ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა. 2021 წლის შემდეგ რეიკიავიდან სამხრეთით მდებარე ვულკანის ეს უკვე მე-11 ამოფრქვევაა.
სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ახლომდებარე ქალაქი გრინდავიკი ევაკუირებულია. საშიშროების გამო დახურულია ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, გეოთერმული სპა Blue Lagoon.
მეტეოროლოგიური ოფისის(IMO) განცხადებით, ლავამ გრინდავიკის მახლობლად განთავსებულ დამცავ ბარიერებამდე მიაღწია.
ისლანდიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ვულკანი ბოლოს 2024 წლის 8 დეკემბერს ამოიფრქვა.