პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სიმართლე გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ანდრო ჭიჭინაძე ძალიან მალე გამოვა ციხიდან და 'ახალი თეატრის“ სცენაზე დავბრუნდებით" - დათო დოიაშვილი
"სიმართლე გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ანდრო ჭიჭინაძე ძალიან მალე გამოვა ციხიდან და 'ახალი თეატრის“ სცენაზე დავბრუნდებით" - დათო დოიაშვილი

"ახა­ლი თე­ატ­რი“ რე­გი­ო­ნებ­ში შეხ­ვედ­რებს გა­ნაგ­რძობს. საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტის მე­ექ­ვსე შეხ­ვედ­რა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში შედ­გე­ბა.

  • რო­გორც "ახა­ლი თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა ახალ­ცი­ხე­ში წას­ვლამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, ხე­ლო­ვა­ნე­ბის მა­ნი­ფეს­ტმა მი­ზანს უკვე მი­აღ­წია.

“მგო­ნია, რომ ამ მა­ნი­ფეს­ტმა მი­ზანს მი­აღ­წია. ვფიქ­რობ, რომ ეს არის კარ­გი პლატ­ფორ­მა დი­ა­ლო­გის­თვის. სწო­რედ, ამის­თვის ჩავ­დი­ვართ რე­გი­ო­ნებ­ში. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან ბევ­რი კუ­თხე სხვა­ნა­ი­რად და­ვი­ნა­ხე, მათი პრობ­ლე­მე­ბი. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვე­სა­უბ­რე­ბით ხალ­ხს, ვის­მენთ მათ პრობ­ლე­მებს. ჩემ­თვის კი­დევ უფრო გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ არა მარ­ტო ჩვენ მსა­ხი­ო­ბებ­მა [რე­გი­ო­ნებ­ში] უნდა ვი­ა­როთ, არა­მედ ყვე­ლამ უნდა ვი­ა­როთ, რად­გან დი­ა­ლო­გი და­იძ­რას და ამუ­შავ­დეს. აი, ეს არის მთა­ვა­რი. ჩვენ ახლა ახალ­ცი­ხე­ში მივ­დი­ვართ და მგო­ნია, რომ დღე­ვან­დე­ლი დღეც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

სან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის ყო­ველ სა­სა­მარ­თლო [პრო­ცეს­ზე] მჯე­რა, რომ სი­მარ­თლე რა­ღაც დო­ნე­ზე გა­ი­მარ­ჯვებს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე ძა­ლი­ან მალე [ცი­ხი­დან] გა­მო­ვა და მას­თან ერ­თად “ახა­ლი თე­ატ­რის” სცე­ნა­ზე დავ­ბრუნ­დე­ბით… ეს არის შე­თხზუ­ლი და შე­კო­წი­წე­ბუ­ლი საქ­მე”, - გა­ნა­ცხა­და და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, “ახა­ლი თე­ატ­რის“ საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტის რე­გი­ო­ნებ­ში გას­ვლის შე­სა­ხებ 23 იან­ვარს გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც "ახა­ლი თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით დო­ი­აშ­ვილ­მა მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტი­სას გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რათა დი­ა­ლო­გი შემ­დგა­რი­ყო პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, "პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს არ შე­იმ­ჩნია“.

ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქვე­ყა­ნა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტეს და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის, მათ შო­რის, "ახა­ლი თე­ატ­რის“ მსა­ხი­ო­ბის, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვეს.

ავტორი:

"სიმართლე გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ანდრო ჭიჭინაძე ძალიან მალე გამოვა ციხიდან და 'ახალი თეატრის“ სცენაზე დავბრუნდებით" - დათო დოიაშვილი

"სიმართლე გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ანდრო ჭიჭინაძე ძალიან მალე გამოვა ციხიდან და 'ახალი თეატრის“ სცენაზე დავბრუნდებით" - დათო დოიაშვილი

"ახალი თეატრი“ რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. საპროტესტო მანიფესტის მეექვსე შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში შედგება.

  • როგორც "ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ახალციხეში წასვლამდე ჟურნალისტებთან განმარტა, ხელოვანების მანიფესტმა მიზანს უკვე მიაღწია.

“მგონია, რომ ამ მანიფესტმა მიზანს მიაღწია. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა დიალოგისთვის. სწორედ, ამისთვის ჩავდივართ რეგიონებში. მე პირადად ძალიან ბევრი კუთხე სხვანაირად დავინახე, მათი პრობლემები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვესაუბრებით ხალხს, ვისმენთ მათ პრობლემებს. ჩემთვის კიდევ უფრო გასაგები გახდა, რომ არა მარტო ჩვენ მსახიობებმა [რეგიონებში] უნდა ვიაროთ, არამედ ყველამ უნდა ვიაროთ, რადგან დიალოგი დაიძრას და ამუშავდეს. აი, ეს არის მთავარი. ჩვენ ახლა ახალციხეში მივდივართ და მგონია, რომ დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იქნება.

სანდრო ჭიჭინაძის ყოველ სასამართლო [პროცესზე] მჯერა, რომ სიმართლე რაღაც დონეზე გაიმარჯვებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ძალიან მალე [ციხიდან] გამოვა და მასთან ერთად “ახალი თეატრის” სცენაზე დავბრუნდებით… ეს არის შეთხზული და შეკოწიწებული საქმე”, - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

ცნობისთვის, “ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც "ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, "პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, "ახალი თეატრის“ მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს.