პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ატოპიური დერმატიტი?
რა არის ატოპიური დერმატიტი?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი, იგი­ვე, ატო­პი­უ­რი ეგ­ზე­მა კა­ნის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ვლინ­დე­ბა ჩვი­ლო­ბის ასა­კი­დან და ხა­სი­ათ­დე­ბა ქა­ვი­ლით, კა­ნის სიმ­შრა­ლით, ეგ­ზე­მა­ტუ­რი და­ზი­ა­ნე­ბით, ლი­ქე­ნი­ფი­კა­ცი­ით (კა­ნის გა­ს­ქე­ლე­ბით). ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი ასო­ცი­რე­ბუ­ლია სხვა ატო­პი­ურ, IgE ასო­ცი­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ას­თმა, ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი, კვე­ბი­თი ალერ­გია, ურტი­კა­რია.

რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი?

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის შემ­თხვე­ვა­თა 85% გხვდე­ბა სი­ცო­ცხლის პირ­ველ წლებ­ში, ხოლო 95% 5 წლამ­დე ასაკ­ში. ატო­პი­ურ დერ­მა­ტიტს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს სრუ­ლი რე­მი­სი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში და შემ­დეგ შე­საძ­ლოა კვლავ გა­მოვ­ლინ­დეს ად­რე­ულ ზრდას­რულ ასაკ­ში. ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა მა­მა­კაც­სა და ქალ­ში 1:1.4-ია.

რა იწ­ვევს ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბას?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს გე­ნე­ტი­კურ წი­ნას­წარ­გან­ყო­ბას. კერ­ძოდ, ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის შემ­თხვე­ვე­ბის 80% ვლინ­დე­ბა იმ ბავ­შვებ­ში, რომ­ლებ­საც ცილა ფი­ლაგ­რი­ნის დე­ფი­ცი­ტი აღე­ნიშ­ნე­ბათ. ცი­ლის დე­ფი­ცი­ტი გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ცილა ფი­ლაგ­რი­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია კან­ში წყლის შე­კა­ვე­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა­ზე. სწო­რედ, ცი­ლის მუ­ტა­ცი­ე­ბი იწ­ვევს კა­ნის ეპი­თე­ლუ­რი ბა­რი­ე­რის რღვე­ვას, იმუ­ნურ დის­ფუნ­ქცი­ას და სა­ბო­ლო­ოდ, ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. არ­სე­ბობს რიგი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი, რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ვო­ცი­რებს ან ამ­წვა­ვებს ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ესე­ნია:

  • კა­ნის ინ­ფექ­ცია - Staphylococcus aureus;
  • კვე­ბი­თი ალერ­გე­ნე­ბი - რძე, კვერ­ცხი, თევ­ზი, თხი­ლე­უ­ლი, შო­კო­ლა­დი. ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 50%-ს აღე­ნიშ­ნე­ბათ კვე­ბი­თი ალერ­გია;
  • ირი­ტან­ტე­ბი (გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი) - საპ­ნე­ბი და დე­ტერ­გენ­ტე­ბი;
  • კონ­ტაქ­ტუ­რი ალერ­გე­ნე­ბი - შა­ლის და ხე­ლოვ­ნუ­რი ქსო­ვი­ლის ტან­საც­მე­ლი, მე­ტა­ლის საგ­ნე­ბი, სამ­კა­უ­ლი;
  • კლი­მა­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი - ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა (სი­ცი­ვე კა­ნის გა­მოშ­რო­ბას იწ­ვევს, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა - ოფ­ლი­ა­ნო­ბას, რაც ქა­ვილს ამ­წვა­ვებს, მზე ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტით და­ზი­ა­ნე­ბულ ად­გი­ლებს მკვეთ­რად აუ­ა­რე­სებს);
  • ინ­ჰა­ლა­ცი­უ­რი ალერ­გე­ნე­ბი - ოთა­ხის მტვრის ტკი­პა, მცე­ნა­რის მტვე­რი, ცხო­ვე­ლის ბეწ­ვი, ფეხ­სახ­სრი­ა­ნე­ბის ქი­ტი­ნის გარ­სი, ობის სო­კო­ე­ბი;
  • თამ­ბა­ქოს კვამ­ლი;
  • სტრე­სი;
  • ჰორ­მო­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი;

რა სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი? და რა ად­გი­ლებ­ზე იჩენს თავს და­ზი­ა­ნე­ბა?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი ზო­გა­დად, ხა­სი­ათ­დე­ბა ქა­ვი­ლით, კა­ნის სიმ­შრა­ლით, ეგ­ზე­მა­ტუ­რი და­ზი­ა­ნე­ბით, კა­ნის ლი­ქე­ნი­ფი­კა­ცი­ით.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში გა­მო­ყო­ფო­ბენ 3 ასა­კობ­რივ ჯგუფს:

  • ჩვი­ლე­ბი - 0-2 წლამ­დე,
  • ბავ­შვთა ასა­კი - 2-დან 12 წლამ­დე და
  • მოზ­რდი­ლებ­ში - 12 წლის ზე­მოთ.

