“მას შემდეგ, რაც სუპერვარსკვლავი SNL-ზე გაბრწყინდა, ცნობილი გახდა რომ ელტონ ჯონმა და მადონამ თავიანთი მრავალწლიანი დაპირისპირება დაასრულეს,“ - როგორც thesun წერს, ორი პოპ-ლეგენდას შორის წლების განმავლობაში იყო უთანხმოება.
უფრო მეტიც, 78 წლის ელტონ ჯონმა მადონას ოდესღაც “სტრიპტიზიორი" უწოდა...
“ჩვენ საბოლოოდ დავლუქეთ დაპირისპირება! ამ შაბათ-კვირას SNL-ზე ელტო ჯონის შესრულების სანახავად წავედი.
მახსენდება, როცა საშუალო სკოლაში ვსწავლობდი - ერთ ღამეს სახლიდან გავიპარე რომ ელტონი დეტროიტში პირდაპირ ეთერში მენახა! ეს იყო დაუვიწყარი წარმოდგენა, რომელიც დამეხმარა მუსიკის ტრანსფორმაციული ძალის გააზრებაში.
მისი შესრულების ხილვამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყოველთვის ვგრძნობდი თავს, როგორც აუტსაიდერი და მისი ყურება სცენაზე მეხმარებოდა იმის გააზრებაში, რომ კარგია იყო განსხვავებული, გამორჩეულიყავი.
ათწლეულების განმავლობაში მიჭირდა იმის გააზრება, რომ ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან ვგულშემატკივრობდი, საჯაროდ გამოხატავდა ჩემს მიმართ, როგორც ხელოვანისადმი ზიზღს.
მითხრეს, რომ ელტონ ჯონი SNL-ის მუსიკალური სტუმარი იყო და გადავწყვიტე წავსულიყავი. მჭირდებოდა კულისებში მისი ნახვა. როცა შევხვდი, პირველი რაც მითხრა იყო, "მაპატიე“ და ჩვენს შორის კედელი ჩამოინგრა...
პატიება ძლიერი იარაღია", - წერს მადონა.
ისინი ოდესღაც მეგობრები იყვნენ და ერთად გამოდიოდნენ კიდეც სცენაზე, მაგრამ ელტონმა 2000-იანი წლების დასაწყისში ის მკაცრად გააკრიტიკა და მადონას სიმღერას" Die Another Day უწოდა "ყველაზე ცუდი მელოდია ბონდის ფილმებს შორის“.
აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონი ახლა ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. მან მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა და განაცხადა, რომ არც მარცხენა თვალი აქვს საუკეთესო მდგომარეობაში.
“შენ გხედავ, მაგრამ არ შემიძლია ტელევიზორის ყურება, არ შემიძლია კითხვა. ვერ ვხედავ, როგორ თამაშობენ ჩემი ბიჭები რაგბისა და ფეხბურთს და ეს მართლაც სტრესული პერიოდია“, - ისაუბრა ბრიტანელმა ვარსკვლავმა The Times-თან.
ელტონს და მის მეუღლეს 62 წლის დევიდ ფერნიშს ვაჟები ჰყავთ: 14 წლის ზაქარი და 12 წლის ელია.
იხილეთ ასევე: