პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა - რა უნდა ვიცოდეთ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა - რა უნდა ვიცოდეთ

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რძის ნი­მუ­შებ­ში აფ­ლა­ტოქ­სი­ნი გა­მოვ­ლინ­და. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ინ­სპექ­ტო­რებ­მა, 28 მარტს, შპს "ვიმ-ბილ-დან სა­ქარ­თვე­ლო­ში" (ს/კ 204546553 ("სოფ­ლის ნო­ბა­თი") სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გად სა­წარ­მო­ში კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, თუმ­ცა, და­ფიქ­სირ­და სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რის გა­მოც ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი და­ჯა­რიმ­და სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და ამი­სა, შპს "ვიმ-ბილ-დან სა­ქარ­თვე­ლოს“ და­ე­ვა­ლა აზერ­ბა­ი­ჯან­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი რძის 5 ნი­მუ­შის აღე­ბა (რომ­ლი­და­ნაც ერთი არის ბავ­შვთა კვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი) და აფ­ლა­ტოქ­სინ M1-ზე გა­მოკ­ვლე­ვა; ასე­ვე არას­წო­რად ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის ბაზ­რი­დან გა­მო­თხო­ვა.

"სა­ა­გენ­ტოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი გა­იგ­ზავ­ნა აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად აფ­ლა­ტოქ­სინ M1-ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ოდე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და ხუთ ნი­მუშ­ში. კერ­ძოდ,

სას­მე­ლი რძე სა­ბავ­შვო, ულტრა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი - 2,5% ცხი­მი­ა­ნო­ბით - დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი: 04.02.2025, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა: 03.08.2025;

სას­მე­ლი რძე რჩე­უ­ლი ულტრა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი, 1,5% ცხი­მი­ა­ნო­ბით - დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი: 12.02.2025, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა: 11.08.2025;

სას­მე­ლი რძე რჩე­უ­ლი ულტრა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი, 1,5% ცხი­მი­ა­ნო­ბით - დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი: 10.02.2025, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა: 09.08.2025;

სას­მე­ლი რძე რჩე­უ­ლი ულტრა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი, 2,5% ცხი­მი­ა­ნო­ბით - დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი: 09.02.2025, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა: 08.08.2025;

სას­მე­ლი რძე რჩე­უ­ლი ულტრა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი, 3,2% ცხი­მი­ა­ნო­ბით - დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი: 02.02.2025, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა: 01.08.2025.

შპს "ვიმ-ბილ-დან სა­ქარ­თვე­ლოს“ და­ე­ვა­ლა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სურ­სა­თის პარ­ტი­ე­ბის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსე­ლი­დან ამო­ღე­ბა/გა­მო­თხო­ვა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს, არ გა­მო­ი­ყე­ნოს აღ­ნიშ­ნუ­ლი რძე.

აფ­ლა­ტოქ­სი­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა ობის სო­კო­ე­ბი­სა­გან. აფ­ლა­ტოქ­სინ B1-ით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი ხვდე­ბა ცხო­ვე­ლის ორ­გა­ნიზ­მში, სა­ი­და­ნაც გა­და­დის რძე­ში და გარ­და­იქ­მნე­ბა M1 აფ­ლა­ტოქ­სი­ნად, რაც საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა - რა უნდა ვიცოდეთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა - რა უნდა ვიცოდეთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, 28 მარტს, შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 ("სოფლის ნობათი") სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

მათივე ცნობით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

სააგენტოს ინფორმაციით, გარდა ამისა, შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

"სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,

სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;

სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;

სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;

სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;

სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.