გერმანული კომპანიის, Isar Aerospace ის კოსმოსური რაკეტა, ნორვეგიის კოსმოდრომიდან გაშვების შემდეგ, სულ რაღაც 40 წამში აფეთქდა. მიიჩნევა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი რაკეტა ევროპაში - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
- უპილოტო რაკეტის შექმნასა და გაშვებაზე გერმანული კომპანია Isar Aerospace მუშაობდა. მათ მიერ გადაღებულ და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დედამიწიდან გაშვებიდან წამების შემდეგ, რაკეტა მიმართულებას იცვლის და კვლავ დედამიწისკენ ეშვება.
ის ზღვაში ჩავარდა და როგორც კადრებში ჩანს, აფეთქდა.

ამის მიუხედავად, Isar Aerospace-ში აცხადებენ, რომ რეალურად, რაკეტის გაშვება წარმატებული იყო, რადგან ინჟინრებს მისცა ვრცელი და საჭირო მონაცემები.
”პირველმა სატესტო ფრენამ გაამართლა ჩვენი ყველა მოლოდინი და მიაღწია დიდ წარმატებას”, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დანიელ მეტცლერი.

რაკეტა Spectrum არის 28 მეტრის სიგრძის და 10 ძრავა აქვს. კოსმოსური ხომალდი სპეციალურად შექმნილია მცირე და საშუალო ზომის თანამგზავრების ორბიტაზე გასატანად.

აღსანიშნავია, რომ "კოსმოსური რბოლა" გლობალური მასშტაბით კიდევ უფრო აჩქარდა და უფრო აქტიური გახდა. კოსმოსური რაკეტის გაშვებისთვის დიდი ბრიტანეთიც ემზადება. ისინი აცხადებენ, რომ რაკეტა მიმდინარე წლის ბოლოსთვის შოტლანდიის კოსმოდრომიდან გაეშვება.