, მენ­დე­ში, ვი­ტი­ნია, ნე­ვე­ში, ფა­ბი­ა­ნი, კვა­რა­ცხე­ლია, ბარ­კო­ლა, დემ­ბე­ლე.

მატ­ჩის პირ­ვე­ლი გოლი მე-11 წუთ­ზე აშ­რაფ ჰა­კიმ­მა გა­ი­ტა­ნა და პსჟ და­წი­ნა­ურ­და. 29-ე წუთ­ზე დემ­ბე­ლეს გა­და­ცე­მა ნუნუ მენ­დეშ­მა გო­ლად აქ­ცია და ან­გა­რი­ში 0-2 გახ­და.34-ე წუთ­ზე იური ტი­ლე­მან­სმა პა­რი­ზე­ლებს გო­ლით უპა­სუ­ხა და ერთი ბურ­თი გაქ­ვი­თა.

  • მე­ო­რე ტა­ი­მი ორ­მხრი­ვი შე­ტე­ვე­ბით გაგ­რძელ­და. "ას­ტონ ვი­ლას" იე­რი­შე­ბი სა­ხი­ფა­თო იყო და 55-ე წუთ­ზე მა­კგინ­მა გო­ლის გა­ტა­ნა და ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ას­ტონ ვი­ლას მწვა­ვე შე­ტე­ვებს მო­რი­გი გოლი მოჰ­ყვა - 58-ე წუთ­ზე მარ­კუს რაშ­ფორ­დის გა­და­ცე­მის შემ­დეგ გოლი კონ­სამ გა­ი­ტა­ნა და ან­გა­რი­ში 3-2 გახ­და.

მი­უ­ხე­და­ვად "ას­ტონ ვი­ლას" არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა, ან­გა­რი­ში დარ­ჩე­ნილ დრო­ში აღარ შეც­ვლი­ლა.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­ფა­სე­ბა ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ი­ტის Flashscore-ის მი­ხედ­ვით 6,9 ქუ­ლაა.

ცნო­ბის­თვის, მე­ო­თხე­დფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში გა­ი­მარ­თა, პსჟ-ს გა­მარ­ჯვე­ბით, 3-1 დას­რულ­და. იმ თა­მაშ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გოლი გა­ი­ტა­ნა და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლიც გახ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

ცეცხლოვანი მატჩი და საფეხბურთო დრამა ვილა პარკზე - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს

ცეცხლოვანი მატჩი და საფეხბურთო დრამა ვილა პარკზე - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ბირმინგემის "ასტონ ვილამ" "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლა. ბირმინგემში მატჩი "ასტონ ვილამ" მოიგო ანგარიშით 3-2, თუმცა ორი მატჩის ჯამში პსჟ-მ 5:4 გაიმარჯვა და პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.

  • პსჟ მინდორზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.

მატჩის პირველი გოლი მე-11 წუთზე აშრაფ ჰაკიმმა გაიტანა და პსჟ დაწინაურდა. 29-ე წუთზე დემბელეს გადაცემა ნუნუ მენდეშმა გოლად აქცია და ანგარიში 0-2 გახდა.34-ე წუთზე იური ტილემანსმა პარიზელებს გოლით უპასუხა და ერთი ბურთი გაქვითა.

  • მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. "ასტონ ვილას" იერიშები სახიფათო იყო და 55-ე წუთზე მაკგინმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ასტონ ვილას მწვავე შეტევებს მორიგი გოლი მოჰყვა - 58-ე წუთზე მარკუს რაშფორდის გადაცემის შემდეგ გოლი კონსამ გაიტანა და ანგარიში 3-2 გახდა.

მიუხედავად "ასტონ ვილას" არაერთი მცდელობისა, ანგარიში დარჩენილ დროში აღარ შეცვლილა.

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ანალიტიკური საიტის Flashscore-ის მიხედვით 6,9 ქულაა.

ცნობისთვის, მეოთხედფინალური მატჩის პირველი შეხვედრა, რომელიც პარიზში გაიმართა, პსჟ-ს გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. იმ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

იხილეთ ასევე: