პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმე სასჯელი ორმაგი მკვლელობისთვის - არჩილ გაწირიძისა და კახაბერ ზათიაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
მძიმე სასჯელი ორმაგი მკვლელობისთვის - არჩილ გაწირიძისა და კახაბერ ზათიაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
  • ფო­ტო­ზე: 29 წლის არ­ჩილ გა­წი­რი­ძე და 52 წლის კა­ხა­ბერ ზა­თი­აშ­ვი­ლი

29 წლის არ­ჩილ გა­წი­რი­ძი­სა და 52 წლის კა­ხა­ბერ ზა­თი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 19 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2024 წლის 24 ივ­ლისს, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლა­ლის­ყურ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ორ პირს ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ლ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში - ორი პი­რის მი­მართ) და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 19 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ლა­ლის­ყურ­ში.თა­ნა­სოფ­ლელ­მა ორი ადა­მი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში მოკ­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი ერ­თად ქე­ი­ფობ­და, რა დრო­საც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო და ერ­თმა მათ­გან­მა ორ თა­ნა­სოფ­ლელს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფებს შო­რის კი კონ­ფლიქ­ტი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, რა დრო­საც 32 წლის კაც­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. არ­ჩილ გა­წი­რი­ძე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო კა­ხა­ბერ ზა­თი­აშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას.

ავტორი:

მძიმე სასჯელი ორმაგი მკვლელობისთვის - არჩილ გაწირიძისა და კახაბერ ზათიაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

მძიმე სასჯელი ორმაგი მკვლელობისთვის - არჩილ გაწირიძისა და კახაბერ ზათიაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
  • ფოტოზე: 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი

29 წლის არჩილ გაწირიძისა და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლალისყურში.თანასოფლელმა ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით გასული წლის ივლისში მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგანმა ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს შორის კი კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 32 წლის კაცმა თანასოფლელებს იარაღიდან ესროლა. არჩილ გაწირიძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კახაბერ ზათიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისას.