სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვითხრეს, რომ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ამის დაჯერება გვიჭირს, იქნებ, შეცდომაა, იქნებ..." - რას ჰყვებიან "ჰამასის" მიერ გატაცებული 23 წლის ებრაელი სამხედროს ბებია და ბაბუა?
"გვითხრეს, რომ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ამის დაჯერება გვიჭირს, იქნებ, შეცდომაა, იქნებ..." -  რას ჰყვებიან "ჰამასის" მიერ გატაცებული 23 წლის ებრაელი სამხედროს ბებია და ბაბუა?

"ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ტა­ცე­ბუ­ლი ამე­რი­კელ ებ­რა­ე­ლი მძევ­ლის, ომერ ნო­იტ­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში გავ­რცელ­და. მა­ნამ­დე ოჯა­ხი იმე­დოვ­ნებ­და, რომ ბიჭი ცო­ცხა­ლი იყო. თუმ­ცა "ჰა­მა­სმა" დე­კემ­ბერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ნო­იტ­რა მკვდა­რია. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ ოჯა­ხი შოკ­ში ჩა­აგ­დო და გა­ა­ნად­გუ­რა. ამ დრომ­დე სხვა ცნო­ბე­ბი აღარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ნო­იტ­რა მკვდა­რია, არა­ვის უნა­ხავს, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ცხე­დარ­საც არ აბ­რუ­ნე­ბენ...

ნო­იტ­რა და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ლონგ აი­ლენ­დზე, ნიუ იოკრში და ის­რა­ელ­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის ჩა­ვი­და. მას არ ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რა IDF-ში, მაგ­რამ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მი­ა­ტო­ვა კო­ლე­ჯში სწავ­ლა შტა­ტებ­ში და ჩა­ე­წე­რა ის­რა­ე­ლის ჯარ­ში.

"ომე­რი გა­ი­ზარ­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, 18 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვი­და ის­რა­ელ­ში და ამ ქვეყ­ნის ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი გა­და­წყვი­ტა", - გვიყ­ვე­ბა ომე­რის ბე­ბია ტა­მარ ცო­ჰა­რი. მას და მის მე­უღ­ლეს, ჰო­ლო­კოსტს გა­დარ­ჩე­ნილ 83 წლის სიმ­ხა ცო­ჰარს თელ-ავივ­ში, მძევ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შევ­ხვდით. ორი­ვე დათ­რგუ­ნუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი მათ თვა­ლე­ბი­დან მა­ინც გა­მოსჭვი­ვის, იმე­დი ხომ ბო­ლოს კვდე­ბა...

21 წლის ნო­იტ­რა თავ­დას­ხმის დროს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში (IDF) მე-7 ჯავ­შან­ტექ­ნი­კის 77-ე ბა­ტა­ლი­ონ­ში სა­ტან­კო ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რად მსა­ხუ­რობ­და. გან­წე­სე­ბუ­ლი იყო კი­დევ სხვა 4 სამ­ხედ­როს­თან ერ­თად, ღა­ზის სა­ზღვარ­ზე, ნირ ოზ­თან, სა­ი­და­ნაც 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­ტა­ცეს ტან­კი­დან. ის­რა­ე­ლის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ნირ ოზი, პა­ტა­რა კი­ბუც­თან ერ­თად, 7 ოქ­ტომ­ბრის ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბაა, სა­დაც ყო­ვე­ლი მე­ო­თხე მო­სახ­ლე მოკ­ლეს ან გა­ი­ტა­ცეს.

"მე და ჩემი მე­უღ­ლე ნიუ-იორკში ვი­ყა­ვით ქა­ლიშ­ვილ­თან. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ომე­რი 7 ოქ­ტომ­ბერს მო­რი­გე იყო. პა­რას­კევს ნა­შუ­ა­დღევს ვე­სა­უბ­რეთ, სა­ზღვარ­ზე მუ­შა­ო­ბის ძა­ლი­ან რთუ­ლი ერთი თვის შემ­დე, ომერ­მა თქვა, რომ ელო­და შე­და­რე­ბით მშვიდ შა­ბათს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა - მოხ­და კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა", - ამ­ბობს ბე­ბია, რო­მე­ლიც ცრემლს დიდი ძა­ლის­ხმე­ვით იკა­ვებს.

თელ-ავივ­ში, მძევ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, იქ სა­დაც, ყო­ველ სა­ღა­მოს "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ, ამ დღე­საც ხმა­უ­რი და ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო. აქ ათო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და მძევ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე. აან­თეს სან­თლე­ბი, გა­იხ­სე­ნეს გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი.

ტა­მა­რი გა­ნაგ­რძობს სა­უ­ბარს, ცოტა ჩქა­რობს, რად­გან სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სცე­ნა­ზე უნდა ავი­დეს და მძევ­ლე­ბის ოჯა­ხებ­სა და მე­გობ­რებს იქი­დან უნდა მი­მარ­თოს. გვე­უბ­ნე­ბა, რომ ომე­რი სხვა და სხვა დროს იყო სკო­ლის კა­ლათ­ბურ­თის, ფრენ­ბურ­თის და ფეხ­ბურ­თის გუნ­დის კა­პი­ტა­ნიც კი, სწავ­ლობ­და წარ­ჩი­ნე­ბით. ბიჭს მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი და დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და

ნო­იტ­რა ახლა 23 წლის იქ­ნე­ბო­და. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მის­მა ოჯახ­მა ტყვე­ო­ბა­ში მისი მე­ო­რე და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა. 700-მდე ადა­მი­ან­მა, მათ შო­რის მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა და მე­გობ­რებ­მა, მის პა­ტივ­სა­ცე­მად, გა­მარ­თა მსვლე­ლო­ბა ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე...

"მე­გობ­რე­ბი ჩვენს ომერს ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­გორც თბილ და მზრუნ­ველ ბიჭს, ის კე­თი­ლი, გულ­ღია და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელს გა­მო­ჩე­ნაც კი საკ­მა­რი­სია და ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს ნათ­დე­ბა, მის გა­რე­შე ძა­ლი­ან გვი­ჭირს.... გვი­თხრეს, რომ აღარ არის ცო­ცხა­ლი, მაგ­რამ ამის და­ჯე­რე­ბა გვი­ჭირს, იქ­ნებ, შეც­დო­მაა, იქ­ნებ..." - თქვა ბე­ბი­ამ და ისევ ცრემ­ლე­ბი შე­იწ­მინ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ღა­ზა­ში ომი და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბი 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭრ­ნენ სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ში, მოკ­ლეს და­ახ­ლო­ე­ბით 1200 ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მძევ­ლად გა­ი­ტა­ცეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 250 ადა­მი­ა­ნი. ამ დრო­ის­თვის, "ჰა­მასს" ღა­ზა­ში კი­დევ 59 მძე­ვა­ლი ჰყავს. მათ­გან რამ­დე­ნია ცო­ცხა­ლი და რამ­დე­ნი მოკ­ლუ­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ამირ მა­გა­ლი

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ომერ ნო­იტ­რას ბი­ძაშ­ვი­ლი ამირ მა­გა­ლი ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ის პარ­ლა­მენ­ტის წინ ის­რა­ე­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე ის­რა­ე­ლის დრო­შით გა­მოჩ­ნდა.

მი­ხე­ილ ხა­ჩი­ძე

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის თელ-ავი­ვი­დან

ავტორი:

"გვითხრეს, რომ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ამის დაჯერება გვიჭირს, იქნებ, შეცდომაა, იქნებ..." - რას ჰყვებიან "ჰამასის" მიერ გატაცებული 23 წლის ებრაელი სამხედროს ბებია და ბაბუა?

"გვითხრეს, რომ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ამის დაჯერება გვიჭირს, იქნებ, შეცდომაა, იქნებ..." -  რას ჰყვებიან "ჰამასის" მიერ გატაცებული 23 წლის ებრაელი სამხედროს ბებია და ბაბუა?

"ჰამასის" ტერორისტების მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ამერიკელ ებრაელი მძევლის, ომერ ნოიტრას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის დეკემბერში გავრცელდა. მანამდე ოჯახი იმედოვნებდა, რომ ბიჭი ცოცხალი იყო. თუმცა "ჰამასმა" დეკემბერში განაცხადა, რომ ნოიტრა მკვდარია. ამ ინფორმაციამ ოჯახი შოკში ჩააგდო და გაანადგურა. ამ დრომდე სხვა ცნობები აღარ გავრცელებულა, მტკიცებულება იმისა, რომ ნოიტრა მკვდარია, არავის უნახავს, გამტაცებლები ცხედარსაც არ აბრუნებენ...

ნოიტრა დაიბადა და გაიზარდა ლონგ აილენდზე, ნიუ იოკრში და ისრაელში სამხედრო სამსახურისთვის ჩავიდა. მას არ ჰქონდა ვალდებულება ემსახურა IDF-ში, მაგრამ ნებაყოფლობით მიატოვა კოლეჯში სწავლა შტატებში და ჩაეწერა ისრაელის ჯარში.