ყო­ველ მათ­განს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა გა­აჩ­ნია.

ახალ­შო­ბი­ლებ­ში პრო­ცე­სი ძი­რი­თა­დად ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში. ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად შე­საძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს ინ­ფან­ტი­ლუ­რი სე­ბო­რე­უ­ლი დერ­მა­ტი­ტით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სკალპს, იღ­ლი­ის არეს და სა­ზარ­დუ­ლის ნა­ო­ჭებს. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მწვა­ვე, ექ­სუ­და­ცი­უ­რი ფორ­მე­ბი ერი­თე­მით, შე­შუ­პე­ბით, არა­იშ­ვი­ა­თად ბუშ­ტუ­კე­ბის გა­ჩე­ნით და სის­ვე­ლით. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა ლო­ყე­ბის სიმ­შრა­ლე, აქერ­ცვლა, ჰი­პე­რე­მია. შე­საძ­ლოა კა­ნის სიმ­შრა­ლე და ჰი­პე­რე­მია გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს კი­დუ­რე­ბის გამ­შლელ ზე­და­პი­რებ­სა და სხე­ულ­ზე. და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბა ხში­რად ვლინ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კვე­ბის და­წყე­ბი­სას.

ბავ­შვებ­ში (2-12 წელი) ახა­სი­ა­თებს პრო­ცე­სის ლო­კა­ლი­ზა­ცია, უპი­რა­ტე­სად კი­დუ­რე­ბის მომ­ხრე­ლი ზე­და­პი­რის კან­ზე, ყელ­ზე, იდაყ­ვი­სა და მუხ­ლის ფო­სო­ებ­ში, მტევ­ნის ზურ­გზე. საკ­ვებ­მა, შე­საძ­ლოა, გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს პი­რის ირ­გვლი­ვი არე და ნი­კა­პის მი­და­მო. ქა­ვი­ლი და კა­ნის ზე­და­პი­რის ხა­ხუ­ნი იწ­ვევს ლი­ქე­ნი­ფი­კა­ცი­ას (კანი გა­ს­ქე­ლე­ბუ­ლი და გა­უ­ხე­შე­ბუ­ლია); ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის არ­სე­ბო­ბი­სას ხში­რია თვა­ლის მი­და­მოს და­ზი­ა­ნე­ბაც.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის შემ­თხვე­ვა­თა 90 -93%-ში და­ა­ვა­დე­ბა 12 -13 წლის ასა­კამ­დე უკუ­გან­ვი­თარ­დე­ბა და მხო­ლოდ 7-8% გა­და­დის მოზ­რდილ­თა დერ­მა­ტი­ტში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით გვხვდე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს. მისი მარ­თვა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შია სა­ჭი­რო.

რო­გორ ხდე­ბა ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

ატო­პი­ურ დერ­მა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ში მთა­ვა­რი როლი კლი­ნი­კურ ნიშ­ნებს ენი­ჭე­ბათ.

არ­სე­ბი­თი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თებლბე­ბი:

  • ქა­ვი­ლი;
  • ეგ­ზე­მა (მწვა­ვე, ქვემ­წა­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი);
  • ტი­პუ­რი გავ­რცე­ლე­ბა და და­ზი­ა­ნე­ბის მორ­ფო­ლო­გია;
  • ასაკ-სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი;
  • ქრო­ნი­კუ­ლი ან ქრო­ნი­კუ­ლად მო­რე­ცი­დი­ვე დერ­მა­ტი­ტე­ბი;
  • ატო­პი­ის პი­რა­დი და ოჯა­ხის ის­ტო­რია (ას­თმა, ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი,ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი);

ატო­პი­ურ დერ­მა­ტიტ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი (არას­პე­ცი­ფი­კუ­რი):

