პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება
“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება

უცხო­უ­რი გრან­ტის მი­ღე­ბას მთავ­რო­ბის ან მთავ­რო­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბა - თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­ცე­მუ­ლი გრან­ტის მი­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი “გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­დის, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცია “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წა­რად­გი­ნა. კა­ნო­ნის პრო­ექტს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მი­ი­ღე­ბენ.

  • პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბის მიერ გრან­ტის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე თან­ხმო­ბის გა­ცხა­დე­ბის­თვის 10-დღი­ა­ნი ვადა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა მის მოქ­მე­დე­ბას არ გა­ა­ჩე­რებს.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, აკ­რძა­ლუ­ლი გრან­ტის გა­ცე­მი­სა და მი­ღე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. აკ­რძა­ლუ­ლი გრან­ტის მი­ღე­ბა გა­მო­იწ­ვევს გრან­ტის მიმ­ღე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი გრან­ტის ორ­მა­გი ოდე­ნო­ბით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­მო­ნაკ­ლი­სებ­საც ად­გენს - კერ­ძოდ, მთავ­რო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო თან­ხმო­ბის წესი არ ვრცელ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სპორ­ტუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის, ფე­დე­რა­ცი­ის და კო­მი­ტე­ტის მიერ გრან­ტის გა­ცე­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის­თვის გა­ცე­მულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სტი­პენ­დი­ა­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გრან­ტის მი­ღე­ბა­ზე.

ავტორი:

“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება

“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება

უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები “გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. კანონის პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიიღებენ.

  • პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

ამავე პროექტით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს - კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.