პერუელ-ესპანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი მამა მარიო ვარგას ლიოსა დღეს გარდაიცვალა ლიმაში, ოჯახის გარემოცვაში“, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელიც X-ზე მისმა ვაჟმა, ალვარო ვარგას ლიოსამ გაავრცელა.
მისი რომანის მიხედვით, 1990 წლის მხატვრული ფილმი "Tune in for Tomorrow" გადაიღეს.
2010 წელს ვარგას ლიოსას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. შვედეთის აკადემიამ მის შემოქმედებას "წინააღმდეგობის, აჯანყებისა და ინდივიდუალური დამარცხების მძაფრი სურათები" უწოდა.
ვარგას ლიოსა დაიბადა სამხრეთ პერუში, არეკიპაში და ადრეული წლები ბოლივიაში გაატარა, სადაც მისი ბაბუა პერუს კონსული იყო.
1952 წლისთვის მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ნამუშევარი, პიესა სახელწოდებით La guide del Inca და მალე გახდა პერუს ლიტერატურული პრესის რეგულარული ავტორი.
იმ დროისთვის ვარგას ლიოსა მუშაობდა ჟურნალისტად და ტელეწამყვანად.
1963 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი და ცნობილი რომანი La ciudad y los perros (ინგლისურად ცნობილი როგორც გმირის დრო). საბოლოოდ ის ითარგმნა ათზე მეტ ენაზე.
1990 წელს ვარგას ლიოსამ პერუს პრეზიდენტად იყარა კენჭი. თუმცა მეორე ტურში ალბერტო ფუჟიმორთან დამარცხდა. რის შემდეგაც საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა და 1993 წელს ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო.
ერთი წლის შემდეგ მან მიიღო ესპანეთის პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო - სერვანტესის პრემია.