პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი" წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში თანამშრომლებისთვის მაგიურ თამაშს იწყებს
"ბიბლუსი" წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში თანამშრომლებისთვის მაგიურ თამაშს იწყებს

„ბიბ­ლუ­სი“, რო­გორც წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის მთა­ვა­რი გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის მას­შტა­ბურ სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ა­ში და ამით კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს აც­ნობს, თუ რა­ო­დენ ღი­რე­ბუ­ლი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია წიგ­ნი - რო­გორც სა­ჩუ­ქა­რი.

წელს კი კამ­პა­ნი­ამ ახა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ელ­ფე­რი შე­ი­ძი­ნა — „ბიბ­ლუ­სი“ იწყებს შიდა ინი­ცი­ა­ტი­ვას, სა­ხა­ლი­სო თა­მა­შის სა­ხით, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის თბილ, მხი­ა­რულ და მა­გი­ურ აქ­ტი­ვო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იდეა მარ­ტი­ვია, თუმ­ცა იმავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან თბი­ლი: თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე შემ­თხვე­ვის პრინ­ცი­პით აირ­ჩევს კო­ლე­გას, ვი­საც პი­რა­დად შერ­ჩე­ულ წიგნს სი­ურპრი­ზად აჩუ­ქებს.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვერ გა­ი­გე­ბენ წი­ნას­წარ ვის­გან მი­ი­ღე­ბენ სა­ჩუქ­რად წიგნს. რაც თა­მაშს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოს და მა­გი­ურს გახ­დის.

წიგ­ნის სა­ბო­ლოო გა­და­ცე­მა მოხ­დე­ბა 23 აპ­რილს, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღეს. წიგ­ნი ხომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი, ღი­რე­ბუ­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რია?!

„ბიბ­ლუ­სის“ თა­მა­ში იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ მხი­ა­რუ­ლი ინ­ტე­რაქ­ცია, არა­მედ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის, სო­ლი­და­რო­ბი­სა და წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლო.

„ბიბ­ლუ­სი“ ერ­თად ქმნის სივ­რცეს, სა­დაც წიგ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

#აჩუ­ქე­წიგ­ნი #აჩუ­ქე­თა­ვი­სუფ­ლე­ბა

R

ავტორი:

"ბიბლუსი" წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში თანამშრომლებისთვის მაგიურ თამაშს იწყებს

"ბიბლუსი" წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში თანამშრომლებისთვის მაგიურ თამაშს იწყებს

„ბიბლუსი“, როგორც წიგნის სიყვარულის მთავარი გამავრცელებელი საქართველოში, წლებია, აქტიურად ერთვება წიგნის ჩუქების მასშტაბურ სოციალურ კამპანიაში და ამით კიდევ უფრო მეტ ადამიანს აცნობს, თუ რაოდენ ღირებული და შთამაგონებელია წიგნი - როგორც საჩუქარი.

წელს კი კამპანიამ ახალი, განსაკუთრებული ელფერი შეიძინა — „ბიბლუსი“ იწყებს შიდა ინიციატივას, სახალისო თამაშის სახით, რომელიც თანამშრომლებს შორის თბილ, მხიარულ და მაგიურ აქტივობას გულისხმობს.

იდეა მარტივია, თუმცა იმავდროულად ძალიან თბილი: თითოეული მონაწილე შემთხვევის პრინციპით აირჩევს კოლეგას, ვისაც პირადად შერჩეულ წიგნს სიურპრიზად აჩუქებს.

მონაწილეები ვერ გაიგებენ წინასწარ ვისგან მიიღებენ საჩუქრად წიგნს. რაც თამაშს განსაკუთრებით საინტერესოს და მაგიურს გახდის.

წიგნის საბოლოო გადაცემა მოხდება 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს. წიგნი ხომ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი, ღირებული და გრძელვადიანი საჩუქარია?!

„ბიბლუსის“ თამაში იქნება არა მხოლოდ მხიარული ინტერაქცია, არამედ თანამშრომლების ერთიანობის, სოლიდარობისა და წიგნის სიყვარულის სიმბოლო.

„ბიბლუსი“ ერთად ქმნის სივრცეს, სადაც წიგნი მნიშვნელოვანია.

#აჩუქეწიგნი #აჩუქეთავისუფლება

R