პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს
50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

50-მა ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა წა­რად­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის­თვის და იმ აქ­ტო­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას მხარს უჭე­რენ, ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუ ის უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა­ზე უარს იტყვის, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია პრეს­რე­ლი­ზი, რო­მე­ლიც “რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ სე­ნა­ტო­რის, ლინდსი გრე­ჰე­მი­სა და “დე­მოკ­რა­ტი“ სე­ნა­ტო­რის, რი­ჩარდ ბლუ­მენ­ტა­ლის ვებგ­ვერ­დებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

“ეს სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა, თუ რუ­სე­თი უარს იტყვის კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უკ­რა­ი­ნას­თან ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის­თვის ან წა­მო­ი­წყებს სხვა ძა­ლის­ხმე­ვას, მათ შო­რის სამ­ხედ­რო შეჭ­რას, რო­მე­ლიც ძირს უთხრის უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ასე­ვე აწე­სებს 500 პრო­ცენ­ტი­ან ტა­რიფს იმ ქვეყ­ნე­ბი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე, რომ­ლე­ბიც ყი­დუ­ლო­ბენ რუ­სულ ნავ­თობს, გაზს, ურანს და სხვა პრო­დუქ­ტებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ლინდსი გრე­ჰე­მი­სა და რი­ჩარდ ბლუ­მენ­ტა­ლის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის სე­ნატ­ში დო­მი­ნან­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, რომ რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და რომ ეს სა­ში­ნე­ლი ომი და პუ­ტი­ნის აგ­რე­სია უნდა დას­რულ­დეს ახლა და თა­ვი­დან უნდა იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვალ­ში.

“აშშ-ს სე­ნატ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, რომ რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი და რომ ეს სა­ში­ნე­ლი ომი და პუ­ტი­ნის აგ­რე­სია უნდა შე­წყდეს ახლა და შე­ჩერ­დეს მო­მა­ვალ­ში“, აღ­ნიშ­ნა­ვენ გრე­ჰე­მი და ბლუ­მენ­ტა­ლი.

გრე­ჰე­მი და ბლუ­მენ­ტა­ლი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ახალ სან­ქცი­ებს მხარს და­უ­ჭერს კონ­გრე­სის ორი­ვე პა­ლა­ტა.

“ეს სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მზად არის და მი­ი­ღებს ორ­პარ­ტი­ულ და ორ­პა­ლა­ტი­ან მხარ­და­ჭე­რას, თუ მათ სე­ნატ­სა და წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში კენ­ჭისყრა­ზე წა­რად­გე­ნენ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის და იმ აქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის უკრაინაში მშვიდობაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საუბარია პრესრელიზი, რომელიც “რესპუბლიკელი“ სენატორის, ლინდსი გრეჰემისა და “დემოკრატი“ სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

“ეს სანქციები დაწესდება, თუ რუსეთი უარს იტყვის კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე უკრაინასთან ხანგრძლივი მშვიდობისთვის ან წამოიწყებს სხვა ძალისხმევას, მათ შორის სამხედრო შეჭრას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. კანონმდებლობა ასევე აწესებს 500 პროცენტიან ტარიფს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა პროდუქტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ლინდსი გრეჰემისა და რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, აშშ-ის სენატში დომინანტური შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა დასრულდეს ახლა და თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.

“აშშ-ს სენატში გაბატონებული შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა შეწყდეს ახლა და შეჩერდეს მომავალში“, აღნიშნავენ გრეჰემი და ბლუმენტალი.

გრეჰემი და ბლუმენტალი ირწმუნებიან, რომ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს კონგრესის ორივე პალატა.

“ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მზად არის და მიიღებს ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას, თუ მათ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე წარადგენენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.