მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის "გენდერი“ ამოღება და სხვა ცვლილებათა პაკეტი - რას დაუჭირეს მხარი პარლამენტში მესამე მოსმენით?
საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის "გენდერი“ ამოღება და სხვა ცვლილებათა პაკეტი - რას დაუჭირეს მხარი პარლამენტში მესამე მოსმენით?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო სივ­რცი­დან ტერ­მი­ნის „გენ­დე­რი“ ამო­ღე­ბას პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბა 16 სხვა­დას­ხვა კა­ნონ­ში შე­ვი­და. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი დღეს, სა­ბო­ლოო მოს­მე­ნით - 80 - ხმით, ერ­თხმად მი­ი­ღეს.

  • რო­გორც მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა აცხა­დებს, ტერ­მი­ნი „გენ­დე­რი“ „გა­რე­დან იყო თავს მოხ­ვე­უ­ლი“.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, „გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს სა­ხელ­წო­დე­ბა შე­ეც­ვა­ლა - მას „ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი და­ერ­ქვა.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, კა­ნო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი „გენ­დერუ­ლი სა­კი­თხე­ბი“ შე­იც­ვა­ლა ჩა­ნა­წე­რით - “ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხე­ბი“, ტერ­მი­ნი “გენ­დე­რის ნიშ­ნის შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა“ - “ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბი­სად­მი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბით“. კა­ნონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი “გენ­დერუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რე“, შე­იც­ვა­ლა სი­ტყვე­ბით “სქე­სის ნიშ­ნი­სად­მი მგრძნო­ბი­ა­რე“ და ასე შემ­დეგ.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და “ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი: - არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძე, თორ­ნი­კე ჭე­იშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე, სო­ზარ სუ­ბა­რი, ნო­დარ ტუ­რძე­ლა­ძე, ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი, ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, რა­მი­ნა ბე­რა­ძე, ირაკ­ლი კირ­ცხა­ლია, სა­ლო­მე ჯინ­ჯო­ლა­ვა, თორ­ნი­კე ბე­რე­კაშ­ვი­ლი, გენ­რი­ე­ტა წი­წა­ვა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე.

  • სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ჯა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი აღარ იქ­ნე­ბი­ან, პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დღეს, 2 აპ­რი­ლის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, 81 ხმით მი­ი­ღეს.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბა 14 სხვა­დას­ხვა კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი და მთე­ლი რიგი სხვა კა­ნო­ნე­ბი სა­ჯა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ კი, მა­გა­ლი­თად, საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს წევ­რო­ბის, ასე­ვე სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­სა­მარ­თლე­თა სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­ლე­გი­ის კან­დი­და­ტე­ბი არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი პი­რე­ბის­გან აღარ შე­ირ­ჩე­ვი­ან. ეროვ­ნულ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნოს­თან არ­სე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის შე­სარ­ჩევ სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან.

გარ­და ამი­სა, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რო­ბის პარ­ლა­მენ­ტის მიერ ასარ­ჩე­ვი კან­დი­და­ტე­ბი კონ­კურ­სის წე­სით აღარ შე­ირ­ჩე­ვი­ან.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ცვლი­ლე­ბა ყვე­ლა იმ კა­ნონ­ში აი­სა­ხა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ჯა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქამ­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო.

რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­მარ­ტავს, „არ­სე­ბულ­მა რე­ა­ლო­ბამ ცხად­ყო, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა იმ რე­ა­ლურ მი­ზანს ვერ ას­რუ­ლებს, რა­საც კა­ნონ­მდებ­ლის ნება ემ­სა­ხუ­რე­ბო­და“.

„ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ვი­თა­რე­ბამ, მათ შო­რის USAID-ის გარ­შე­მო მსოფ­ლიო მას­შტა­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ჯა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ეფექ­ტი­ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აფერ­ხებს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი უცხო­ე­თი­დან ფი­ნანსდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჯა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მათი ქმე­დე­ბე­ბი დამ­ყა­რე­ბუ­ლია არა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე, არა­მედ გარე ძა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ დღის წეს­რიგს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ NGO-ებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და იდე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლი­ათ, მათ­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბამ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და სა­ჯა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში, შე­საძ­ლოა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას.

შე­სა­ბა­მი­სად, ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას, რო­გო­რი­ცაა - საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს წევ­რე­ბის, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­სა­მარ­თლე­თა სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­ლე­გი­ის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის, ცეს­კოს წევ­რე­ბის არ­ჩე­ვა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ჯა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრუ­ლად რე­ა­ლიზ­დეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი“, - წე­რია სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­ზე თან­დარ­თულ გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან: - მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძე, თორ­ნი­კე ჭე­იშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე, სო­ზარ სუ­ბა­რი, ნო­დარ ტუ­რძე­ლა­ძე, ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი, ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, რა­მი­ნა ბე­რა­ძე, ირაკ­ლი კირ­ცხა­ლია, სა­ლო­მე ჯინ­ჯო­ლა­ვა, თორ­ნი­კე ბე­რე­კაშ­ვი­ლი, გენ­რი­ე­ტა წი­წა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის "გენდერი“ ამოღება და სხვა ცვლილებათა პაკეტი - რას დაუჭირეს მხარი პარლამენტში მესამე მოსმენით?

საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის "გენდერი“ ამოღება და სხვა ცვლილებათა პაკეტი - რას დაუჭირეს მხარი პარლამენტში მესამე მოსმენით?

საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის „გენდერი“ ამოღებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ამ მიმართულებით ცვლილება 16 სხვადასხვა კანონში შევიდა. საკანონმდებლო პაკეტი დღეს, საბოლოო მოსმენით - 80 - ხმით, ერთხმად მიიღეს.

  • როგორც მმართველი უმრავლესობა აცხადებს, ტერმინი „გენდერი“ „გარედან იყო თავს მოხვეული“.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს სახელწოდება შეეცვალა - მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქვა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვალა ჩანაწერით - “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ - “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“. კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვალა სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.

  • საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საბოლოო გადაწყვეტილება, დღეს, 2 აპრილის პლენარულ სხდომაზე, 81 ხმით მიიღეს.

ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში განხორციელდა. პარლამენტის რეგლამენტი და მთელი რიგი სხვა კანონები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებდა.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პარლამენტის მიერ ასარჩევი კანდიდატები კონკურსის წესით აღარ შეირჩევიან.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახა, რომლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა აქამდე სავალდებულო იყო.

როგორც სახელისუფლო უმრავლესობა განმარტავს, „არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა იმ რეალურ მიზანს ვერ ასრულებს, რასაც კანონმდებლის ნება ემსახურებოდა“.

„ბოლოდროინდელმა ვითარებამ, მათ შორის USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება. შესაბამისად, ისინი დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან.

მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებს საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება და იდეების შეთავაზება შეუძლიათ, მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას საფრთხე შეუქმნას.

შესაბამისად, ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა - საპროკურორო საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ცესკოს წევრების არჩევა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო გადაწყვეტილებები, აუცილებელია სრულად რეალიზდეს ქართველი ხალხის ინტერესები“, - წერია საკანონმდებლო პაკეტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: - მამუკა მდინარაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.