სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი" 5 მილიონ დოლარად გაიყიდა - ვინ არის მყიდველი?
კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი" 5 მილიონ დოლარად გაიყიდა - ვინ არის მყიდველი?

ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზი­ა­რე­ბენ უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა შო­კუ­რი უწო­დო.…ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­ინც: ინ­დო­ელ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა, სა­ხე­ლად სა­ტიშ­მა, შე­ი­ძი­ნა კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი­სა და მგლის ნაჯ­ვა­რი "ლეკ­ვი", რო­მელ­შიც 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ოკა­მი დღე­ში 3 კგ ქათ­მის ხორცს ჭამს და ასაკ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან დი­დია: მისი სი­მაღ­ლე 75 სმ-ია; წონა კი 75 კგ.

ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში ცხო­ველ­ში მსგავ­სი თან­ხის გა­დახ­და სიზ­მრა­დაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია; თუმ­ცა თა­ნახ­მაც რომ ვი­ყოთ და ფუ­ლიც გვქონ­დეს, ისიც სა­კი­თხა­ვია, მსგავ­სი ჰიბ­რი­დი ჩვენ­ში ოდეს­მე შე­იქ­მნე­ბა თუ არა; ან მით უფრო უცხო­ე­თი­დან შე­მოყ­ვა­ნა თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბი ამას მკაც­რად არე­გუ­ლი­რებს. თუმ­ცა ისიც არის, რომ არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, ინ­დო­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი და ძაღ­ლე­ბის სე­ლექ­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ამ იშ­ვი­ა­თო­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას შო­უ­ლობს და თა­ვის მი­ლი­ო­ნებს კი­დევ ზრდის. რო­გორც უცხო­უ­რი პრე­სა წერს, ოკა­მის ხალ­ხში გა­მო­ჩე­ნა თუნ­დაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი­თაც 2500 გირ­ვან­ქას აგ­რო­ვებს: ასე­თი სა­უ­ცხოო ჯი­შის ჰიბ­რი­დი ხომ პირ­ვე­ლია მსოფ­ლი­ო­ში და ცხა­დია, შე­მო­სავ­ლის მდი­დარ წყა­რო­დაც იქცა. ოკა­მი ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. ცხვირ-პირი, ფერი და სი­მაღ­ლე მა­მის აქვს, და­ნარ­ჩე­ნი - დე­დის, ცოტა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბის გარ­და. კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პატ­რო­ნის უერ­თგუ­ლე­სი დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლო­ბას არ ავ­ლე­ნენ, რო­დე­საც პატ­რო­ნი მშვი­დად ყოფ­ნას სთხოვს. თუმ­ცა ვინ იცის, მო­მა­ვალ­ში ვის თვი­სე­ბებს მე­ტად გა­მო­ავ­ლენს ოკა­მი. ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი სა­გა­რე­ჯოს კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზის ძაღლსა­შე­ნის მე­პატ­რო­ნეს თე­მურ მი­ქე­ლა­ძეს ვთხო­ვეთ.

- თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ძაღლში ამ­ხე­ლა ფული პირ­ვე­ლად გა­და­ი­ხა­დეს და ჯი­შიც პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა, მგლი­სა და ძაღ­ლის შთა­მო­მავ­ლის და­ბა­დე­ბა სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი. ორი­ვე ერთი ჯი­შის არის და ორი­ვე ძუ­ძუმ­წო­ვა­რია. მე­ტიც, სე­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი გე­ტყვი­ან, რომ მგლი­სა და ძაღ­ლის შეჯ­ვა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ზოგ­ჯერ ბუ­ნე­ბა­შიც ხდე­ბა. მგლი­სა და გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი­სა­გან არის გა­მოყ­ვა­ნი­ლი სლო­ვა­კუ­რი ძაღ­ლი, თუმ­ცა არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი. პატ­რონ­საც ეს­ხმის თავს და მგლის მსგავ­სად ვერ ეგუ­ე­ბა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას, უძ­ლებს სი­ცი­ვეს და არ მოს­წონს ბავ­შვე­ბი.

ნი­დერ­ლან­დებ­ში, ჰო­ლან­დი­ელ­მა სე­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ლინ­დერტ ლა­ა­როს­მა ჯერ კი­დევ 1921 წელს მგლი­სა და ძაღ­ლის ნა­ში­ე­რი, ლა­ა­რო­სის ძაღ­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა. დი­დად არც ეგ ჯი­შია წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ცო­ტა­თი მში­შა­რა ანუ ფრთხი­ლია და ვერ ეგუ­ე­ბა ბავ­შვებს. ანუ მათ­ში მგლის თვი­სე­ბე­ბი ჭარ­ბობს. სხვა­თა შო­რის, ინ­დო­ე­ლის ძვი­რად ღი­რე­ბულ ლეკვს ვი­დე­ო­შიც ეტყო­ბა აგ­რე­სი­უ­ლო­ბა. თუმ­ცა, ულა­მა­ზე­სია. ცხა­დია, მის მშობ­ლებს ჯერ კი­დევ მის ჩა­სახ­ვამ­დე არ­ჩევ­დნენ, უვ­ლიდ­ნენ და შემ­დეგ სე­ლექ­ცი­ა­შიც დიდი თან­ხაა ჩა­დე­ბუ­ლი. მსგავ­სი ამ­ბე­ბი მარ­თლაც დიდ ფულს მო­ი­თხოვს. ამ ჯი­შის გა­მოყ­ვა­ნა­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით ინ­დუ­რი რუ­პია და­ი­ხარ­ჯა. დედა კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი უნდა იყოს. სა­ერ­თოდ, უმე­ტე­სად მსგავ­სი შეჯ­ვა­რე­ბი­სას დე­დად ში­ნა­ურ ცხო­ველს არ­ჩე­ვენ.

- რა­ტომ, უფრო ფრთხი­ლი დე­დაა?

- უბ­რა­ლოდ, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი დე­დო­ბას ში­ნა­ურ გა­რე­მო­ში უკე­თე­სად სწე­ვენ. კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი კი თით­ქოს ჩვენ გვგავს - ძლი­ე­რი, მებ­რძო­ლი და ერ­თგუ­ლია. ამი­ტომ მეტი სიყ­ვა­რუ­ლით ვუვ­ლი და მის­თვის არა­ფე­რი მე­ნა­ნე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი" 5 მილიონ დოლარად გაიყიდა - ვინ არის მყიდველი?

კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი" 5 მილიონ დოლარად გაიყიდა - ვინ არის მყიდველი?

ცხოველების მოყვარულები სოციალურ ქსელში აზიარებენ უცხოური მედიის ინფორმაციას, რომელსაც თამამად შეიძლება შოკური უწოდო.…ყოველ შემთხვევაში, ჩვენს სინამდვილეში მაინც: ინდოელმა მილიონერმა, სახელად სატიშმა, შეიძინა კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი", რომელშიც 5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ოკამი დღეში 3 კგ ქათმის ხორცს ჭამს და ასაკთან შედარებით ძალიან დიდია: მისი სიმაღლე 75 სმ-ია; წონა კი 75 კგ.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენს სინამდვილეში ცხოველში მსგავსი თანხის გადახდა სიზმრადაც წარმოუდგენელია; თუმცა თანახმაც რომ ვიყოთ და ფულიც გვქონდეს, ისიც საკითხავია, მსგავსი ჰიბრიდი ჩვენში ოდესმე შეიქმნება თუ არა; ან მით უფრო უცხოეთიდან შემოყვანა თუ არის შესაძლებელი. ქართული კანონები ამას მკაცრად არეგულირებს. თუმცა ისიც არის, რომ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, ინდოელი მილიონერი და ძაღლების სელექციის ასოციაციის პრეზიდენტი ამ იშვიათობის დეკლარირებაში საკმაოდ დიდ თანხას შოულობს და თავის მილიონებს კიდევ ზრდის. როგორც უცხოური პრესა წერს, ოკამის ხალხში გამოჩენა თუნდაც ნახევარი საათითაც 2500 გირვანქას აგროვებს: ასეთი საუცხოო ჯიშის ჰიბრიდი ხომ პირველია მსოფლიოში და ცხადია, შემოსავლის მდიდარ წყაროდაც იქცა. ოკამი ამერიკაში დაიბადა. ცხვირ-პირი, ფერი და სიმაღლე მამის აქვს, დანარჩენი - დედის, ცოტა მოჭარბებული აგრესიულობის გარდა. კავკასიური ნაგაზები მოგეხსენებათ, პატრონის უერთგულესი დამცველები არიან, მაგრამ აგრესიულობას არ ავლენენ, როდესაც პატრონი მშვიდად ყოფნას სთხოვს. თუმცა ვინ იცის, მომავალში ვის თვისებებს მეტად გამოავლენს ოკამი. ამ მოვლენის შესახებ საუბარი საგარეჯოს კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენის მეპატრონეს თემურ მიქელაძეს ვთხოვეთ.

- თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძაღლში ამხელა ფული პირველად გადაიხადეს და ჯიშიც პირველად შეიქმნა, მგლისა და ძაღლის შთამომავლის დაბადება სულაც არ არის გასაკვირი. ორივე ერთი ჯიშის არის და ორივე ძუძუმწოვარია. მეტიც, სელექციონერები გეტყვიან, რომ მგლისა და ძაღლის შეჯვარების შემთხვევები ზოგჯერ ბუნებაშიც ხდება. მგლისა და გერმანული ნაგაზისაგან არის გამოყვანილი სლოვაკური ძაღლი, თუმცა არც ისე წარმატებული. პატრონსაც ესხმის თავს და მგლის მსგავსად ვერ ეგუება ქალაქში ცხოვრებას, უძლებს სიცივეს და არ მოსწონს ბავშვები.

ნიდერლანდებში, ჰოლანდიელმა სელექციონერმა ლინდერტ ლააროსმა ჯერ კიდევ 1921 წელს მგლისა და ძაღლის ნაშიერი, ლააროსის ძაღლი გამოიყვანა. დიდად არც ეგ ჯიშია წარმატებული. ცოტათი მშიშარა ანუ ფრთხილია და ვერ ეგუება ბავშვებს. ანუ მათში მგლის თვისებები ჭარბობს. სხვათა შორის, ინდოელის ძვირად ღირებულ ლეკვს ვიდეოშიც ეტყობა აგრესიულობა. თუმცა, ულამაზესია. ცხადია, მის მშობლებს ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე არჩევდნენ, უვლიდნენ და შემდეგ სელექციაშიც დიდი თანხაა ჩადებული. მსგავსი ამბები მართლაც დიდ ფულს მოითხოვს. ამ ჯიშის გამოყვანაზე მილიონობით ინდური რუპია დაიხარჯა. დედა კავკასიური ნაგაზი უნდა იყოს. საერთოდ, უმეტესად მსგავსი შეჯვარებისას დედად შინაურ ცხოველს არჩევენ.

- რატომ, უფრო ფრთხილი დედაა?

- უბრალოდ, შინაური ცხოველები დედობას შინაურ გარემოში უკეთესად სწევენ. კავკასიური ნაგაზი კი თითქოს ჩვენ გვგავს - ძლიერი, მებრძოლი და ერთგულია. ამიტომ მეტი სიყვარულით ვუვლი და მისთვის არაფერი მენანება. გააგრძელეთ კითხვა