პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს
Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს

Mastercard, ციფ­რუ­ლი გა­დახ­დე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რი, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აძ­ლი­ე­რებს Tech მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­გორც ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვით, ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბით. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, Mastercard-მა და AI Hub-მა “ნე­ბუ­ლამ”, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა და­ი­წყეს. შე­თან­ხმე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 28 მარტს გა­ფორმ­და. სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში შექ­მნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კურ­სე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის (AI), ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის, ელ. კო­მერ­ცი­ი­სა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

"Mastercard-ში ჩვენ გვჯე­რა, რომ Tech გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მო­მავ­ლის და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის გა­სა­ღე­ბი. ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა AI Hub “ნე­ბუ­ლას­თან” გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რად­გან ის ცხა­დად გა­მო­ხა­ტავს ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, სა­ჭი­რო უნა­რე­ბი­თა და ცოდ­ნით უზ­რუნ­ველ­ვყოთ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა შემ­დე­გი თა­ო­ბა და გა­ვაძ­ლი­ე­როთ ქვეყ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლან­დშაფ­ტი. ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და მო­თხოვ­ნად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია და­ვეხ­მა­როთ პი­რა­დად მათ კა­რი­ე­რულ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, ხოლო ქვე­ყა­ნას, ეკო­ნო­მი­კურ წინსვლა­ში“ - და­ვით ზღუ­და­ძე, Mastercard-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის (AI) გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი კურ­სი 2025 წლის აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა. 8 კვი­რი­ა­ნი კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტე­ბი შეძ­ლე­ბენ და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნან AI თუ­ლე­ბი, მათ შო­რის AI-ით მარ­თუ­ლი ჩატ­ბო­ტე­ბი, სუ­რა­თე­ბის ამოც­ნო­ბის მო­დე­ლე­ბი, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ანა­ლი­ტი­კის თუ­ლე­ბი, AI რე­კო­მენ­და­ცი­ის ალ­გო­რით­მე­ბი AI-ით გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტი და ვებ-აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი. თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კი, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით - ფი­ნან­სებ­ში, მარ­კე­ტინ­გში, ელ. კო­მერ­ცი­ა­სა და მე­დია ინ­დუსტრი­ებ­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

„ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა Mastercard-თან წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის და მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, შექ­მნან მო­მავ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და ხელი შე­უ­წყონ ქვეყ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ურ წინსვლას. ჩვე­ნი მი­სი­აა, რომ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ქვეყ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­მა­ვა­ლი და ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­სა თუ დამ­წყე­ბებს შევ­თა­ვა­ზოთ ხელ­მი­საწ­ვდო­მი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის, ელ. კო­მერ­ცი­ი­სა და ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში“ - ნა­ტა­ლი პა­ტა­რი­ძე, მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.

Mastercard უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ციფ­რუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სტა­ბი­ლუ­რად რჩე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბად და სწო­რედ მათი ხელ­შე­წყო­ბის­თვის იქ­მნე­ბა და ადაპ­ტირ­დე­ბა უნი­კა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლებ­საც გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნია ქარ­თველ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს.

R

ავტორი:

Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს

Mastercard-მა და AI Hub-მა, Tech განათლების გასაძლიერებლად, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს

Mastercard, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აძლიერებს Tech მიმართულებას, როგორც ინოვაციების დანერგვით, ასევე, განათლების ხელშეწყობით. გამონაკლისი არც საქართველოა. სწორედ ამ მიზნით, Mastercard-მა და AI Hub-მა “ნებულამ”, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს. შეთანხმება ოფიციალურად 28 მარტს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შექმნა საგანმანათლებლო კურსები ხელოვნური ინტელექტის (AI), ფინანსური განათლების, ელ. კომერციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებით.

"Mastercard-ში ჩვენ გვჯერა, რომ Tech განათლების ხელშეწყობა არის უზრუნველყოფილი მომავლის და ეკონომიკური ზრდის გასაღები. ჩვენი პარტნიორობა AI Hub “ნებულასთან” განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის ცხადად გამოხატავს ჩვენს ვალდებულებას, საჭირო უნარებითა და ცოდნით უზრუნველვყოთ პროფესიონალთა შემდეგი თაობა და გავაძლიეროთ ქვეყნის ტექნოლოგიური ლანდშაფტი. ამ სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვან და მოთხოვნად მიმართულებებში. ჩვენი სურვილია დავეხმაროთ პირადად მათ კარიერულ გაძლიერებაში, ხოლო ქვეყანას, ეკონომიკურ წინსვლაში“ - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.

ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების სრული კურსი 2025 წლის აპრილიდან დაიწყება. 8 კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან AI თულები, მათ შორის AI-ით მართული ჩატბოტები, სურათების ამოცნობის მოდელები, პროგნოზირებადი ანალიტიკის თულები, AI რეკომენდაციის ალგორითმები AI-ით გენერირებული კონტენტი და ვებ-აპლიკაციები. თეორიული ცოდნისა და საჭირო უნარების გამოყენება კი, სხვადასხვა მიმართულებით - ფინანსებში, მარკეტინგში, ელ. კომერციასა და მედია ინდუსტრიებში შეეძლებათ.

„ჩვენი პარტნიორობა Mastercard-თან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის და მომავალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით. ეს შესაძლებლობა მათ საშუალებას მისცემს, გამოიყენონ თავიანთი ცოდნა რეალურ სამყაროში, შექმნან მომავლის კარიერული პერსპექტივები და ხელი შეუწყონ ქვეყნის ტექნოლოგიურ წინსვლას. ჩვენი მისიაა, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის ტექნოლოგიური მომავალი და ახალგაზრდა პროფესიონალებსა თუ დამწყებებს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი ცოდნა და პრაქტიკული უნარები ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ელ. კომერციისა და ფინანსური განათლების სფეროში“ - ნატალი პატარიძე, მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი.

Mastercard უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო ინიციატივებში. ფინანსური განათლება, ციფრული უსაფრთხოება, უახლესი ტექნოლოგიები სტაბილურად რჩება პრიორიტეტულ მიმართულებებად და სწორედ მათი ხელშეწყობისთვის იქმნება და ადაპტირდება უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც გლობალური კომპანია ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

R