პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ" - ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
"აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ" - ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

ცო­ტა­თი აბ­სურ­დუ­ლია ზე­ლენ­სკიმ აშშ-ის მთავ­რო­ბას უთხრას, რომ ჩვენ რო­გორ­ღაც რუ­სე­ბის მხა­რეს ვართ, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ჯეი დი ვენ­სმა UnHerd-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ჯეი დი ვენ­სი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის CBS News-თან ინ­ტერ­ვი­უს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ "აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი რუ­სე­თის ქმე­დე­ბებს ამარ­თლებს“.

"მე ვცდი­ლობ­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­გე­ბა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, რომ თუ გსურთ კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბა, უნდა შე­ე­ცა­დოთ გა­ი­გოთ ის, თუ სად ხე­და­ვენ რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თა­ვი­ანთ სტრა­ტე­გი­ულ მიზ­ნებს. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მხარს უჭერ რუ­სე­თის მი­ზანს ან მხარს უჭერ სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რას, მაგ­რამ უნდა შე­ე­ცა­დო გა­ი­გო, რა არის მათი სტრა­ტე­გი­უ­ლი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი. ასე­ვე, უნდა გა­ი­გო, რის მი­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ჯეი დი ვენ­სმა.

მისი თქმით, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის რი­ტო­რი­კა "არაპ­რო­დუქ­ტი­უ­ლია“.

"ვფიქ­რობ, ცო­ტა­თი აბ­სურ­დუ­ლია ზე­ლენ­სკიმ აშშ-ის მთავ­რო­ბას უთხრას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მთე­ლი მისი მთავ­რო­ბი­სა და სამ­ხედ­რო ძა­ლის­ხმე­ვის მთლი­ა­ნო­ბას მხარს უჭერს, რომ ჩვენ რო­გორ­ღაც რუ­სე­ბის მხა­რეს ვართ“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, აშშ-ს ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ქმე­დე­ბებს ამარ­თლებს.

ზე­ლენ­სკიმ CBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ აშშ-ში ჭარ­ბობს რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბი, ზოგს კი დღემ­დე სჯე­რა, რომ რუ­სე­თი აგ­რე­სო­რი არ არის.

"ეს ტო­ნის ცვლი­ლე­ბა, რე­ა­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა, დიახ რე­ა­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა და ამ რე­ა­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა არ მინ­და". – თქვა ზე­ლენ­სკიმ.

ავტორი:

"აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ" - ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

"აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ" - ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის CBS News-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის ქმედებებს ამართლებს“.

"მე ვცდილობდი სტრატეგიული გაგება გამომეყენებინა, რომ თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ ის, თუ სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარს უჭერ რუსეთის მიზანს ან მხარს უჭერ სრულმასშტაბიან შეჭრას, მაგრამ უნდა შეეცადო გაიგო, რა არის მათი სტრატეგიული წითელი ხაზები. ასევე, უნდა გაიგო, რის მიღებას ცდილობენ უკრაინელები კონფლიქტიდან“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის რიტორიკა "არაპროდუქტიულია“.

"ვფიქრობ, ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომელიც ამჟამად მთელი მისი მთავრობისა და სამხედრო ძალისხმევის მთლიანობას მხარს უჭერს, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვლადიმირ პუტინის ქმედებებს ამართლებს.

ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში წუხილი გამოთქვა, რომ აშშ-ში ჭარბობს რუსული ნარატივები, ზოგს კი დღემდე სჯერა, რომ რუსეთი აგრესორი არ არის.

"ეს ტონის ცვლილება, რეალობის ცვლილება, დიახ რეალობის ცვლილება და ამ რეალობის ცვლილებაში მონაწილეობის მიღება არ მინდა". – თქვა ზელენსკიმ.