პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელმაც 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა, დუმილს არღვევს: რა განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა სასამართლოზე
კაცი, რომელმაც 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა, დუმილს არღვევს: რა განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა სასამართლოზე

ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც 4 თვის ჩვი­ლის გვერ­დით მძი­ნა­რე ცოლს დანა 19-ჯერ ჩა­არ­ტყა და მოკ­ლა, 14 თვი­ა­ნი დუ­მი­ლი და­არ­ღვია.

უმ­ძი­მე­სი შემ­თხვე­ვა 2024 წლის 9 იან­ვარს მოხ­და. გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა მძი­ნა­რე ცოლი მოკ­ლა, შემ­დეგ კი თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა. ქეთი ედი­ბე­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მას 20 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას და სა­მუ­და­მოს მის­ჯას ითხოვს.

საქ­მე უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში ინაც­ვლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვს, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას­თან ერ­თად, მკვლე­ლი გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის ჩა­დე­ნის ნა­წილ­შიც დამ­ნა­შა­ვედ ცნონ.

34 წლის კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა დუ­მი­ლი და­არ­ღვია. კად­რებს სხდო­მი­დან “კუ­რი­ე­რი • P.S“ ავ­რცე­ლებს.

“და­ნა­შა­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბის ფონ­ზე ჩა­ვი­დი­ნე. სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და გა­გა­მარ­თლა. სა­მარ­თლი­ა­ნად მო­მი­სა­ჯა 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა,“ - გა­ნა­ცხა­და მან, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მკვლე­ლო­ბა გენ­დე­რის ნიშ­ნით არ ჩა­უ­დე­ნია.

მოკ­ლუ­ლი ქეთი ედი­ბე­რი­ძის ოჯა­ხი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს.

  • ქეთი ედი­ბე­რი­ძე და გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი დმა­ნის­ში ცხოვ­რობ­დნენ. ისი­ნი 4 თვის მა­რი­ამს ზრდიდ­ნენ. 9 იან­ვარს, ბავ­შვთან ერ­თად თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის სახ­ლში დარ­ჩნენ, რად­გან ჩვი­ლი ექიმ­თან უნდა მი­ეყ­ვა­ნათ.

შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვა სწო­რედ იმ ღა­მეს მოხ­და. გამ­თე­ნი­ი­სას გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა დანა აიღო და სა­წოლ­ში მყოფ ცოლს დანა 19-ჯერ და­არ­ტყა.

მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი ვა­რა­უ­დობს, რომ მას მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

კაცი, რომელმაც 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა, დუმილს არღვევს: რა განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა სასამართლოზე

კაცი, რომელმაც 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა, დუმილს არღვევს: რა განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა სასამართლოზე

ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა, რომელმაც 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლს დანა 19-ჯერ ჩაარტყა და მოკლა, 14 თვიანი დუმილი დაარღვია.

უმძიმესი შემთხვევა 2024 წლის 9 იანვარს მოხდა. გიორგი კავლელაშვილმა მძინარე ცოლი მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. ქეთი ედიბერიძე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი კავლელაშვილი დააკავეს. მას 20 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და სამუდამოს მისჯას ითხოვს.

საქმე უზენაეს სასამართლოში ინაცვლებს. პროკურატურა ითხოვს, უვადო პატიმრობასთან ერთად, მკვლელი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის ჩადენის ნაწილშიც დამნაშავედ ცნონ.

34 წლის კავლელაშვილმა დუმილი დაარღვია. კადრებს სხდომიდან “კურიერი • P.S“ ავრცელებს.

“დანაშაული ფსიქიკური და ემოციური აშლილობის ფონზე ჩავიდინე. სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და გაგამართლა. სამართლიანად მომისაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა,“ - განაცხადა მან, თუმცა აღნიშნა, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.

მოკლული ქეთი ედიბერიძის ოჯახი გიორგი კავლელაშვილისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს.

  • ქეთი ედიბერიძე და გიორგი კავლელაშვილი დმანისში ცხოვრობდნენ. ისინი 4 თვის მარიამს ზრდიდნენ. 9 იანვარს, ბავშვთან ერთად თბილისში, ვარკეთილში ჩამოვიდნენ და გიორგი კავლელაშვილის სახლში დარჩნენ, რადგან ჩვილი ექიმთან უნდა მიეყვანათ.

შემზარავი შემთხვევა სწორედ იმ ღამეს მოხდა. გამთენიისას გიორგი კავლელაშვილმა დანა აიღო და საწოლში მყოფ ცოლს დანა 19-ჯერ დაარტყა.

მოკლულის ოჯახი ვარაუდობს, რომ მას მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული.

იხილეთ ასევე: