მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

24 წლის გიგა და­უშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი 9 თე­ბერ­ვლი­დან ეძებ­და, სამ­წუ­ხა­როდ გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდის ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ყვე­ლა ძა­ლი­ან გა­ნიც­დის მომ­ხდარს. თით­ქმის ორი თვე ეძებ­და ოჯა­ხი სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდას.

  • ცნო­ბი­ლია, რომ გიგა 9 თე­ბერ­ვალს გა­ვი­და სახ­ლი­დან. მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ ბო­ლოს ისი­ნი ერ­თად იყ­ვნენ დიღ­მის ჭა­ლებ­ში. სწო­რედ იქ იპო­ვეს და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც. გან­გა­შის ზარი დე­დამ იმა­ვე დღეს ჩა­მოკ­რა და ყველ­გან ეძებ­და თა­ვის შვილს.

იმ ღა­მით შვი­ლი რომ ვერ­სად იპო­ვა, მე­ო­რე დი­ლი­დან საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩარ­თო და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი პო­ლი­ცი­ამ და მაშ­ვე­ლებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს. დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მტკვრის მთე­ლი პე­რი­მეტ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით ის ად­გი­ლი, სა­დაც ბო­ლოს გი­გას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, თუმ­ცა მა­შინ ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გიგა და­უშ­ვი­ლი სწო­რედ მტკვარ­შია პა­რას­კევს ნა­პოვ­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ ცხე­და­რი მდი­ნა­რემ გა­მო­რი­ყა. აქვს თუ არა და­ზი­ა­ნე­ბა ცხე­დარს, რა გახ­და მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, ეს და ბევ­რი სხვა დე­ტა­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია. ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და და სახ­ლშია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

გიგა და­უშ­ვი­ლის დედა, ნა­თია და­უშ­ვი­ლი 4 დღის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბო­და თა­ვი­სი შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბავს და ითხოვ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს კი­დევ ერთხელ და­ე­კი­თხათ გი­გას ის მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან ერ­თად იყ­ვნენ ბოლო წუ­თებ­ში.

მას ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცემ­ლე­ბი კი­თხვა აქვს დღემ­დე, რად­გან რო­გორც ამ­ბობს, მისი შვი­ლის ორი მე­გო­ბა­რი სულ სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობ­და და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ ამ­ბავს ჰყვე­ბო­და. დე­დის ეჭ­ვე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვია და იმე­დია ამ კი­თხვებს გა­მო­ძი­ე­ბა გას­ცემს პა­სუხს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი ემო­ცი­ე­ბით სა­უბ­რო­ბენ 24 წლის ბიჭ­ზე, ბიჭ­ზე, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეძებ­და....წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ავრცელებენ. ყველა ძალიან განიცდის მომხდარს. თითქმის ორი თვე ეძებდა ოჯახი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას.

  • ცნობილია, რომ გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც. განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს.

იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს. დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიგა დაუშვილი სწორედ მტკვარშია პარასკევს ნაპოვნი, სავარაუდოდ ცხედარი მდინარემ გამორიყა. აქვს თუ არა დაზიანება ცხედარს, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, ეს და ბევრი სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სახლშია გადასვენებული.

გიგა დაუშვილის დედა, ნათია დაუშვილი 4 დღის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ჰყვებოდა თავისი შვილის გაუჩინარების ამბავს და ითხოვდა სამართალდამცავებს კიდევ ერთხელ დაეკითხათ გიგას ის მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ბოლო წუთებში.

მას ბევრი პასუხგაუცემლები კითხვა აქვს დღემდე, რადგან როგორც ამბობს, მისი შვილის ორი მეგობარი სულ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდა და ურთიერთგამომრიცხავ ამბავს ჰყვებოდა. დედის ეჭვებიც ბუნებრივია და იმედია ამ კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს.

სოციალურ ქსელში ახლობლები ემოციებით საუბრობენ 24 წლის ბიჭზე, ბიჭზე, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა....წაიკითხეთ ასევე