რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს, Tass-ის ფოტოგრაფმა, მიხაილ ტერეშჩენკომ თბილისის პროტესტის ფოტოებით World Press Photo-ს ჯილდო მოიპოვა.
პრესტიჟულ ფოტოკონკურსში კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანამშრომელმა თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოისტორია წარადგინა.
ტერეშჩენკოს ფოტოებმა გაიმარჯვა კონკურსის ნომინაციაში „ფოტოების სერია“.
“ღამის კადრებში ხაზგასმულია ფეიერვერკის გამოყენება, როგორც ახალი ელემენტი ქუჩის შეტაკებებში“ - ნათქვამია World Press Photo-ის მოხსენებაში.
როგორც World Press Photo წერს, ტერეშჩენკო TASS-ში 2017 წლიდან მუშაობს და სოციალურ, პოლიტიკურ გამოწვევებს აღბეჭდავს.
კონკურსის ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ ჟიურის წევრები ნამუშევრებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით არჩევენ, ისე, რომ არ იციან, ვინ არიან ფოტოს ავტორები და ეს გაუგებრობაც ამით აიხსნება.
World Press Photo Foundation არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ამსტერდამში, ნიდერლანდები. 1955 წელს დაარსებული ორგანიზაცია ატარებს ყოველწლიურ World Press Photo Contest-ს პრესის ფოტოგრაფიისთვის.