პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო 5-6 კითხვა, ვუთხარი, რომ არცერთ შემთხვევაში კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ, ამით დაამთავრეს" - ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ
"იყო 5-6 კითხვა, ვუთხარი, რომ არცერთ შემთხვევაში კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ, ამით დაამთავრეს" - ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­მო­ი­კი­თხა.

საქ­მე ეხე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც მას­თან ჰქონ­დათ, კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

“და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მე ვარ და შემ­დეგ იყო ალ­ბათ, 5-6 კი­თხვა, რომ­ლი­თაც ცდი­ლობ­დნენ იმის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ მქონ­და თუ არა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რა­ზეც და­ვუ­დას­ტუ­რე, რომ ვი­ყა­ვი მა­ინც აზუს­ტებ­დნენ, „მე­სი­ჯი მი­ვი­ღე თუ არა“. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, როცა გა­არ­კვი­ეს ინ­ფორ­მა­ცია, ერ­თა­დერ­თი კი­თხვა და­მის­ვეს, რა­ტომ არ მი­ვე­დი იმ რა­ღაც ცირ­კის და­ძა­ხე­ბულ­ზე. ავუხ­სე­ნი, რომ არა­ვინ აღი­ა­რებს 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის იმ შე­დე­გებს, რაც ცეს­კომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, და­კომ­პლექ­ტე­ბულ პარ­ლა­მენტს და შემ­დეგ და­კომ­პლექ­ტე­ბულ მთავ­რო­ბას.

[გვყავს] უზურ­პა­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რუ­სე­ბის მიერ დას­მუ­ლი, მათ აღი­ა­რებს მარ­ტო „ჰა­მა­სი“, „ჰეს­ბო­ლა“, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ნი­კა­რა­გუა, ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან რუ­სე­ბის სა­ტე­ლი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას არ აღი­ა­რე­ბენ და არ­ცერ­თი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა მათ არ აღი­ა­რებს.

ვუ­თხა­რი, რომ მე პრინ­ცი­პუ­ლად ვდგა­ვარ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ამ კლო­უ­ნა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ. ამით და­ამ­თავ­რეს და წა­მო­ვე­დი”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე, ჯა­ფა­რი­ძეს ბრალ­დე­ბას აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ, რის შემ­დე­გაც, უკვე სა­სა­მარ­თლო მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

ავტორი:

"იყო 5-6 კითხვა, ვუთხარი, რომ არცერთ შემთხვევაში კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ, ამით დაამთავრეს" - ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ

"იყო 5-6 კითხვა, ვუთხარი, რომ არცერთ შემთხვევაში კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ, ამით დაამთავრეს" - ზურაბ ჯაფარიძე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

როგორც ჯაფარიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, მთავარი კითხვა, რომელიც მასთან ჰქონდათ, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირდებოდა.

“დაადასტურეს, რომ მე ვარ და შემდეგ იყო ალბათ, 5-6 კითხვა, რომლითაც ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ მქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ გამოძახებული ვიყავი, რაზეც დავუდასტურე, რომ ვიყავი მაინც აზუსტებდნენ, „მესიჯი მივიღე თუ არა“. საბოლოო ჯამში, როცა გაარკვიეს ინფორმაცია, ერთადერთი კითხვა დამისვეს, რატომ არ მივედი იმ რაღაც ცირკის დაძახებულზე. ავუხსენი, რომ არავინ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების იმ შედეგებს, რაც ცესკომ გამოაქვეყნა და, შესაბამისად, დაკომპლექტებულ პარლამენტს და შემდეგ დაკომპლექტებულ მთავრობას.

[გვყავს] უზურპატორი ხელისუფლება, რუსების მიერ დასმული, მათ აღიარებს მარტო „ჰამასი“, „ჰესბოლა“, ვენესუელა, ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არიან რუსების სატელიტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა მათ არ აღიარებს.

ვუთხარი, რომ მე პრინციპულად ვდგავარ ცივილიზებული, დასავლური სამყაროს, თავისუფლების მხარეს და არცერთ შემთხვევაში ამ კლოუნადაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამით დაამთავრეს და წამოვედი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მიმდინარე საქმეზე, ჯაფარიძეს ბრალდებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც, უკვე სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.