პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში მედიკოსების მკვლელობა შეცდომის შედეგი იყო - რას წერს BBC?
ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში მედიკოსების მკვლელობა შეცდომის შედეგი იყო - რას წერს BBC?

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ აღი­ა­რა, რომ ღა­ზას სექ­ტორ­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის 15 მუ­შა­კის მკვლე­ლო­ბა მისი ჯა­რის­კა­ცე­ბის შეც­დო­მის შე­დე­გი იყო, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

  • საქ­მე ეხე­ბა 23 მარტს მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რო­დე­საც პა­ლეს­ტი­ნის "წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნას, გა­ე­როს მან­ქა­ნას და ღა­ზას სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სა­ხან­ძრო მან­ქა­ნას რა­ფაჰთან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

ის­რა­ე­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჯა­რის­კა­ცებ­მა ცე­ცხლი იმის გამო გახ­სნეს, რომ კო­ლო­ნა "სა­ეჭ­ვოდ" მი­უ­ახ­ლოვ­და სიბ­ნე­ლე­ში, ჩამ­ქრა­ლი ფა­რე­ბით.

ერთ-ერთი მე­დი­კო­სის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის კად­რებ­ში კი ჩანს, რომ მან­ქა­ნებს ფა­რე­ბი ან­თე­ბუ­ლი ჰქონ­დათ.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ჯა­რის­კა­ცებ­მა მა­ნამ­დე ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­შიც "ჰა­მა­სის“ სამი წევ­რი იყო. რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი ტე­რი­ტო­რი­ას მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, სა­ჰა­ე­რო მეთ­ვალ­ყუ­რე­ებ­მა ჯა­რის­კა­ცებს აც­ნო­ბეს, რომ კო­ლო­ნა სა­ეჭ­ვოდ მოძ­რა­ობ­და. რო­დე­საც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი "ჰა­მა­სის“ წევ­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის გვერ­დით გა­ჩერ­დნენ, ჯა­რის­კა­ცებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ მათ საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­დათ და ცე­ცხლი გახ­სნეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი იყო.

ის­რა­ელ­მა აღი­ა­რა, რომ ად­რინ­დე­ლი ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო, რომ კო­ლო­ნა ჩამ­ქრა­ლი ფა­რე­ბით მი­უ­ახ­ლოვ­და, არა­ზუს­ტი იყო და ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­ამ­ბობს ეყ­რდნო­ბო­და.

ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ მომ­ხდარს სა­ფუძ­ვლი­ან შე­ის­წავ­ლის, "წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და ბევ­რი სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ითხოვს.

ავტორი:

ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში მედიკოსების მკვლელობა შეცდომის შედეგი იყო - რას წერს BBC?

ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში მედიკოსების მკვლელობა შეცდომის შედეგი იყო - რას წერს BBC?

ისრაელის არმიამ აღიარა, რომ ღაზას სექტორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 მუშაკის მკვლელობა მისი ჯარისკაცების შეცდომის შედეგი იყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • საქმე ეხება 23 მარტს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პალესტინის "წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების კოლონას, გაეროს მანქანას და ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სახანძრო მანქანას რაფაჰთან ცეცხლი გაუხსნეს.

ისრაელი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი იმის გამო გახსნეს, რომ კოლონა "საეჭვოდ" მიუახლოვდა სიბნელეში, ჩამქრალი ფარებით.

ერთ-ერთი მედიკოსის მობილური ტელეფონის კადრებში კი ჩანს, რომ მანქანებს ფარები ანთებული ჰქონდათ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯარისკაცებმა მანამდე ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც "ჰამასის“ სამი წევრი იყო. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები ტერიტორიას მიუახლოვდნენ, საჰაერო მეთვალყურეებმა ჯარისკაცებს აცნობეს, რომ კოლონა საეჭვოდ მოძრაობდა. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები "ჰამასის“ წევრების ავტომობილის გვერდით გაჩერდნენ, ჯარისკაცებმა ჩათვალეს, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ და ცეცხლი გახსნეს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შეიარაღებული იყო.

ისრაელმა აღიარა, რომ ადრინდელი ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოლონა ჩამქრალი ფარებით მიუახლოვდა, არაზუსტი იყო და ჯარისკაცების ნაამბობს ეყრდნობოდა.

ისრაელი აცხადებს, რომ მომხდარს საფუძვლიან შეისწავლის, "წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია კი დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს.