სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესმის რომ "იმედზე" მუშაობ, მაგრამ შენი ძმა უკანონოდ დააკავეს და განაჩენსაც კი არ უცხადებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნათია სორდიას მიმართავს
"მესმის რომ "იმედზე" მუშაობ, მაგრამ შენი ძმა უკანონოდ დააკავეს და განაჩენსაც კი არ უცხადებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნათია სორდიას მიმართავს

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­მარ­თავს "იმე­დის" წამ­ყვანს ნა­თია სორ­დი­ას, რომ­ლის ძმაც, "ინ­დი­გოს“ ჟურ­ნა­ლის­ტი საბა სორ­დია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით პო­ლი­ცი­ამ ორი დღის წინ და­ა­კა­ვა.

"მეს­მის რომ "იმედ­ზე" მუ­შა­ობ, მაგ­რამ შენი ძმა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს და გა­ნა­ჩენ­საც კი არ უცხა­დე­ბენ. პრო­ცე­სი 17 ში გა­და­დეს.იქ­ნებ ჩვენ­გან მა­ინც გა­ი­გონ "იმე­დე­ლებ­მა", რომ ბიჭი უბ­რა­ლოდ იდგა და და­ა­კა­ვეს" - წერს ჯორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, საბა სორ­დი­ას საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 17 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­დებს.

  • სორ­დია 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

სორ­დი­ამ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ რო­გორ მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა.

"ჩემ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა იმას მოჰ­ყვა, რომ ისი­ნი ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში არ მოქ­მე­დებ­დნენ, მათ თვით­ნე­ბუ­რად გა­და­წყვი­ტეს ჩემი ჩან­თის ჩხრე­კა. სა­სა­მარ­თლო­ზე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბა მის­ცა ორმა მოწ­მემ. ერთი ამ­ბობ­და, რომ ჩან­თას სა­ერ­თოდ არ შე­ხე­ბია, შემ­დეგ­მა მოწ­მემ კი თქვა, რომ ის იყო პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც ჩემი ჩან­თის გახ­სნის შემ­დეგ ერთ-ერთ ჯი­ბე­ში წა­ი­ღო ხელი, რა­საც ჩემი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ მათ მონა ვუ­წო­დე, ეს ფრა­ზა სა­ერ­თოდ არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, როცა მათ ოქმი შე­ავ­სეს, რო­მელ­საც ხელი არ მო­ვა­წე­რე, იქ სა­ერ­თოდ არ ეწე­რა ეს ფრა­ზა, მერე არის მი­წე­რი­ლი. სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი მან­ქა­ნა­ში, არ შე­უ­გი­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რად მა­ყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ალ­ბათ, სა­ყუ­რემ გა­მო­იწ­ვია, ინ­ტრი­განს მე­ძახ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ვიდ­რე სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ამო­მიყ­ვან­დნენ, ერ­თმა­ნეთს პი­რო­ბა მი­ვე­ცით, ისეთ რა­მეს არ ვი­ტყო­დით, რაც არ ყო­ფი­ლა, მე ეს პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლე, მათ ეს პი­რო­ბა და­არ­ღვი­ეს. ერ­თმა ღმერ­თი და­ი­ფი­ცა და მო­ი­ტყუა" - თქვა სორ­დი­ამ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მესმის რომ "იმედზე" მუშაობ, მაგრამ შენი ძმა უკანონოდ დააკავეს და განაჩენსაც კი არ უცხადებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნათია სორდიას მიმართავს

"მესმის რომ "იმედზე" მუშაობ, მაგრამ შენი ძმა უკანონოდ დააკავეს და განაჩენსაც კი არ უცხადებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნათია სორდიას მიმართავს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს "იმედის" წამყვანს ნათია სორდიას, რომლის ძმაც, "ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.

"მესმის რომ "იმედზე" მუშაობ, მაგრამ შენი ძმა უკანონოდ დააკავეს და განაჩენსაც კი არ უცხადებენ. პროცესი 17 ში გადადეს.იქნებ ჩვენგან მაინც გაიგონ "იმედელებმა", რომ ბიჭი უბრალოდ იდგა და დააკავეს" - წერს ჯორჟოლიანი.

ცნობისთვის, საბა სორდიას საქმეზე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, სასამართლო გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს.

  • სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

სორდიამ სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება.

"ჩემსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დაძაბულობა იმას მოჰყვა, რომ ისინი ზედაპირული დათვალიერების ფარგლებში არ მოქმედებდნენ, მათ თვითნებურად გადაწყვიტეს ჩემი ჩანთის ჩხრეკა. სასამართლოზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა ორმა მოწმემ. ერთი ამბობდა, რომ ჩანთას საერთოდ არ შეხებია, შემდეგმა მოწმემ კი თქვა, რომ ის იყო პოლიციელი, რომელმაც ჩემი ჩანთის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ ჯიბეში წაიღო ხელი, რასაც ჩემი უკმაყოფილება მოჰყვა.

ისინი ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია, როცა მათ ოქმი შეავსეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, იქ საერთოდ არ ეწერა ეს ფრაზა, მერე არის მიწერილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა ადგილი მანქანაში, არ შეუგინებიათ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ალბათ, საყურემ გამოიწვია, ინტრიგანს მეძახდნენ. სხვათა შორის, ვიდრე სხდომათა დარბაზში ამომიყვანდნენ, ერთმანეთს პირობა მივეცით, ისეთ რამეს არ ვიტყოდით, რაც არ ყოფილა, მე ეს პირობა შევასრულე, მათ ეს პირობა დაარღვიეს. ერთმა ღმერთი დაიფიცა და მოიტყუა" - თქვა სორდიამ.

ნახეთ ასევე: