ესპანეთში, მადრიდში, დღეიდან ქართული ბიბლიოთეკა დაიწყებს ფუნქციონირებას.
ბიბლიოთეკა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ გახსნა. ის მადრიდში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა, სადაც პროექტის დეტალებზე ისაუბრა.
ცნობისთვის, 2024 წელს კომპანია "ბიბლუსმა", მისი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის თაოსნობით, გიორგი კეკელიძესთან ერთად, დააფუძნა "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება", რომლის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე გახდა. საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.