პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, იქიდან გამომდინარე, რომ საყურე ეკეთა“ - ადვოკატი
“საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, იქიდან გამომდინარე, რომ საყურე ეკეთა“ - ადვოკატი

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ცე­მა „ინ­დი­გო“-ს ჟურ­ნა­ლის­ტი საბა სორ­დია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ე.წ. რე­ი­დის ფარ­გლებ­ში გა­ა­ჩე­რეს, რა დრო­საც პი­რა­დო­ბა და ჩან­თის შე­მოწ­მე­ბა მოს­თხო­ვეს.

  • ად­ვო­კა­ტის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბის დროს, მან­ქა­ნა­ში მის მი­მართ იყო ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი რეპ­ლი­კე­ბი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას სა­ყუ­რე ეკე­თა. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, გეგ­მა­ვენ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­მარ­თონ.

„ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ საბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვეს, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც საბა ამ­ბობს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მეტ­როს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ მე­გობ­რებს შეხ­ვედ­რო­და, რა დრო­საც მას­თან ორი პო­ლი­ცი­ე­ლი მი­ვი­და და უთხრეს, რომ გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით მის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ითხოვ­დნენ. სა­ბამ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა მი­ა­წო­და, შემ­დეგ სთხო­ვეს, რომ ჩან­თა გა­ეხ­სნა, რა­ზეც ჩან­თაც გა­უხ­სნა, თუმ­ცა შემ­დეგ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ თა­ვად გა­ეხ­სნათ ჩან­თის ერთ-ერთი ჯიბე, რა დრო­საც სა­ბამ უთხრა, რომ თვი­თონ­ვე გახ­სნი­და. ამ დროს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მოჰ­კი­დეს მას ხელი, ჩას­ვეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში სა­ბას­თვის არ უთ­ქვამთ, რომ აკა­ვებ­დნენ და ამი­ტომ გა­დაჰ­ყავ­დათ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. უკვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს უთხრეს, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე, სა­ბამ თქვა, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში ყოფ­ნის დროს მის მი­მართ იყო ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი სი­ტყვე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას სა­ყუ­რე ეკე­თა“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ჟურ­ნა­ლისტს ასე­ვე ჩა­მო­არ­თვეს ვი­დე­ო­კა­მე­რა Go Pro, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს რამ­დენ­ჯერ­მე სთხო­ვა, რომ არ და­ე­კარ­გათ.

საბა სორ­დი­ას უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლის თქმით, მას კა­მე­რის დამ­ტვრე­ვი­თაც და­ე­მუქრნენ.

„მი­თხრეს, თუ კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­მე­ო­რებ ამას, და­ვამ­ტვრევთ შენს კა­მე­რა­სო, რაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან არის შე­უ­სა­ბა­მო საქ­ცი­ე­ლი. ასე­ვე, ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცველს მივ­მარ­თოთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი მი­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მისი გა­მოშ­ვე­ბის სა­კითხს, თუკი მას გა­უგ­რძე­ლე­ბენ და­მა­ტე­ბით 48 სა­ა­თით ვა­დას, ვფიქ­რობთ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ ან ხელ­წე­რი­ლით გა­მო­უშ­ვე­ბენ. ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა შემ­დგომ­ში სა­კი­თხი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ ყვე­ლაშ­ვილ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბი­სას საბა სორ­დი­ას არ უთ­ქვამს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი იყო.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ცე­მა „ინ­დი­გო“-ს ჟურ­ნა­ლის­ტი საბა სორ­დია და­ა­კა­ვა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, საბა სორ­დია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას (173-ე მუხ­ლი) გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

“საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, იქიდან გამომდინარე, რომ საყურე ეკეთა“ - ადვოკატი

“საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, იქიდან გამომდინარე, რომ საყურე ეკეთა“ - ადვოკატი

ადვოკატის განცხადებით, გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია სამართალდამცველებმა ე.წ. რეიდის ფარგლებში გააჩერეს, რა დროსაც პირადობა და ჩანთის შემოწმება მოსთხოვეს.

  • ადვოკატის ცნობით, დაკავების დროს, მანქანაში მის მიმართ იყო ჰომოფობიური რეპლიკები იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა. ადვოკატის განმარტებით, გეგმავენ, რომ სახალხო დამცველს მიმართონ.

„ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ საბა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც საბა ამბობს, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რომ მეგობრებს შეხვედროდა, რა დროსაც მასთან ორი პოლიციელი მივიდა და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით მის პირადობის მოწმობას ითხოვდნენ. საბამ პირადობის მოწმობა მიაწოდა, შემდეგ სთხოვეს, რომ ჩანთა გაეხსნა, რაზეც ჩანთაც გაუხსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა მოითხოვეს, რომ თავად გაეხსნათ ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რა დროსაც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა. ამ დროს პოლიციელებმა მოჰკიდეს მას ხელი, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და საპატრულო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავების მომენტში საბასთვის არ უთქვამთ, რომ აკავებდნენ და ამიტომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე, საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნის დროს მის მიმართ იყო ჰომოფობიური სიტყვები გამოყენებული იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი განმარტებით, ჟურნალისტს ასევე ჩამოართვეს ვიდეოკამერა Go Pro, რის შემდეგაც სამართალდამცველებს რამდენჯერმე სთხოვა, რომ არ დაეკარგათ.

საბა სორდიას უფლებების დამცველის თქმით, მას კამერის დამტვრევითაც დაემუქრნენ.

„მითხრეს, თუ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორებ ამას, დავამტვრევთ შენს კამერასო, რაც პოლიციელების მხრიდან არის შეუსაბამო საქციელი. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველს მივმართოთ ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰომოფობიური მიმართვის თაობაზე. რაც შეეხება მისი გამოშვების საკითხს, თუკი მას გაუგრძელებენ დამატებით 48 საათით ვადას, ვფიქრობთ, რომ სასამართლოში გადაიყვანენ ან ხელწერილით გამოუშვებენ. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, როგორ გაგრძელდება შემდგომში საკითხი“, - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ყველაშვილმა.

მისი განმარტებით, დაკავებისას საბა სორდიას არ უთქვამს, რომ ჟურნალისტი იყო.

ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.