"ომერი გაიზარდა შეერთებულ შტატებში, 18 წლის ასაკში ჩამოვიდა ისრაელში და ამ ქვეყნის ჯარში სამსახური გადაწყვიტა", - გვიყვება ომერის ბებია ტამარ ცოჰარი. მას და მის მეუღლეს, ჰოლოკოსტს გადარჩენილ 83 წლის სიმხა ცოჰარს თელ-ავივში, მძევლების მოედანზე შევხვდით. ორივე დათრგუნული და განადგურებულია, თუმცა იმედის ნაპერწკალი მათ თვალებიდან მაინც გამოსჭვივის, იმედი ხომ ბოლოს კვდება...

21 წლის ნოიტრა თავდასხმის დროს ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) მე-7 ჯავშანტექნიკის 77-ე ბატალიონში სატანკო ოცეულის მეთაურად მსახურობდა. განწესებული იყო კიდევ სხვა 4 სამხედროსთან ერთად, ღაზის საზღვარზე, ნირ ოზთან, საიდანაც 7 ოქტომბერს გაიტაცეს ტანკიდან. ისრაელის სამხრეთით მდებარე ნირ ოზი, პატარა კიბუცთან ერთად, 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმების შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული დასახლებაა, სადაც ყოველი მეოთხე მოსახლე მოკლეს ან გაიტაცეს.

"მე და ჩემი მეუღლე ნიუ-იორკში ვიყავით ქალიშვილთან. ჩემი შვილიშვილი ომერი 7 ოქტომბერს მორიგე იყო. პარასკევს ნაშუადღევს ვესაუბრეთ, საზღვარზე მუშაობის ძალიან რთული ერთი თვის შემდე, ომერმა თქვა, რომ ელოდა შედარებით მშვიდ შაბათს. რამდენიმე საათის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა - მოხდა კატასტროფა, რომელიც დღემდე გრძელდება", - ამბობს ბებია, რომელიც ცრემლს დიდი ძალისხმევით იკავებს.

თელ-ავივში, მძევლების მოედანზე, იქ სადაც, ყოველ საღამოს "ჰამასის" ტერორისტების მიერ გატაცებული ადამიანების ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან და სოლიდარობის აქციებს მართავენ, ამ დღესაც ხმაური და ხალხმრავლობა იყო. აქ ათობით ადამიანი მოვიდა მძევლების მხარდამჭერ აქციაზე. აანთეს სანთლები, გაიხსენეს გატაცებულები.

ტამარი განაგრძობს საუბარს, ცოტა ჩქარობს, რადგან სულ რამდენიმე წუთში სცენაზე უნდა ავიდეს და მძევლების ოჯახებსა და მეგობრებს იქიდან უნდა მიმართოს. გვეუბნება, რომ ომერი სხვა და სხვა დროს იყო სკოლის კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის გუნდის კაპიტანიც კი, სწავლობდა წარჩინებით. ბიჭს მრავალმხრივი ინტერესები და დიდი გეგმები ჰქონდა

ნოიტრა ახლა 23 წლის იქნებოდა. გასული წლის ოქტომბერში მისმა ოჯახმა ტყვეობაში მისი მეორე დაბადების დღე აღნიშნა. 700-მდე ადამიანმა, მათ შორის მისი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, მის პატივსაცემად, გამართა მსვლელობა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე...

"მეგობრები ჩვენს ომერს ახასიათებენ, როგორც თბილ და მზრუნველ ბიჭს, ის კეთილი, გულღია და თბილი ადამიანია, რომელს გამოჩენაც კი საკმარისია და ირგვლივ ყველაფერი თითქოს ნათდება, მის გარეშე ძალიან გვიჭირს.... გვითხრეს, რომ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ამის დაჯერება გვიჭირს, იქნებ, შეცდომაა, იქნებ..." - თქვა ბებიამ და ისევ ცრემლები შეიწმინდა.

შეგახსენებთ, ღაზაში ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც "ჰამასის" ტერორისტები 2023 წლის 7 ოქტომბერს შეიჭრნენ სამხრეთ ისრაელში, მოკლეს დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები და მძევლად გაიტაცეს, დაახლოებით, 250 ადამიანი. ამ დროისთვის, "ჰამასს" ღაზაში კიდევ 59 მძევალი ჰყავს. მათგან რამდენია ცოცხალი და რამდენი მოკლული, ჯერჯერობით უცნობია.

ამირ მაგალი

საინტერესოა, რომ ომერ ნოიტრას ბიძაშვილი ამირ მაგალი ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდა, ის პარლამენტის წინ ისრაელის მხარდამჭერ აქციაზე ისრაელის დროშით გამოჩნდა.

მიხეილ ხაჩიძე

სპეციალურად ambebi.ge-სთვის თელ-ავივიდან