  • სის­ხლძარ­ღვთა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი;
  • თვა­ლის, პე­რი­ორ­ბი­ტა­ლუ­რი მი­და­მოს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი;
  • პე­რი­ო­რა­ლუ­რი, პე­რი­ა­ო­რი­კუ­ლა­რუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი;

რიგ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს კვლე­ვე­ბის (კა­ნის ალერ­გი­უ­ლი ტეს­ტე­ბი, სის­ხლში IgE-ს გან­სა­ზღვრა) ჩა­ტა­რე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, დი­ფე­რენ­ცი­ა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა:

სე­ბო­რე­უ­ლი დერ­მა­ტი­ტი;ფსო­რი­ა­ზი;კონ­ტაქ­ტუ­რი დერ­მა­ტი­ტი;იქთი­ო­ზი და სხვ.

რო­გორ ვმკურ­ნა­ლობთ ატო­პი­ურ დერ­მა­ტიტს?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კა­ნის სწორ მოვ­ლა­ზე, სრულ­ფა­სო­ვან და­ტე­ნი­ნე­ბა­სა და გამ­წვა­ვე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე.

მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ინიშ­ნე­ბა მხო­ლოდ გამ­წვა­ვე­ბე­ბის დროს და მი­მარ­თუ­ლია გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის გამ­წვა­ვე­ბი­სას ინიშ­ნე­ბა:

  • ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი;
  • სტე­რო­ი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი;
  • იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რე­ბი;
  • ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია (ინ­ფექ­ცი­ის თან­დარ­თუ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში)

მათი არ­ჩე­ვა და დო­ზი­რე­ბა უნდა მოხ­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფო­ტო­თე­რა­პია(UVB სხი­ვე­ბით), რო­მე­ლიც ამ­სუ­ბუ­ქებს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და სხვა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის არ­სე­ბო­ბი­სას?

  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნის მუდ­მი­ვი და­ტე­ნი­ა­ნე­ბა და მისი ბა­რი­ე­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა;
  • კვე­ბი­თი ალერ­გე­ნე­ბის შე­ზღუდ­ვა (პა­ცი­ენ­ტე­ბი უნდა და­აკ­ვირ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­დუქ­ტი იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბას და მათი მირ­თმე­ვა შე­ზღუ­დონ, ან შე­წყვი­ტონ).
  • სა­ჭი­როა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­სა ზე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა - სპე­ცი­ა­ლუ­რი ჰი­პო­ა­ლერ­გი­უ­ლი საპ­ნე­ბი­სა და და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (PH 5.5, ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი), ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლის ტან­საც­მლის გა­მო­ყე­ნე­ბა;
  • ქა­ვი­ლის დროს კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა ფრჩხი­ლე­ბის მოკ­ლედ დაჭ­რა (მე­ო­რე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის საპ­რე­ვენ­ცი­ოდ);
  • აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის დროს უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც არ უნდა იყოს ცხე­ლი და ასე­ვე შხა­პის მი­ღე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა, რათა ავი­რი­დოთ კა­ნის გა­მოშ­რო­ბა;
  • აბა­ზა­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კა­ნის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა;
  • სა­სურ­ვე­ლია, ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა(19-20 C) და ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა;

მა­რი­ამ ჩაკ­ვე­ტა­ძე

დერ­მა­ტო­ლოგ-ვე­ნე­რო­ლო­გი­ის რე­ზი­დენ­ტი "ავერ­სის კლი­ნი­კა­ში"

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

რა არის ატოპიური დერმატიტი?

რა არის ატოპიური დერმატიტი?

ატოპიური დერმატიტი, იგივე, ატოპიური ეგზემა კანის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ ვლინდება ჩვილობის ასაკიდან და ხასიათდება ქავილით, კანის სიმშრალით, ეგზემატური დაზიანებით, ლიქენიფიკაციით (კანის გასქელებით). ატოპიური დერმატიტი ასოცირებულია სხვა ატოპიურ, IgE ასოცირებულ დაავადებებთან, როგორებიცაა: ასთმა, ალერგიული რინიტი, კვებითი ალერგია, ურტიკარია.

რა ასაკში ვლინდება ატოპიური დერმატიტი?

როგორც აღვნიშნეთ, ატოპიური დერმატიტის შემთხვევათა 85% გხვდება სიცოცხლის პირველ წლებში, ხოლო 95% 5 წლამდე ასაკში. ატოპიურ დერმატიტს შესაძლოა ჰქონდეს სრული რემისიები, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში და შემდეგ შესაძლოა კვლავ გამოვლინდეს ადრეულ ზრდასრულ ასაკში. ატოპიური დერმატიტის გამოვლინების თანაფარდობა მამაკაცსა და ქალში 1:1.4-ია.

