სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ოცნების” სტანდარტისთვისაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" - ნიკა მელია
“ქართული ოცნების” სტანდარტისთვისაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" - ნიკა მელია

"პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან ეტყო­ბო­და მდი­ნა­რა­ძეს, მის თა­ნა­მებ­რძო­ლებს, რომ ისი­ნი არ გუ­ლის­ხმო­ბენ იმას, რა­ზეც სა­უბ­რო­ბენ და დღეს და­დას­ტურ­და, - ასე შე­ა­ფა­სა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის ბრი­ფინ­გი, სა­დაც მან გა­ნა­ცხა­და, რომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ვადა ერთი თვით გა­აგ­რძე­ლონ, რაც ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს მის­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ.

მე­ლი­ას თქმით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მსოფ­ლი­ოს­გან სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სტან­დარ­ტის­თვი­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა არის ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც მყი­სი­ე­რად მოჰ­ყვე­ბა მთე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მსოფ­ლი­ოს­გან იზო­ლა­ცია. ვინც კი არ­სე­ბობს “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში”, ყვე­ლას და­უ­წეს­დე­ბო­და მძი­მე ფი­ნან­სუ­რი სან­ქცია.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს პერ­სპექ­ტი­ვა, რო­მელ­საც ეთა­მა­შე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­საც შე­ა­ჩე­რებ­და. ეს გა­აც­ნო­ბი­ე­რა რე­ჟიმ­მა და გა­და­წყვი­ტა, რომ მა­ლე­ვე, სამ კვი­რა­ში­ვე თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის ეთ­ქვა, რომ ამ სა­კითხს შე­ეშ­ვე­ბოდ­ნენ და არ გა­ა­უქ­მებ­დნენ ამ პარ­ტი­ებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, არც კი უფიქ­რი­ათ სე­რი­ო­ზუ­ლად ამა­ზე. მათ­თვის ეს რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს, დღე­ვან­დელ ბრი­ფინგს მდი­ნა­რა­ძე არ ჩა­ა­ტა­რებ­და”, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უ­ბარ­ში.

ავტორი:

“ქართული ოცნების” სტანდარტისთვისაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" - ნიკა მელია

“ქართული ოცნების” სტანდარტისთვისაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" - ნიკა მელია

"პირველივე წამიდან ეტყობოდა მდინარაძეს, მის თანამებრძოლებს, რომ ისინი არ გულისხმობენ იმას, რაზეც საუბრობენ და დღეს დადასტურდა, - ასე შეაფასა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, სადაც მან განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ, რაც ოპოზიციურ პარტიებს მისცემს იმის საშუალებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

მელიას თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას დემოკრატიული მსოფლიოსგან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვებოდა.

“ქართული ოცნების” სტანდარტისთვისაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მყისიერად მოჰყვება მთელი დემოკრატიული მსოფლიოსგან იზოლაცია. ვინც კი არსებობს “ქართულ ოცნებაში”, ყველას დაუწესდებოდა მძიმე ფინანსური სანქცია.

სამწუხაროდ, ეს პერსპექტივა, რომელსაც ეთამაშება “ქართული ოცნება”, ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც შეაჩერებდა. ეს გააცნობიერა რეჟიმმა და გადაწყვიტა, რომ მალევე, სამ კვირაშივე თავისი მხარდამჭერებისთვის ეთქვა, რომ ამ საკითხს შეეშვებოდნენ და არ გააუქმებდნენ ამ პარტიებს. სინამდვილეში, არც კი უფიქრიათ სერიოზულად ამაზე. მათთვის ეს რომ შესაძლებელი იყოს, დღევანდელ ბრიფინგს მდინარაძე არ ჩაატარებდა”, - განაცხადა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.