სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
“ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყელ­ზე ყულ­ფი ვიწ­როვ­დე­ბა - გუ­შინ, რო­დე­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი აქ­ცი­ას მარ­თავ­დნენ, პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი გა­ე­თი­შათ რე­ჟი­მის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბო­როტ თო­ჯი­ნებს, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ინ­სტრუ­მენ­ტებს - მუ­რუ­სი­ძეს და ჩინ­ჩა­ლა­ძეს“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის“ ერთ-ერთ ლი­დერ­მა, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტთან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცია ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით მი­აღ­წევს.

„დღეს, ძა­ლი­ან კარ­გი დღე გვქონ­და. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვხე­დავთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყელ­ზე ყულ­ფი ვიწ­როვ­დე­ბა. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ გუ­შინ, რო­დე­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი აქ­ცი­ას მარ­თავ­დნენ, პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბი გა­ე­თი­შათ რე­ჟი­მის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბო­როტ თო­ჯი­ნებს, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ინ­სტრუ­მენ­ტებს - მუ­რუ­სი­ძეს და ჩინ­ჩა­ლა­ძეს. ეს კარ­გი იყო.

ასე­ვე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა. თქვენ ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ ჯეი დი ვენსს ხში­რად იყე­ნებს ხოლ­მე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­გორც ამე­რი­კას­თან და­ლა­გე­ბის ინ­სტრუ­მენტს და ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი იყო ისიც, რომ ჯეი დი ვენ­სის სი­ტყვე­ბით უპა­სუ­ხა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა. დღეს კი­დეც შა­თი­რიშ­ვი­ლი გა­მო­ა­გო­რეს, რო­მე­ლიც ისევ „დიფ სთე­ით­ზე“ რა­ღა­ცებს რო­შავ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლო­ი­ა­ლის­ტე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ. ძა­ლი­ან კარ­გად ვხე­დავთ და კვლე­ვე­ბიც ამას ადას­ტუ­რებს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლო­ი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ისი­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან კრი­ზი­სის გა­და­წყვე­ტას ელო­დე­ბი­ან. პირ­ველ რიგ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ტეს­ტით და შემ­დეგ და­სავ­ლე­თის წნე­ხით, ჩვენ კრი­ზი­სი გა­ვაგ­რძე­ლეთ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს კრი­ზი­სი ვერ მო­აგ­ვა­რა. აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ რე­ჟი­მის ჩა­მოშ­ლას და ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით. ეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას და­ას­რუ­ლებს”, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

ავტორი:

“ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

“ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება - გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს - მურუსიძეს და ჩინჩალაძეს“, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით მიაღწევს.

„დღეს, ძალიან კარგი დღე გვქონდა. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება. სიმბოლურია, რომ გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს - მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. ეს კარგი იყო.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჯეი დი ვენსს ხშირად იყენებს ხოლმე „ქართული ოცნება", როგორც ამერიკასთან დალაგების ინსტრუმენტს და ძალიან სიმბოლური იყო ისიც, რომ ჯეი დი ვენსის სიტყვებით უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა. დღეს კიდეც შათირიშვილი გამოაგორეს, რომელიც ისევ „დიფ სთეითზე“ რაღაცებს როშავდა, "ქართული ოცნების" ლოიალისტების დასამშვიდებლად, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ. ძალიან კარგად ვხედავთ და კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ლოიალისტები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან კრიზისის გადაწყვეტას ელოდებიან. პირველ რიგში, ადგილობრივი პროტესტით და შემდეგ დასავლეთის წნეხით, ჩვენ კრიზისი გავაგრძელეთ და ბიძინა ივანიშვილმა ეს კრიზისი ვერ მოაგვარა. აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის ჩამოშლას და ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით. ეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას დაასრულებს”, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.