მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის" - თინა ბოკუჩავა
"უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის" - თინა ბოკუჩავა

უტო­პი­ურ და არა­რე­ა­ლის­ტურ სა­კი­თხებ­ზე და­სა­კარ­გი დრო ნამ­დვი­ლად არ არის, ჩვენ ჩვე­ნი ბრძო­ლა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ არა ყალ­ბი მო­ლო­დი­ნე­ბით, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი და პარ­ტი­უ­ლი პლატ­ფორ­მით,- ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს არ­ჩევ­ნებ­თან და ოპო­ზი­ცი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, "არ­ცერთ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს“.

"ჩემი დღეს აქ მოს­ვლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი იყო, რომ გად­მო­მე­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გზავ­ნი­ლი - მათ აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბას­თან, პრო­ტეს­ტის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის რე­გი­ო­ნებ­ში გას­ვლის ჩათ­ვლით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვხე­დავთ, რომ არ­ცერთ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე რე­ა­ლუ­რად, ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ, დღეს რო­დე­საც რე­ჟი­მი რეპ­რე­სი­ე­ბის ახალ ტალ­ღას იწყებს და პირ­და­პირ აა­ნონ­სებს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია დრო. ნამ­დვი­ლად არ არის და­სა­კარ­გი დრო უტო­პი­ურ და არა­რე­ა­ლის­ტურ სა­კი­თხებ­ზე. ამი­ტომ, ჩვენ ჩვე­ნი ბრძო­ლა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ არა ყალ­ბი მო­ლო­დი­ნე­ბით, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი და პარ­ტი­უ­ლი პლატ­ფორ­მით“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ამას­თან, ის ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის გა­ჩა­ღე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც "სამ­ხრეთ ოსეთ­ში" შეჭ­რის ბრძა­ნე­ბა გას­ცეს, უნდა და­ი­სა­ჯონ.

თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ომის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დაბ­რა­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა.

"სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წევ­რე­ბი ისე­ვე, რო­გორც კრემ­ლის ბი­ნა­დარ­ნი და მათი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი ერთ ხმა­ში მი­ე­სალ­მე­ბი­ან წუ­ლუ­კი­ან­თან, ივა­ნიშ­ვილ­თან და რუ­სუ­ლი "ოც­ნე­ბის“ სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, იმ კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის რუ­სუ­ლად გა­და­წე­რას და ომის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დაბ­რა­ლე­ბას. მა­შინ, რო­დე­საც არ­სე­ბო­ბებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს, ჰა­ა­გის სის­ხლის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რა რუ­სე­თი, რომ რუ­სე­თი დამ­ნა­შა­ვე და ოკუ­პან­ტია. დამ­ტკიც­და სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი სარ­დლო­ბის და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სი­მარ­თლე“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის" - თინა ბოკუჩავა

"უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის" - თინა ბოკუჩავა

უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

  • მისი განმარტებით, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს არჩევნებთან და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული მოლოდინები აქვთ, თუმცა, სამწუხაროდ, "არცერთ აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიციები არ არსებობს“.

"ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი - მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო. ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, ის ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, რომ სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავე პირები, რომლებმაც "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ომის საქართველოსთვის დაბრალებას მიესალმება.

"საოკუპაციო რეჟიმის წევრები ისევე, როგორც კრემლის ბინადარნი და მათი პროპაგანდისტები ერთ ხმაში მიესალმებიან წულუკიანთან, ივანიშვილთან და რუსული "ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, იმ კომისიას, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლოესი ისტორიის რუსულად გადაწერას და ომის საქართველოსთვის დაბრალებას. მაშინ, როდესაც არსებობებს სტრასბურგის სასამართლოს, ჰააგის სისხლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში შემოიჭრა რუსეთი, რომ რუსეთი დამნაშავე და ოკუპანტია. დამტკიცდა საქართველოს, ქართული სარდლობის და ქართული სახელმწიფოს სიმართლე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.