რა იწვევს ატოპიური დერმატიტის განვითარებას?

ატოპიური დერმატიტის განვითარებაში მნიშნელოვანი როლი აქვს გენეტიკურ წინასწარგანყობას. კერძოდ, ატოპიური დერმატიტის შემთხვევების 80% ვლინდება იმ ბავშვებში, რომლებსაც ცილა ფილაგრინის დეფიციტი აღენიშნებათ. ცილის დეფიციტი გენეტიკური მუტაციებითაა განპირობებული. ცილა ფილაგრინი პასუხისმგებელია კანში წყლის შეკავებაზე, შესაბამისად, კანის დატენიანებაზე. სწორედ, ცილის მუტაციები იწვევს კანის ეპითელური ბარიერის რღვევას, იმუნურ დისფუნქციას და საბოლოოდ, ანთების განვითარებას. არსებობს რიგი გარემო ფაქტორები, რისკ-ფაქტორები, რომლებიც აპროვოცირებს ან ამწვავებს ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობას, ესენია:

  • კანის ინფექცია - Staphylococcus aureus;
  • კვებითი ალერგენები - რძე, კვერცხი, თევზი, თხილეული, შოკოლადი. ატოპიური დერმატიტით დაავადებულთა 50%-ს აღენიშნებათ კვებითი ალერგია;
  • ირიტანტები (გამაღიზიანებლები) - საპნები და დეტერგენტები;
  • კონტაქტური ალერგენები - შალის და ხელოვნური ქსოვილის ტანსაცმელი, მეტალის საგნები, სამკაული;
  • კლიმატური ფაქტორები - ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა (სიცივე კანის გამოშრობას იწვევს, მაღალი ტემპერატურა - ოფლიანობას, რაც ქავილს ამწვავებს, მზე ატოპიური დერმატიტით დაზიანებულ ადგილებს მკვეთრად აუარესებს);
  • ინჰალაციური ალერგენები - ოთახის მტვრის ტკიპა, მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფეხსახსრიანების ქიტინის გარსი, ობის სოკოები;
  • თამბაქოს კვამლი;
  • სტრესი;
  • ჰორმონული დარღვევები;

რა სიმპტომებით ხასიათდება ატოპიური დერმატიტი? და რა ადგილებზე იჩენს თავს დაზიანება?

ატოპიური დერმატიტი ზოგადად, ხასიათდება ქავილით, კანის სიმშრალით, ეგზემატური დაზიანებით, კანის ლიქენიფიკაციით.

ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობაში გამოყოფობენ 3 ასაკობრივ ჯგუფს:

  • ჩვილები - 0-2 წლამდე,
  • ბავშვთა ასაკი - 2-დან 12 წლამდე და
  • მოზრდილებში - 12 წლის ზემოთ.

ყოველ მათგანს განსხვავებული კლინიკური გამოვლინება გააჩნია.

ახალშობილებში პროცესი ძირითადად ლოკალიზებულია სახისა და თავის არეში. ატოპიური დერმატიტი თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს ინფანტილური სებორეული დერმატიტით, რომელიც მოიცავს სკალპს, იღლიის არეს და საზარდულის ნაოჭებს. დამახასიათებელია ატოპიური დერმატიტის მწვავე, ექსუდაციური ფორმები ერითემით, შეშუპებით, არაიშვიათად ბუშტუკების გაჩენით და სისველით. დროთა განმავლობაში აღინიშნება ლოყების სიმშრალე, აქერცვლა, ჰიპერემია. შესაძლოა კანის სიმშრალე და ჰიპერემია გამოხატული იყოს კიდურების გამშლელ ზედაპირებსა და სხეულზე. დაავადების გამწვავება ხშირად ვლინდება დამატებითი კვების დაწყებისას.

ბავშვებში (2-12 წელი) ახასიათებს პროცესის ლოკალიზაცია, უპირატესად კიდურების მომხრელი ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვისა და მუხლის ფოსოებში, მტევნის ზურგზე. საკვებმა, შესაძლოა, გააღიზიანოს პირის ირგვლივი არე და ნიკაპის მიდამო. ქავილი და კანის ზედაპირის ხახუნი იწვევს ლიქენიფიკაციას (კანი გასქელებული და გაუხეშებულია); ატოპიური დერმატიტის არსებობისას ხშირია თვალის მიდამოს დაზიანებაც.

