სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით “პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“ - ირაკლი ოქრუაშვილი ბრალის წარდგენის შემდეგ
“იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით “პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“ - ირაკლი ოქრუაშვილი ბრალის წარდგენის შემდეგ

“იმე­დი მაქვს, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძი­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით “პა­ტა­რა ფას­დაკ­ლე­ბას“ გა­მი­კე­თე­ბენ“, - ასე უპა­სუ­ხა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ კი­თხვას, თუ რას ელო­დე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სხდო­მა­ზე.

  • ოქ­რუ­აშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა.

“არა­ვის აქვს არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტით, გა­მო­ცხად­დეს იმ მას­კა­რად­ზე და იმ ე.წ. კო­მი­სი­ა­ზე, ვიდ­რე სა­პა­ტიმ­რო­ში რჩე­ბა ათე­უ­ლო­ბით ახალ­გაზ­რდა და მათ შო­რის მზია ამაღ­ლო­ბე­ლი. არა­ნა­ი­რი კო­მი­სია არ არ­სე­ბობს, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს პარ­ლა­მენ­ტი. ბავ­შვო­ბი­დან მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ ხა­რე­ბა დღეს, ჩი­ტიც კი არ იკე­თებს ბუ­დეს, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ამ შე­ნო­ბა­ში და ზო­გა­დად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სხვა კა­ლენ­დრით მუ­შა­ო­ბენ, მათ­თვის უცხოა ეს წესი და სწრა­ფი წე­სით წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი. იმე­დი მაქვს, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძი­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით “პა­ტა­რა ფას­დაკ­ლე­ბას“ გა­მი­კე­თე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის და­ი­ბა­რეს, სა­დაც ის არ მი­ვი­და. თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს. ეს ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

ავტორი:

“იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით “პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“ - ირაკლი ოქრუაშვილი ბრალის წარდგენის შემდეგ

“იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით “პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“ - ირაკლი ოქრუაშვილი ბრალის წარდგენის შემდეგ

“იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით “პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრალის წარდგენის შემდეგ კითხვას, თუ რას ელოდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე.

  • ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

“არავის აქვს არანაირი მორალური უფლება არანაირი არგუმენტით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს, ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად, ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ, მათთვის უცხოა ეს წესი და სწრაფი წესით წამიყენეს ბრალი. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით “პატარა ფასდაკლებას“ გამიკეთებენ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.