კოსმოსში 11-წუთიანი ფრენის შემდეგ, 6 ქალისგან შემდგარი ჯგუფი, დედამიწაზე წარმატებით დაეშვა.
კეტი პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოსმოსში ყოფნის დროს სიმღერა "What a Wonderful World" შეასრულა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მიწას აკოცა:
კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ, New Shephard კაფსულა უსაფრთხოდ დაეშვა ტეხასის შტატში. უსაფრთხო დაბრუნებას Blue Origin-ის მფლობელი, ჯეფ ბეზოსიც ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 1963 წლის შემდეგ, როცა კოსმოსური ხომალდის ბორტზე მხოლოდ ქალები იყვნენ. მაშინ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, კოსმოსში საბჭოთა ასტრონავტი ვალენტინა ტერეშკოვა მარტო გაფრინდა.
Blue Origin-ის დამსახურებით, 2021 წელს კანადელი მსახიობი უილიამ შატნერი გახდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. იმავე წელს კოსმოსში თავად ჯეფ ბეზოსმაც იფრინა.