ატოპიური დერმატიტის შემთხვევათა 90 -93%-ში დაავადება 12 -13 წლის ასაკამდე უკუგანვითარდება და მხოლოდ 7-8% გადადის მოზრდილთა დერმატიტში. ამ შემთხვევაში ატოპიური დერმატიტი გენერალიზებული ფორმით გვხვდება, ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს. მისი მართვა მთელი ცხოვრების განმავლობაშია საჭირო.

როგორ ხდება ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტიკა?

ატოპიურ დერმატიტის დიაგნოსტირებაში მთავარი როლი კლინიკურ ნიშნებს ენიჭებათ.

არსებითი და მნიშვნელოვანი მახასიათებლბები:

  • ქავილი;
  • ეგზემა (მწვავე, ქვემწავე, ქრონიკული);
  • ტიპური გავრცელება და დაზიანების მორფოლოგია;
  • ასაკ-სპეციფიკური გამოვლინებები;
  • ქრონიკული ან ქრონიკულად მორეციდივე დერმატიტები;
  • ატოპიის პირადი და ოჯახის ისტორია (ასთმა, ალერგიული რინიტი,ატოპიური დერმატიტი);

ატოპიურ დერმატიტთან ასოცირებული მახასიათებლები (არასპეციფიკური):

  • სისხლძარღვთა დაზიანებები;
  • თვალის, პერიორბიტალური მიდამოს დაზიანებები;
  • პერიორალური, პერიაორიკულარული დაზიანებები;

რიგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს კვლევების (კანის ალერგიული ტესტები, სისხლში IgE-ს განსაზღვრა) ჩატარება.

მნიშვნელოვანია, დიფერენციალური დიაგნოსტიკა შემდეგ დაავადებებთან, როგორებიცაა:

სებორეული დერმატიტი;ფსორიაზი;კონტაქტური დერმატიტი;იქთიოზი და სხვ.

როგორ ვმკურნალობთ ატოპიურ დერმატიტს?

ატოპიური დერმატიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპი დაფუძნებულია კანის სწორ მოვლაზე, სრულფასოვან დატენინებასა და გამწვავებების მკურნალობაზე.

მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ გამწვავებების დროს და მიმართულია გამოხატული სიმპტომების საწინააღმდეგოდ.

ატოპიური დერმატიტის გამწვავებისას ინიშნება:

  • ანტიჰისტამინური საშუალებები;
  • სტეროიდული საშუალებები;
  • იმუნომოდულატორები;
  • ანტიბიოტიკოთერაპია (ინფექციის თანდართულობის შემთხვევაში)

მათი არჩევა და დოზირება უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ.

ატოპიური დერმატიტის მკურნალობაში წარმატებით გამოიყენება ფოტოთერაპია(UVB სხივებით), რომელიც ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და სხვა სამკურნალო საშუალებებთან შედარებით ნაკლები გვერდითი ეფექტებით ხასიათდება.

რეკომენდაციები, რაც უნდა გავითვალისწინოთ ატოპიური დერმატიტის არსებობისას?

  • მნიშვნელოვანია კანის მუდმივი დატენიანება და მისი ბარიერის შენარჩუნება;
  • კვებითი ალერგენების შეზღუდვა (პაციენტები უნდა დააკვირდნენ კონკრეტულად რა პროდუქტი იწვევს დაავადების გამწვავებას და მათი მირთმევა შეზღუდონ, ან შეწყვიტონ).
  • საჭიროა გამაღიზიანებელი ფაქტორებისა ზემოქმედების თავიდან აცილება - სპეციალური ჰიპოალერგიული საპნებისა და დასაბანი საშუალებების გამოყენება (PH 5.5, ნეიტრალური საშუალებები), ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის გამოყენება;
  • ქავილის დროს კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრჩხილების მოკლედ დაჭრა (მეორეული ინფექციის საპრევენციოდ);
  • აბაზანის მიღების დროს უნდა გავითვალისწინოთ წყლის ტემპერატურა, რომელიც არ უნდა იყოს ცხელი და ასევე შხაპის მიღების ხანგრძლივობა, რათა ავირიდოთ კანის გამოშრობა;
  • აბაზანის მიღების შემდეგ, ასევე აუცილებელია კანის დატენიანება;
  • სასურველია, ოთახის ტემპერატურისა(19-20 C) და ტენიანობის შენარჩუნება;

მარიამ ჩაკვეტაძე

დერმატოლოგ-ვენეროლოგიის რეზიდენტი "ავერსის კლინიკაში"

R