სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი “მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად“ - კაია კალასი და მარტა კოსი
“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი “მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად“ - კაია კალასი და მარტა კოსი

“ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მათ შო­რის უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აქტი და კა­ნო­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დღეს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო, სა­თა­ნა­დო სა­ჯა­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, და­მა­ტე­ბით ინ­სტრუ­მენ­ტებს აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და­სათ­რგუ­ნად და რეპ­რე­სი­ე­ბის პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბის­თვის“, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის / ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, კაია კა­ლა­სი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მის­რის, მარ­ტა კო­სის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, რაც მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შია.

“ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მათ შო­რის უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აქტი და კა­ნო­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დღეს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო, სა­თა­ნა­დო სა­ჯა­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, და­მა­ტე­ბით ინ­სტრუ­მენ­ტებს აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის და­სათ­რგუ­ნად და რეპ­რე­სი­ე­ბის პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბის­თვის. ეს კა­ნო­ნე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბას, საფრ­თხეს უქ­მნის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის გა­დარ­ჩე­ნას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, ზღუ­დავს ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს ძირს უთხრის.

ეს ნა­ბი­ჯე­ბი კი­დევ უფრო ანად­გუ­რებს დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და მე­დი­ის პლუ­რა­ლიზ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და შორს არის იმის­გან, რა­საც კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის­გან მო­ვე­ლო­დით. ისი­ნი უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­მო­ავ­ლი­ნონ ნამ­დვი­ლი და შე­უქ­ცე­ვა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის­თვის. ეს მო­ი­თხოვს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­ჩე­რე­ბას, უსა­მარ­თლოდ და­კა­ვე­ბულ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბას, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვან დი­ა­ლოგს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ აქ­ტორ­თან არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი­დან გა­მო­სავ­ლის მო­სა­ძებ­ნად.

სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­შია.

ევ­რო­კავ­ში­რი მზა­დაა მხა­რი და­უ­ჭი­როს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს და ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­კენ”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი “მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად“ - კაია კალასი და მარტა კოსი

“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი “მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად“ - კაია კალასი და მარტა კოსი

“ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაც მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია.

“ახალი კანონმდებლობა, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე, დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ეს კანონები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გადარჩენას, ადამიანის უფლებების დაცვას, ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ძირს უთხრის.

ეს ნაბიჯები კიდევ უფრო ანადგურებს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. ასეთი ქმედებები ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის პლურალიზმის ღირებულებებთან და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველოდით. ისინი უარყოფითად იმოქმედებენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე.

ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოავლინონ ნამდვილი და შეუქცევადი ვალდებულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. ეს მოითხოვს მოქალაქეების მიმართ ძალადობის შეჩერებას, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიის კონსულტაციების გათვალისწინებას და მნიშვნელოვან დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად.

საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთლიანად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია.

ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ყველა ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.