სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bentley Exhibitions - ხელოვნება, როგორც საკომუნიკაციო ენა
Bentley Exhibitions - ხელოვნება, როგორც საკომუნიკაციო ენა

Bentley Centre Tbilisi თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტის, მაკო ლო­მა­ძის გა­მო­ფე­ნას მას­პინ­ძლობს. მხატ­ვა­რი პირ­ვე­ლია, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც პრო­ექ­ტის - Bentley Exhibitions-ის ფარ­გლებ­ში აღ­მა­შე­ნებ­ლის 129 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე Bentley-ს შო­უ­რუმ­ში გა­მო­ი­ფი­ნა. შო­უ­რუ­მი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმას­პინ­ძლებს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რი­ას. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი გა­ეც­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის შთამ­ბეჭ­დავ ნი­მუ­შებს, რომ­ლებ­საც Bentley-სთან მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი - სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვა აკავ­ში­რებს.

მაკო ლო­მა­ძის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის კონ­ცეფ­ცია ბუ­ნე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის შერ­წყმას ეფუძ­ნე­ბა. გა­მო­ფე­ნა ორ სე­რი­ას აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ბუ­ნე­ბის ტრანსფორ­მა­ცი­ულ ძა­ლა­სა და პი­როვ­ნუ­ლი ზრდის, თვით­რეფ­ლექ­სი­ის თე­მა­ტი­კას მო­ი­ცავს. მხატ­ვა­რი იკ­ვლევს ტრა­დი­ცი­ულ ზე­თის მხატ­ვრო­ბას, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მდი­და­რია სიმ­ბო­ლიზ­მე­ბით.

მაკო ლო­მა­ძე, არ­ტის­ტი: „ჩემ­თვის ნა­მუ­შე­ვა­რი მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ობი­ექ­ტი არ არის. ის არის უხი­ლა­ვი კავ­ში­რი შე­მოქ­მედ­სა და მნახ­ველს შო­რის. ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნა­ზე ეხე­ბა ში­ნა­გან თვით­რეფ­ლექ­სი­ა­სა და გარე სამ­ყა­როს დაკ­ვირ­ვე­ბას შო­რის დი­ა­ლოგს. ვმუ­შა­ობ პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე და უფრო ფარ­თო ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე, რო­მელ­თა ვი­ზუ­ა­ლურ ენად გარ­დაქ­მნა ჩემ­თვის თვით­გა­მო­ხატ­ვის ყვე­ლა­ზე ორ­გა­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი სე­რია: Point Nemo და Land of Invisible Bugs. Point Nemo, რო­გორც დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი წერ­ტი­ლი, გა­მო­ხა­ტავს იზო­ლა­ცი­ის პა­რა­დოქსს – ერ­თდრო­უ­ლად სი­მარ­ტო­ვე­სა და თვით­შე­მეც­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. Land of Invisible Bugs კი იკ­ვლევს იმ უხი­ლავ ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს რე­ა­ლო­ბას ქმნის. Bentley-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის. მათი ელე­გან­ტუ­რო­ბი­სა და სრულ­ყო­ფი­ლე­ბის კო­დებ­თან ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის დი­ა­ლოგ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, ხე­ლოვ­ნე­ბა ახალ, დი­ნა­მი­კურ კონ­ტექ­სტში წარ­მო­მედ­გი­ნა“.

Bentley-ს გლო­ბა­ლუ­რი მი­სია, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას­თან ერ­თად, ბრენ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნაა, რაც მდგრა­დო­ბის, ოს­ტა­ტო­ბის, ტრა­დი­ცი­ი­სა და ინო­ვა­ცი­ის ჰარ­მო­ნი­ულ სინ­თეზს გუ­ლის­ხმობს. ბრენ­დის შო­უ­რუმ­მა უკვე არა­ერთ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბას უმას­პინ­ძლა. მათ შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სწო­რედ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რი­აა.

სოფო და­ვი­თაშ­ვი­ლი, Bentley Centre Tbilisi-ს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ხე­ლოვ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა Bentley-ს ერთ-ერთი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ნა­წი­ლია. ბრენ­დის­თვის ეს ერ­თგვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, უკეთ გა­იც­ნოს სა­კუ­თა­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მათ­თვის მა­ღა­ლი მა­ტე­რი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გზით.

Bentley Exhibitions-ის ფარ­გლებ­ში ბრენ­დის შო­უ­რუმ­მა და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცის ფუნ­ქცია შე­ი­ძი­ნა და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტე­ბი­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რებს და­ეთ­მო­ბა.

ჩვენ უკვე ვმას­პინ­ძლობთ პირ­ველ გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა არ­ტის­ტის მაკო ლო­მა­ძის ნა­მუ­შევ­რებს ეთ­მო­ბა. მაკო წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტის­ტია და მის ნა­მუ­შევ­რებ­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე. ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი თა­ვი­სი ფორ­მე­ბით, ტექ­ნი­კუ­რი შეს­რუ­ლე­ბი­თა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბით ზუს­ტად ეხ­მი­ა­ნე­ბა Bentley-ს ხედ­ვას.

Bentley Exhibitions-ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი თი­თო­ე­უ­ლი გა­მო­ფე­ნა ბრენ­დის მიზ­ნებ­სა და ფი­ლო­სო­ფი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა. მათ შო­რი­საა მდგრა­დო­ბის სა­კი­თხიც, რაც Bentley-სთვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რე­ბელს გა­ვაც­ნოთ ბრენ­დის ხედ­ვა, ამის ერთ-ერთ ინ­სტრუ­მენ­ტად კი ხე­ლოვ­ნე­ბა ავირ­ჩი­ეთ“.

მაკო ლო­მა­ძის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა 14 მარტს გა­იხ­სნა და ვი­ზი­ტო­რებს 15 მა­ი­სამ­დე უმას­პინ­ძლებს. Bentley Exhibitions-ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რია წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. წლის ბო­ლოს, პრო­ექ­ტის შე­ჯა­მე­ბის სა­ხით, აუქ­ცი­ო­ნი მო­ე­წყო­ბა, სა­დაც Bentley-ს შო­უ­რუმ­ში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა. Bentley Exhibitions სე­რი­ის კუ­რა­ტო­რია სოფო კოლ­ხი­დაშ­ვი­ლი, ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რია TBC Wealth Management.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, „თე­გე­ტა ქარსში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია Bentley Centre Tbilisi ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2024 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. Bentley Centre Tbilisi მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ლე­გენ­და­რუ­ლი luxury ბრენ­დის უახ­ლეს მო­დე­ლებს, ასე­ვე სრულ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო და სა­რე­მონ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს.

NS

ავტორი:

Bentley Exhibitions - ხელოვნება, როგორც საკომუნიკაციო ენა

Bentley Exhibitions - ხელოვნება, როგორც საკომუნიკაციო ენა

Bentley Centre Tbilisi თანამედროვე ქართველი არტისტის, მაკო ლომაძის გამოფენას მასპინძლობს. მხატვარი პირველია, რომლის შემოქმედებაც პროექტის - Bentley Exhibitions-ის ფარგლებში აღმაშენებლის 129 ნომერში მდებარე Bentley-ს შოურუმში გამოიფინა. შოურუმი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს თანამედროვე ქართველი არტისტების გამოფენების სერიას. დამთვალიერებელი გაეცნობა თანამედროვე ხელოვნების შთამბეჭდავ ნიმუშებს, რომლებსაც Bentley-სთან მთავარი მახასიათებელი - სრულყოფილებისკენ სწრაფვა აკავშირებს.

მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენის კონცეფცია ბუნებისა და ხელოვნების შერწყმას ეფუძნება. გამოფენა ორ სერიას აერთიანებს, რომლებიც ბუნების ტრანსფორმაციულ ძალასა და პიროვნული ზრდის, თვითრეფლექსიის თემატიკას მოიცავს. მხატვარი იკვლევს ტრადიციულ ზეთის მხატვრობას, მისი ნამუშევრები მდიდარია სიმბოლიზმებით.

მაკო ლომაძე, არტისტი: „ჩემთვის ნამუშევარი მხოლოდ ვიზუალური ობიექტი არ არის. ის არის უხილავი კავშირი შემოქმედსა და მნახველს შორის. ჩემი ნამუშევრები გამოფენაზე ეხება შინაგან თვითრეფლექსიასა და გარე სამყაროს დაკვირვებას შორის დიალოგს. ვმუშაობ პირად გამოცდილებებზე და უფრო ფართო ეგზისტენციალურ თემებზე, რომელთა ვიზუალურ ენად გარდაქმნა ჩემთვის თვითგამოხატვის ყველაზე ორგანული საშუალებაა. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი სერია: Point Nemo და Land of Invisible Bugs. Point Nemo, როგორც დედამიწის ყველაზე შორეული წერტილი, გამოხატავს იზოლაციის პარადოქსს – ერთდროულად სიმარტოვესა და თვითშემეცნების შესაძლებლობას. Land of Invisible Bugs კი იკვლევს იმ უხილავ ძალებს, რომლებიც ჩვენს რეალობას ქმნის. Bentley-სთან თანამშრომლობა უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის. მათი ელეგანტურობისა და სრულყოფილების კოდებთან ჩემი ნამუშევრების დიალოგმა საშუალება მომცა, ხელოვნება ახალ, დინამიკურ კონტექსტში წარმომედგინა“.

Bentley-ს გლობალური მისია, ავტომობილების სრულყოფილებასთან ერთად, ბრენდის ღირებულებების წარმოჩენაა, რაც მდგრადობის, ოსტატობის, ტრადიციისა და ინოვაციის ჰარმონიულ სინთეზს გულისხმობს. ბრენდის შოურუმმა უკვე არაერთ კონცეპტუალურ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ სახელოვნებო გამოფენების სერიაა.

სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. ბრენდისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები მათთვის მაღალი მატერიების გაზიარების გზით.

Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის საქართველოში ახალგაზრდა არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს დაეთმობა.

ჩვენ უკვე ვმასპინძლობთ პირველ გამოფენას, რომელიც ახალგაზრდა არტისტის მაკო ლომაძის ნამუშევრებს ეთმობა. მაკო წარმატებული არტისტია და მის ნამუშევრებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია გლობალურ ბაზარზე. ეს ნამუშევრები თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას.

Bentley Exhibitions-ის ფარგლებში დაგეგმილი თითოეული გამოფენა ბრენდის მიზნებსა და ფილოსოფიას ეხმიანება. მათ შორისაა მდგრადობის საკითხიც, რაც Bentley-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავაცნოთ ბრენდის ხედვა, ამის ერთ-ერთ ინსტრუმენტად კი ხელოვნება ავირჩიეთ“.

მაკო ლომაძის პერსონალური გამოფენა 14 მარტს გაიხსნა და ვიზიტორებს 15 მაისამდე უმასპინძლებს. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. წლის ბოლოს, პროექტის შეჯამების სახით, აუქციონი მოეწყობა, სადაც Bentley-ს შოურუმში წლის განმავლობაში გამოფენილი ნამუშევრები გაიყიდება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია TBC Wealth Management.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.

NS