მიკი რურკი კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში - 72 წლის მსახიობის წინააღმდეგ ამჯერად ბელა თორნი საუბრობს და მას არასათანადო საქციელში ადანაშაულებს.
"უხეში... მე მომიწია ამ კაცთან მუშაობა -ერთ-ერთ სცენაში მუხლებზე ვიდექი, მას კი ამ დროს მუხლთან ლითონის საფქვავი უნდა მოედო, თუმცა ამის მაგივრად, სასქესო ორგანოსთან ახლოს შემეხო. მენჯის ძვალზე სისხლჩაქცევები მქონდა. ვფიქრობ, მას სასაცილოდ მიაჩნდა ჩემი დამცირება ყველას წინაშე.", - ამბობს ბელა თორნი.
მსახიობს არ დაუკონკრეტებია რომელ პროექტზე მუშაობისას მოხდა ეს შემთხვევა, თუმცა, როგორც ცნობილია, თორნი და რურკი ერთად 2020 წელს, საშინელებათა ფილმზე "Girl" მუშაობდნენ.
რურკის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება თორნის შოკისმომგვრელი ბრალდებების შემდეგ:
"ეს ბრალდებები უკიდურესად სერიოზულია. ბ-ნი რურკი კატეგორიულად უარყოფს მსგავს საქციელს" - ნათქვამია განცხადებაში.
მიკი რურკი 1980-იანი წლების დასაწყისში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი იყო. 1991 წელს ჰოლივუდიდან კრივში გადაინაცვლა. რამდენიმე წლის შემდეგ მან უამრავი ფიზიკური ტრავმა მიიღო და გარეგნობაც შეეცვალა. წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ, ძვლები დაემტვრა და სახემ დეფორმაცია განიცდიდა.
2009 წელს მსახიობმა გარეგნობის ცვლილების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ სახეზე წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა:
"ეს კრივისაგან მიღებული შედეგების გამოსასწორებლად გავაკეთე, მაგრამ საუბედუროდ, ცუდი ქირურგი შემხვდა. სულელურად ვთქვი, რომ მსახიობობა არ იყო ნამდვილი მამაკაცის საქმე. მე ვემუქრებოდი პროდიუსერებს, ვბრაზობდი რეჟისორებზე, დამავიწყდა ჩემი აგენტის სახელი" - იხსენებდა მიკი რურკი.