მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუბრუნდება - "საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სამუშაოები უკვე დაწყებულია
მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუბრუნდება - "საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სამუშაოები უკვე დაწყებულია
  • სა­ირ­მე­ში ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის ერთ-ერთი ნა­წი­ლი ე.წ. ფერ­მის მო­წყო­ბაა, სა­დაც წი­თელ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნილ ცხო­ვე­ლებს გა­ამ­რავ­ლე­ბენ და ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში გა­უშ­ვე­ბენ
  • "კუ­რორტ სა­ირ­მის“ ვი­ზი­ტო­რე­ბი ირ­მე­ბის ნახ­ვას არა მხო­ლოდ ტყე­სა და სპე­ცი­ა­ლურ სა­შე­ნებ­ში, არა­მედ ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­შიც შეძ­ლე­ბენ

სა­ირ­მე­ში და­გეგ­მი­ლი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, 13 000 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მა“ მო­ე­წყო­ბა. ინ­ვეს­ტორ­მა კომ­პა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი სივ­რცის სრულ მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კავ­კა­სი­ურ კე­თილ­შო­ბილ ირემ­სა და არჩვს გა­ამ­რავ­ლე­ბენ. ინ­ვეს­ტო­რი ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის მდი­ნა­რე­ებ­ში მთის კალ­მა­ხის გამ­რავ­ლე­ბა­ზეც იზ­რუ­ნებს. პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნაკ­ლებ 4 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა.

ინ­ვეს­ტორ­მა 2024 წლის 5 ნო­ემ­ბერს სსიპ - გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ელექტრო­ნულ აუქ­ცი­ონ­ში უმაღ­ლე­სი ფა­სის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­დე­გად გა­ი­მარ­ჯვა და შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა. შე­დე­გად, აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას და გა­უფრ­თხილ­დეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ფლო­რა­სა და ფა­უ­ნას. აწარ­მო­ოს მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი, იზ­რუ­ნოს იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლებ­ზე და ხელი შე­უ­წყოს მათ გამ­რავ­ლე­ბას.

ირაკ­ლი გორ­გო­ძე, "სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მის“ დი­რექ­ტო­რი: "ჩვენ­თვის ეს ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ექ­ტია. 13 000 ჰექ­ტა­რი ტყის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე ავი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თუმ­ცა, ცხა­დია, ტე­რი­ტო­რი­ით სარ­გებ­ლო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი შე­უ­ზღუ­და­ვად შეძ­ლებს.

პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია წი­თელ ნუს­ხა­ში შე­სუ­ლი, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა და მათი ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში გაშ­ვე­ბა. მათ შო­რის არის კავ­კა­სი­უ­რი კე­თილ­შო­ბი­ლი ირე­მი და არჩვი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ირ­მეს და­ვუბ­რუ­ნოთ ირე­მი, რო­მე­ლიც, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბით, 90-იან წლებ­ში მრავ­ლად იყო. ამის­თვის მო­ე­წყო­ბა სა­შე­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ცხო­ვე­ლებს ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში გა­ვუშ­ვებთ. გვჯე­რა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სა­ირ­მე­ში ირ­მე­ბის ხილ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქ­ცე­ვა“.

"სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფერ­მის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თარ­დე­ბა ეკო­ტუ­რიზ­მი, ასე­ვე შე­მეც­ნე­ბი­თი, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მი. დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის, ტუ­რის­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სივ­რცე­ე­ბი მო­ე­წყო­ბა, აშენ­დე­ბა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი და კო­ტე­ჯე­ბი.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბა, თუმ­ცა ტყე­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტყის აღ­დგე­ნაც, ხოლო ცხო­ვე­ლე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბი­სა და თევ­ზე­ბის­თვის - საკ­ვე­ბის შე­ტა­ნა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის შე­იქ­მნე­ბა და კე­თილ­მო­ე­წყო­ბა ფერ­მამ­დე მი­სას­ვლე­ლი, ასე­ვე შიდა გზე­ბი, შე­იქ­მნე­ბა სა­ცხე­ნოს­ნო და სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მო­ე­წყო­ბა სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო მან­ქა­ნე­ბის გა­და­სა­ად­გი­ლე­ბე­ლი გზე­ბი და ტე­რი­ტო­რია აღი­ჭურ­ვე­ბა სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბით. აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ში გა­იზ­რდე­ბა მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლე­ბის და­ფარ­ვის არე­ა­ლი, რაც სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­შირ­სა და ინ­ტერ­ნე­ტის ხა­რისხს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.

გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა სა­ხე­ო­ბე­ბის აღ­წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლია ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის პრო­ცე­სი, მათ შო­რის, რე­ინ­ჯე­რე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც ტყის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი. "სა­ირ­მეს რეკ­რე­ა­ცი­ულ ფერ­მა­ში“ ამ ეტაპ­ზე 6 რე­ინ­ჯე­რი და ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტი უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია. რე­ინ­ჯე­რებს გა­და­ე­ცე­მათ შიდა გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - კვად­რო­ციკ­ლე­ბი, ცხე­ნე­ბი და მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ფორ­მე­ბით იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე და­მონ­ტაჟ­და 10 ფო­ტო­ხა­ფან­გი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­სამ­მაგ­დე­ბა. ფერ­მის­თვის უკვე შე­ძე­ნი­ლია მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის 3 ავ­ტო­მო­ბი­ლი და ბა­გის ტი­პის 2 ავ­ტო­მო­ბი­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ტყით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას არ შე­ე­ზღუ­დე­ბა და ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ.

გარ­და რე­ინ­ჯე­რე­ბი­სა, ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზეც და­საქმდე­ბა. მათ შო­რის, ისი­ნი გა­დამ­ზად­დე­ბი­ან და და­საქმდე­ბი­ან რო­გორც ფერ­მის მშე­ნებ­ლო­ბის დროს, ისე თა­ვად ფერ­მა­ში.

ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­რულ­დე­ბა.

(NS)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუბრუნდება - "საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სამუშაოები უკვე დაწყებულია

მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუბრუნდება - "საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სამუშაოები უკვე დაწყებულია
  • საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ
  • "კურორტ საირმის“ ვიზიტორები ირმების ნახვას არა მხოლოდ ტყესა და სპეციალურ საშენებში, არამედ ბუნებრივ გარემოშიც შეძლებენ

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე "საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა. ინვესტორმა კომპანიამ აღნიშნული სივრცის სრულ მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

ინვესტორმა 2024 წლის 5 ნოემბერს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში უმაღლესი ფასის დაფიქსირების შედეგად გაიმარჯვა და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა. შედეგად, აიღო ვალდებულება, დაიცვას და გაუფრთხილდეს ტერიტორიაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას. აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი, იზრუნოს იშვიათი სახეობის ცხოველებზე და ხელი შეუწყოს მათ გამრავლებას.

ირაკლი გორგოძე, "საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: "ჩვენთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროექტია. 13 000 ჰექტარი ტყის უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობაზე ავიღეთ პასუხისმგებლობა. თუმცა, ცხადია, ტერიტორიით სარგებლობას ნებისმიერი მსურველი შეუზღუდავად შეძლებს.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია წითელ ნუსხაში შესული, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ გარემოში გაშვება. მათ შორის არის კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი. ჩვენი მიზანია, საირმეს დავუბრუნოთ ირემი, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 90-იან წლებში მრავლად იყო. ამისთვის მოეწყობა საშენები, საიდანაც ცხოველებს ბუნებრივ გარემოში გავუშვებთ. გვჯერა, რამდენიმე წელიწადში საირმეში ირმების ხილვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა“.

"საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე განვითარდება ეკოტურიზმი, ასევე შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმი. დამსვენებლებისთვის, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების სივრცეები მოეწყობა, აშენდება პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტები და კოტეჯები.

ტერიტორიაზე დაცული იქნება უსაფრთხოება, თუმცა ტყეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ მსურველს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც, ხოლო ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვის - საკვების შეტანა.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შეიქმნება და კეთილმოეწყობა ფერმამდე მისასვლელი, ასევე შიდა გზები, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ამასთანავე, მოეწყობა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზები და ტერიტორია აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის რეგულარულად გაიმართება სახეობების აღწარმოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პროცესი, მათ შორის, რეინჯერების მიღება, რომლებიც ტყის უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებლები. "საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ამ ეტაპზე 6 რეინჯერი და ერთი სპეციალისტი უკვე დასაქმებულია. რეინჯერებს გადაეცემათ შიდა გადაადგილების საშუალებები - კვადროციკლები, ცხენები და მაღალი გამავლობის ავტომობილები. ამასთანავე, ისინი შესაბამისი ბრენდირებული ფორმებით იქნებიან წარმოდგენილნი. პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 10 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. ფერმისთვის უკვე შეძენილია მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი და ბაგის ტიპის 2 ავტომობილი.

მნიშვნელოვანია ის, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

გარდა რეინჯერებისა, ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეც დასაქმდება. მათ შორის, ისინი გადამზადდებიან და დასაქმდებიან როგორც ფერმის მშენებლობის დროს, ისე თავად ფერმაში.

ვანისა და ბაღდათის ტერიტორიაზე ამ მასშტაბური პროექტის რეალიზება უკვე დაწყებულია და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები 5 წლის განმავლობაში შესრულდება.

(NS)