პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია თეა წულუკიანს: "ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? "მეილი“ არსებობს?"
გიორგი გახარია თეა წულუკიანს: "ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? "მეილი“ არსებობს?"

ოკუ­პან­ტე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­და რომ გა­და­წყვი­ტეთ, ეს იყო ვინ­მეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი? "მე­ი­ლი“ არ­სე­ბობს? - ასე უპა­სუ­ხა შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც სო­ფელ ჩორ­ჩა­ნის მი­და­მო­ებ­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გოს გახ­სნას და ამ ამ­ბის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, მისი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­გუ­შა­გოს გან­თავ­სე­ბა იყო სი­ურპრი­ზი.

"და­ი­ცა­ვით თუ არა ნორ­მა, რო­მე­ლიც გა­ვალ­დე­ბუ­ლებ­დათ, რომ თქვენ სა­გუ­შა­გოს მო­წყო­ბა არ და­გე­წყოთ თქვე­ნით. ძლე­ვა­მო­სი­ლი იყა­ვით თუ არა, მე თუ მე­კი­თხე­ბით, მე და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ თქვენ იყა­ვით რა შს მი­ნის­ტრი, თქვენ იყა­ვით სუ­პერ ძლე­ვა­მო­სი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­ზეც გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ "ახ­ლაც არ ვუ­ჩი­ვი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბას, მე მყოფ­ნის“.

ამას­თან, რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი გა­ხა­რია შს მი­ნის­ტრო­ბის დრო­საც კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­ვით იქ­ცე­ო­და.

"თქვენ ძლე­ვა­მო­სი­ლი იყა­ვით და შს მი­ნის­ტრი რომ იყა­ვით, იქ­ცე­ო­დით პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრი­ვით. სა­გუ­შა­გო იქ გან­თავ­და თქვე­ნი მხრი­დან კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნით. გა­ტა­ცე­ბე­ბია, გა­და­ცე­მე­ბია სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მის ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, რომ ეს ტყე მა­თია, მო­ნიშ­ვნე­ბი გა­ა­კე­თეს ტყე­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­ნივ­რუ­ლი ვა­რა­უ­დი, უფრო მე­ტიც, რომ იქ ადრე თუ გვი­ან გად­მო­ი­წე­ვა ხაზი. თქვენ არ აც­ნო­ბეთ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­გუ­შა­გოს გან­თავ­სე­ბა იყო სი­ურპრი­ზი“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­პა­სუ­ხოდ კი გა­ხა­რი­ამ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ "ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და“.

"ეს არის თქვე­ნი ინ­ტერპრე­ტა­ცია. მე ვი­სა­უბ­რე მა­შინ სუს-ის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი არის შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრო­ლის ქვეშ. მას აკონ­ტრო­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი არ არის სუს-ის კონ­ტრო­ლის ქვეშ. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზე რაც ხდე­ბა, გა­ტა­ცე­ბა და ა.შ. ეს არის შს სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა. აი, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მერე გა­მოყ­ვა­ნა და იმ ფორ­მა­ტებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, იქ არის სუს-ი. სუს-ს აქვს მთა­ვა­რი პრე­რო­გა­ტი­ვა, "ვინ­მე არ გა­ვაბ­რა­ზოთ“. სუს-ი ამი­ტომ არის სუს-ი. მათი მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი ყო­ველ­თვის უნდა იყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. მათ თა­ვი­ან­თი რის­კე­ბი დაგ­ვა­ნა­ხეს.

მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ახა­ლი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­გო­ნი­ლი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე ჩორ­ჩა­ნის 1800 ჰექ­ტა­რი ტყის მოჭ­რა სა­ქარ­თვე­ლოს­გან. ეს იყო მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. მთა­ვა­რი შე­დე­გი, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი რუ­კა­ზეც და მი­წა­ზეც არის ზუს­ტად იქ, სა­დაც იყო“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ, რა­საც წუ­ლუ­კი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ "ეს არ არის სი­მარ­თლე. გად­მო­წე­უ­ლია დე-ფაქ­ტო ხაზი“.

თა­ვის მხრივ, გა­ხა­რი­ამ წუ­ლუ­კი­ანს მი­მარ­თა: - "თქვენ ურევთ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­სა და სა­გუ­შა­გოს“.

ამას­თან, ამა­ვე სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ის წევ­რი გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, იყო თუ არა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, როცა გა­ხა­რი­ამ შს მი­ნის­ტრო­ბის დროს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და იყო თუ არა მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი თა­ნახ­მა.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­რე­შე ამ სა­კითხს ვერ გა­ვა­კე­თებ­დით. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი, როცა ასეთ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დი. მარ­ტო ამას არა, სხვას ყვე­ლა­ფერს ვუ­თან­ხმებ­დი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

გიორგი გახარია თეა წულუკიანს: "ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? "მეილი“ არსებობს?"

გიორგი გახარია თეა წულუკიანს: "ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? "მეილი“ არსებობს?"

ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? "მეილი“ არსებობს? - ასე უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის შეკითხვას, რომელიც სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას და ამ ამბის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შეუტყობინებლობას შეეხებოდა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი ეს გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული.

ამასთან, როგორც გახარიას განცხადების საპასუხოდ წულუკიანმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი.

"დაიცავით თუ არა ნორმა, რომელიც გავალდებულებდათ, რომ თქვენ საგუშაგოს მოწყობა არ დაგეწყოთ თქვენით. ძლევამოსილი იყავით თუ არა, მე თუ მეკითხებით, მე დაგიდასტურებთ, რომ თქვენ იყავით რა შს მინისტრი, თქვენ იყავით სუპერ ძლევამოსილი“,- განაცხადა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ "ახლაც არ ვუჩივი ძლევამოსილებას, მე მყოფნის“.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროსაც კი პრემიერ-მინისტრივით იქცეოდა.

"თქვენ ძლევამოსილი იყავით და შს მინისტრი რომ იყავით, იქცეოდით პრემიერ - მინისტრივით. საგუშაგო იქ განთავდა თქვენი მხრიდან კეთილშობილური მიზნით. გატაცებებია, გადაცემებია სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზიებში, რომ ეს ტყე მათია, მონიშვნები გააკეთეს ტყეზე და შესაძლებელია გონივრული ვარაუდი, უფრო მეტიც, რომ იქ ადრე თუ გვიან გადმოიწევა ხაზი. თქვენ არ აცნობეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი“, - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის საპასუხოდ კი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ყველამ ყველაფერი იცოდა“.

"ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. მე ვისაუბრე მაშინ სუს-ის ხელმძღვანელთან, ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული, ყველამ ყველაფერი იცოდა. საოკუპაციო ხაზი არის შს სამინისტროს კონტროლის ქვეშ. მას აკონტროლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. საოკუპაციო ხაზი არ არის სუს-ის კონტროლის ქვეშ. საოკუპაციო ხაზე რაც ხდება, გატაცება და ა.შ. ეს არის შს სამინისტროს პრეროგატივა. აი, გატაცებული ადამიანის მერე გამოყვანა და იმ ფორმატებში თანამშრომლობა, იქ არის სუს-ი. სუს-ს აქვს მთავარი პრეროგატივა, "ვინმე არ გავაბრაზოთ“. სუს-ი ამიტომ არის სუს-ი. მათი მთავარი ინსტრუმენტი ყოველთვის უნდა იყოს მოლაპარაკება. მათ თავიანთი რისკები დაგვანახეს.

მთავარი მიზანი იყო ახალი რუკის საფუძველზე, გამოგონილი რუკის საფუძველზე ჩორჩანის 1800 ჰექტარი ტყის მოჭრა საქართველოსგან. ეს იყო მთავარი მიზანი. მთავარი შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, საოკუპაციო ხაზი რუკაზეც და მიწაზეც არის ზუსტად იქ, სადაც იყო“, - განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ "ეს არ არის სიმართლე. გადმოწეულია დე-ფაქტო ხაზი“.

თავის მხრივ, გახარიამ წულუკიანს მიმართა: - "თქვენ ურევთ საოკუპაციო ხაზსა და საგუშაგოს“.

ამასთან, ამავე სხდომაზე კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, იყო თუ არა ინფორმირებული პრემიერ-მინისტრი, როცა გახარიამ შს მინისტრობის დროს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და იყო თუ არა მთავრობის მეთაური თანახმა.

"პრემიერ-მინისტრის გარეშე ამ საკითხს ვერ გავაკეთებდით. პრემიერ-მინისტრი იყო ჩემი ხელმძღვანელი, როცა ასეთ ნაბიჯებს ვდგამდი. მარტო ამას არა, სხვას ყველაფერს ვუთანხმებდი პრემიერ-მინისტრს“,- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ასევე: