საქართველოს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ასევე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა რამდენიმე საათის წინაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.
ცნობისთვის, დღეს უწყვეტი აქციის 136 დღეა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია- დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები.