მილიარდერ ჯეფ ბეზოსის საცოლე, ლორენ სანჩესი პაპარაცებმა Balenciaga-ს ჭიქის ფორმის ნივთით შენიშნეს. ერთი შეხედვით ჭიქაში განსაკუთრებული და ყურადღებამისაქცევი შესაძლოა, არაფერი ყოფილიყო, თუმცა რეალურად ეს არა ჭიქა, არამედ ჩანთაა და 5750 დოლარი ღირს.
მედიაში წერენ, რომ ეს ყველაზე უსარგებლო ნივთია, რაც დიზაინერებს ოდესმე შეუქმნიათ, რადგან რეალურად ვერც ჩანთის და ვერც ჭიქის ფუნქციით ვერ გამოიყენებ.
ფაქტი ისაა, რომ ლორენმა ამ ნივთის წყალობით საზოგადოების ყურადღება მიიქცია და სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა.
"როცა უამრავი ფული გაქვს, გემოვნება კი ნული",
"ეს რაღაც ნივთი უბრალოდ სისულელეა“,
"მე მიყვარს დიზაინერების ლამაზი ჩანთები, მაგრამ ეს სულელურია, სახელურიც კი არ აქვს, ფაქტობრივად ჭიქა-ჩანთაა“,
"ალბათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ჩანთაა“,
"ფულის გადაყრის მრავალი სხვა გზაც არსებობს, ლორენ“ - წერენ სოციალურ ქსელში, ლორენ სანჩესის ფოტოს კომენტარებში.
ნახეთ ასევე: