პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი... უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მის მიმართ ჩატარდა იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები" - შსს
"ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი... უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მის მიმართ ჩატარდა იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­უ­რე­ბა "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ პოს­ტში გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს.

უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 28 მარტს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ელე­ნე ხოშ­ტა­რია პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­კავ­და.

  • "და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად ის გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა პო­ლი­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბა­ში, შემ­დგომ კი დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში.

იზო­ლა­ტორ­ში მო­თავ­სე­ბამ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ და­ი­წყო კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის 2016 წლის 2 აგ­ვის­ტო ბრძა­ნე­ბა №423 - ით რე­გუ­ლირ­დე­ბა.

პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლი­სას ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ და­არ­ღვია იზო­ლა­ტო­რის ში­ნა­გა­ნა­წე­სი, კერ­ძოდ ის უარს აცხა­დებ­და მო­თავ­სე­ბის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლად გავ­ლა­ზე და იქ­ცე­ო­და აგ­რე­სი­უ­ლად. იზო­ლა­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის არა­ერ­თგზის მო­წო­დე­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი გან­მარ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის კვლავ უარს აცხა­დებ­და შე­მოწ­მე­ბა­ზე. უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­და დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შე­სახ­ლე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ შე­მოწ­მე­ბი­სას და­კა­ვე­ბულს თან აღ­მო­აჩ­ნდა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­ზეც და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.

იზო­ლა­ტორ­ში მო­თავ­სე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი აღ­ბეჭ­დი­ლია იზო­ლა­ტო­რის ვი­დეო-სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რებ­ზე. და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სი­თა და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის თან­ხმო­ბით, შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ გა­ეც­ნონ არ­სე­ბულ ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებს.

ამას­თან, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შე­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რა­ზე" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი... უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მის მიმართ ჩატარდა იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები" - შსს

"ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი... უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მის მიმართ ჩატარდა იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში გამოთქმულ ბრალდებებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.

  • "დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 - ით რეგულირდება.

პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: