საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო! მტერი რუსეთია და ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!“ - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
“გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო! მტერი რუსეთია და ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!“ - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ 2008 წელს ომი რუ­სეთ­მა და­ი­წყო და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნალ­მა უკვე გა­მო­ი­ძია.

“ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვს, ახალ­გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მუდ­მი­ვი შრო­მა, სწავ­ლა, გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა სჭირ­დე­ბა, რო­გო­რი გა­უ­გე­ბა­რიც არ უნდა იყოს, გა­მუდ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და­პი­რის­პი­რე­ბა და გარ­ჩე­ვა თე­მის, თუ ვი­ნაა მტე­რი. ამ და­პი­რის­პი­რე­ბებ­ში მტე­რი იკარ­გე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ ჩნდე­ბა მტრო­ბა, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის მტრო­ბა. ეს უნდა მტერ­საც. ჩვენ მის სურ­ვილს ვას­რუ­ლებთ, ნა­წი­ლი შე­უგ­ნებ­ლად, ნა­წი­ლი შეგ­ნე­ბუ­ლად, ზო­გიც მდუ­მა­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი მტე­რი ჰყავ­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე. ასე­თი იყო მსოფ­ლიო ათას­წლე­უ­ლე­ბი - მტრუ­ლი.

  • ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში კი, ღიად, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით, თუ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი არის რუ­სე­თი და მისი პო­ლი­ტი­კა.

ვინც ამ პოსტს წა­ი­კი­თხავს, სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას იტყვის, თუ გა­ი­ფიქ­რებს, მათ მინ­და ვუ­თხრა, პა­ტი­ვის­ცე­მით, გულ­წრფე­ლად-- ყო­ვე­ლი კა­მა­თი­სას, რო­მე­ლიც 2008 წელს ეხე­ბა, ყო­ვე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი­სას, რო­მე­ლიც გი­ორ­გის ეძღვნე­ბა, მე არ ვარ მხო­ლოდ მე­უღ­ლე, დედა, ოჯა­ხის წევ­რი...

ჩემ­გან, ადა­მი­ა­ნე­ბი, კი­თხვე­ბით, ზოგ­ჯერ შე­უ­კი­თხა­ვად, ელო­დე­ბი­ან პო­ზი­ცი­ას, აზრს... ხში­რად ეს და­მა­ტე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მძენს, კი­დევ მეტს, ვიდ­რე მაქვს, მი­ზეზ­თა გამო...

  • ბევ­რჯერ მით­ქვამს და რამ­დენ­ჯე­რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, სულ გა­ვი­მე­ო­რებ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე - ომი რუ­სეთ­მა და­ი­წყო!!! რუ­სე­თი სხვა წლებ­შიც გვე­ო­მე­ბო­და!!! მტე­რი რუ­სე­თია, რო­მე­ლიც ხში­რად იყე­ნებს სე­პა­რა­ტის­ტებს, შიდა მტრებს!!!

ყვე­ლა კა­მა­თი, რაც ჩვენს შო­რის ჩაღ­დე­ბა ომის თე­მა­ზე, მტრის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მათ კვლავ მოგ­ვა­ყე­ნონ შე­უ­რა­ცხყო­ფა, თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით. დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლონ, სა­კუ­თა­რი ბრა­ლი შე­მოგ­ვიტ­რი­ა­ლონ, ბო­დი­შე­ბი მო­ი­თხო­ვონ... სა­ბო­ლო­ოდ კი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა, შე­საძ­ლოა წარ­მოშ­ვას ჩვე­ნი გმი­რე­ბის თავ­და­დე­ბი­სად­მი გარ­კვე­უ­ლი კი­თხვის ნიშ­ნე­ბის საფრ­თხე.

ვის უნდა ეს? ვის სჭირ­დე­ბა?

ჩემი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქის შე­ხე­დუ­ლე­ბა ასე­თია:

სამ­ხედ­რო თე­მებ­ზე, გარ­კვე­ულ შეც­დო­მებ­ზე, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, მსჯე­ლო­ბენ, სამ­ხედ­რო­ე­ბი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბი. შიდა პო­ლი­ტი­კი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­კი­თხებს გა­მიჯ­ნა­ვენ ხოლ­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში. ჩვენ­ნა­ი­რი მძი­მე ხვედ­რის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე, გა­მოც­დი­ლე­ბას იღე­ბენ და საქ­მით ას­წო­რე­ბენ ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ.

ჩემი მხარ­და­ჭე­რა და პა­ტი­ვის­ცე­მა ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს!

ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი მა­თაც, სა­ხელ­მწი­ფო­საც და მთელ იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც, რომ­ლის­თვი­საც გა­და­ხედ­ვას, შე­ფა­სე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­კი­თხი, რომ

ომი რუ­სეთ­მა და სე­პა­რა­ტის­ტებ­მა და­ი­წყეს, ჩემი ქვე­ყა­ნა თავს იცავ­და თა­ვის მი­წა­ზე!

ისე­დაც ცხა­დი ეს ამ­ბა­ვი კი გა­მო­ი­ძია და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი დას­კვნით გა­ამ­ყა­რა მსოფ­ლი­ოს კომ­პე­ტენ­ტურ­მა, სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით­მა, სპე­ცი­ა­ლურ­მა ორ­გა­ნომ--ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნალ­მა!

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვის­თვი­საც ფა­სე­უ­ლია ჩვე­ნი გმი­რე­ბის ღვაწ­ლი, ხოლო მათი ოჯა­ხე­ბის ტკი­ვი­ლი გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ჩემ­თვის, გი­ორ­გის და სხვა და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის ტრა­გი­კუ­ლად შე­წყვე­ტილ სი­ცო­ცხლე­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის მხო­ლოდ რუ­სე­თი და მის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი ჩვენს მი­წა­ზე.

ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს!“ - წერს მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე.

  • სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცხინ­ვალ­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს. ან­წუ­ხე­ლი­ძის ცხე­და­რი ცხინ­ვა­ლი­დან 2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში გად­მო­ას­ვე­ნეს. მისი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი კი ინ­ტერ­ნეტ­ში 2009 წელს გავ­რცელ­და. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო! მტერი რუსეთია და ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!“ - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

“გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო! მტერი რუსეთია და ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!“ - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და ეს ყველაფერი ჰააგის ტრიბუნალმა უკვე გამოიძია.

“ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ახალგაზრდა სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელსაც განვითარებისთვის მუდმივი შრომა, სწავლა, გამოცდილების შეძენა სჭირდება, როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს, გამუდმებით მიმდინარეობს დაპირისპირება და გარჩევა თემის, თუ ვინაა მტერი. ამ დაპირისპირებებში მტერი იკარგება, სამაგიეროდ ჩნდება მტრობა, თანამოქალაქეებს შორის მტრობა. ეს უნდა მტერსაც. ჩვენ მის სურვილს ვასრულებთ, ნაწილი შეუგნებლად, ნაწილი შეგნებულად, ზოგიც მდუმარებით.

საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა საუკუნეების მანძილზე. ასეთი იყო მსოფლიო ათასწლეულები - მტრული.

  • ჩვენს საუკუნეში კი, ღიად, საომარი მოქმედებებით, თუ ხელოვნურად შექმნილი შიდა დაპირისპირებებით, პროვოკაციებით, საქართველოს მტერი არის რუსეთი და მისი პოლიტიკა.

ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, საკუთარ მოსაზრებას იტყვის, თუ გაიფიქრებს, მათ მინდა ვუთხრა, პატივისცემით, გულწრფელად-- ყოველი კამათისას, რომელიც 2008 წელს ეხება, ყოველი გამონათქვამისას, რომელიც გიორგის ეძღვნება, მე არ ვარ მხოლოდ მეუღლე, დედა, ოჯახის წევრი...

ჩემგან, ადამიანები, კითხვებით, ზოგჯერ შეუკითხავად, ელოდებიან პოზიციას, აზრს... ხშირად ეს დამატებით პასუხისმგებლობას მძენს, კიდევ მეტს, ვიდრე მაქვს, მიზეზთა გამო...

  • ბევრჯერ მითქვამს და რამდენჯერაც საჭირო იქნება, სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო!!! რუსეთი სხვა წლებშიც გვეომებოდა!!! მტერი რუსეთია, რომელიც ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!!!

ყველა კამათი, რაც ჩვენს შორის ჩაღდება ომის თემაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. საშუალებას აძლევს მათ კვლავ მოგვაყენონ შეურაცხყოფა, თავიანთი განცხადებებით. დაგვადანაშაულონ, საკუთარი ბრალი შემოგვიტრიალონ, ბოდიშები მოითხოვონ... საბოლოოდ კი, ამ ყველაფერმა, შესაძლოა წარმოშვას ჩვენი გმირების თავდადებისადმი გარკვეული კითხვის ნიშნების საფრთხე.

ვის უნდა ეს? ვის სჭირდება?

ჩემი, როგორც მოქალაქის შეხედულება ასეთია:

სამხედრო თემებზე, გარკვეულ შეცდომებზე, დახურულ კარს მიღმა, მსჯელობენ, სამხედროები და კომპეტენტური პირები. შიდა პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესის საკითხებს გამიჯნავენ ხოლმე პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებებში. ჩვენნაირი მძიმე ხვედრის მქონე ქვეყანაში, თანამემამულეები, მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე, გამოცდილებას იღებენ და საქმით ასწორებენ ერთმანეთის მხარდამხარ.

ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველ სამხედროებს!

ჩემი სიყვარული მათაც, სახელმწიფოსაც და მთელ იმ საზოგადოებასაც, რომლისთვისაც გადახედვას, შეფასებას არ ექვემდებარება საკითხი, რომ

ომი რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიწყეს, ჩემი ქვეყანა თავს იცავდა თავის მიწაზე!

ისედაც ცხადი ეს ამბავი კი გამოიძია და საფუძვლიანი დასკვნით გაამყარა მსოფლიოს კომპეტენტურმა, სამხედრო გამოცდილების მქონე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობითმა, სპეციალურმა ორგანომ--ჰააგის ტრიბუნალმა!

მადლობა ყველას, ვისთვისაც ფასეულია ჩვენი გმირების ღვაწლი, ხოლო მათი ოჯახების ტკივილი გაზიარებული. ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ რუსეთი და მის მიერ წახალისებული სეპარატისტები ჩვენს მიწაზე.

ვემსახურები საქართველოს!“ - წერს მაკა ჩიკვილაძე.

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. ანწუხელიძის ცხედარი ცხინვალიდან 2008 წლის ნოემბერში გადმოასვენეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.