მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის - მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე" - შალვა პაპუაშვილი
"თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის - მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე" - შალვა პაპუაშვილი

"როცა ერ­თის მხრივ ამ­ბობ, რომ არა­ნა­ირ არ­ჩევ­ნებს არ აღი­ა­რებ და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ აპი­რებ, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ზე შე­ნიშ­ვნე­ბი გაქვს, ეს აჩ­ვე­ნებს, რომ ისი­ნი კვლავ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ტყუ­ე­ბით", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს ემ­ყა­რე­ბა, რაც არა­ერ­თხელ და­დას­ტურ­და.

ამას­თან, პა­პუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კვლავ მზად­დე­ბა თავ­დას­ხმა არ­ჩევ­ნებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ ისევ სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში ვი­ხი­ლავთ, რაც ცუ­დია, რად­გან ზო­გა­დად, თუ არ­ჩევ­ნებ­ში ექ­სტრე­მის­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღე­ბენ, ეს უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ის, რომ ეს ყალ­ბი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდე­ბა ხოლ­მე უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით, ეს არა­ერ­თხელ და­დას­ტურ­და. ასე­ვე, ის, რომ ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი­საა, ესეც არა­ერ­თხელ და­დას­ტურ­და. ამი­ტომ, აქ პრობ­ლე­მაა არა "ის­ფედ­ში", "გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ში" და სხვა უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, არა­მედ იმ და­ფი­ნან­სე­ბა­ში, რო­მე­ლიც ფულს ხარ­ჯავს ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში, თუმ­ცა პა­სუ­ხი უნდა ეძე­ბონ დო­ნო­რებ­ში, თუ რა გან­ზრახ­ვე­ბია ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მართ, როცა მათ მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ალა­პა­რა­კე­ბენ, ეს ჩვენ­თვის სიგ­ნა­ლი უნდა იყოს, რომ ისევ მზად­დე­ბა თავ­დას­ხმა არ­ჩევ­ნებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, რაც არა­ერ­თხელ მოხ­და”, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ცეს­კოს დად­გე­ნი­ლე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, მათ შო­რის, სი­ახ­ლეა ის, რომ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ამომ­რჩევ­ლის­თვის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­მორ­თმე­ვას ვერ შეძ­ლე­ბენ.

გარ­და ამი­სა, იკ­რძა­ლე­ბა ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის, ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ამომ­რჩევ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის, ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტი­დან ამო­ბეჭ­დი­ლი ამომ­რჩევ­ლის ვე­რი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ქვით­რი­სა და ამომ­რჩევ­ლის მიერ სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტენ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ფო­ტო­ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა ან სხვაგ­ვა­რი და­მუ­შა­ვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის - მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე" - შალვა პაპუაშვილი

"თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის - მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე" - შალვა პაპუაშვილი

"როცა ერთის მხრივ ამბობ, რომ არანაირ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ, მაგრამ მეორეს მხრივ, არჩევნების პროცედურებზე შენიშვნები გაქვს, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებულები არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

  • პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება, რაც არაერთხელ დადასტურდა.

ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ კვლავ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე.

"სინამდვილეში მათ ისევ საარჩევნო მარათონში ვიხილავთ, რაც ცუდია, რადგან ზოგადად, თუ არჩევნებში ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის. რაც შეეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, ის, რომ ეს ყალბი აჟიოტაჟი ატყდება ხოლმე უცხოური დაფინანსებით, ეს არაერთხელ დადასტურდა. ასევე, ის, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტისაა, ესეც არაერთხელ დადასტურდა. ამიტომ, აქ პრობლემაა არა "ისფედში", "გამჭვირვალობაში" და სხვა უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციაში, არამედ იმ დაფინანსებაში, რომელიც ფულს ხარჯავს ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმაში, თუმცა პასუხი უნდა ეძებონ დონორებში, თუ რა განზრახვებია ქართული დემოკრატიის მიმართ, როცა მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ალაპარაკებენ, ეს ჩვენთვის სიგნალი უნდა იყოს, რომ ისევ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე, რაც არაერთხელ მოხდა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ცესკოს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

გარდა ამისა, იკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.