პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის ელჩს ვთხოვე სასაფლაოზე ამომყოლოდა, სადაც ნივთმტკიცებულება იყო" - აგვისტოს ომის უცნობი ამბები: რას იხსენებს გენერალი ყურაშვილი
"რუსეთის ელჩს ვთხოვე სასაფლაოზე ამომყოლოდა, სადაც ნივთმტკიცებულება იყო" - აგვისტოს ომის უცნობი ამბები: რას იხსენებს გენერალი ყურაშვილი

ოსე­ბის მო­თხოვ­ნა იყო, ვინ­მე მო­ვი­დეს, მოგ­ვხე­დოს, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გვას­წო­რე­ბენ მი­წას­თა­ნო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის­თვის მი­ე­მარ­თათ. და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხართ, რომ რუ­სე­თის ელჩი იქ იყო, ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ არ შე­უშ­ვეს... რად­გან ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვით ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნი­ქოზ­ში ავიყ­ვა­ნეთ, ვა­ნა­ხეთ დამ­წვა­რი სა­ხუ­რა­ვე­ბი, გა­დამ­წვა­რი იყო სახ­ლე­ბი, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, - ამის შე­სა­ხებ 2008 წლის აგ­ვის­ტოს სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის შტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ­მა მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • მას ამ წუ­თებ­ში, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში უს­მე­ნენ. ის დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

"4 რი­ცხვში გაგ­რძელ­და გა­აფ­თრე­ბუ­ლი შე­ტე­ვა, ნი­ქოზ­ში სახ­ლე­ბი, სა­ხუ­რა­ვე­ბი იწ­ვის, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, მი­ჭირს უკვე ამ ყვე­ლაფ­რის გა­ჩე­რე­ბა. ქარ­თულ­მა მხა­რემ თა­ვი­სი სი­მარ­თლე რომ და­ამ­ტკი­ცოს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, თბი­ლის­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ ელ­ჩებს სთხოვს, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თონ - ეს არის 5 აგ­ვის­ტო, პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მათ­გან [მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის­გან] მო­დი­ო­და. ეს მო­თხოვ­ნა და­უკ­მა­ყო­ფი­ლეს, დიპ­ლო­მა­ტე­ბის კო­ლო­ნა მო­ა­წყვეს. ოსე­ბის მო­თხოვ­ნა იყო, ვინ­მე მო­ვი­დეს, მოგ­ვხე­დოს, იმი­ტომ რომ ქარ­თვე­ლე­ბი გვას­წო­რე­ბენ მი­წას­თა­ნო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის­თვის მი­ე­მარ­თათ...

[მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რემ] მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა, რომ აუ­ტა­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ქარ­თვე­ლე­ბი მი­წას­თან ას­წო­რე­ბენ და გვიშ­ვე­ლე­თო... არა­ფე­რი სა­ნა­ხა­ვი არ ჰქონ­დათ და არ შე­უშ­ვეს, ერგნე­თი­დან გა­მო­აბ­რუ­ნეს - მა­შინ იყო კო­კო­ი­თის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ბო­რის ჩო­ჩი­ე­ვი. ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ეს იყო პი­კა­პის ტი­პის 16 მან­ქა­ნის­გან შემ­დგა­რი კო­ლო­ნა. და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხართ, რომ რუ­სე­თის ელჩი იქ იყო, ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ არ შე­უშ­ვეს... რად­გან ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვით ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნი­ქოს­ში ავიყ­ვა­ნეთ, ვა­ნა­ხეთ დამ­წვა­რი სა­ხუ­რა­ვე­ბი, გა­დამ­წვა­რი იყო სახ­ლე­ბი, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვა­ზე, ელ­ჩებ­თან ერ­თად კი­დევ ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეკა ზღუ­ლა­ძეც იქ იყო.

"რუ­სე­თის ელჩს ვთხოვ და ვე­უბ­ნე­ბი, ნი­ქოზ­ში სა­საფ­ლა­ო­ზე ამომ­ყვეს, სა­დაც ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, სა­საფ­ლა­ოა, რო­მელ­საც რკი­ნის ჯე­ბი­რი აქვს, რკი­ნის ჯე­ბირ­ზე მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ტყვი­ამფრქვე­ვის მორ­ტყმუ­ლი იყო, მინ­დო­და, ეს ფაქ­ტი უშუ­ა­ლოდ ენა­ხა...

ძა­ლი­ან დიდი სი­ცხე იყო, ბევ­რმა და­ი­ზა­რა, მაგ­რამ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­ვუშ­ვი, რომ ეს ფაქ­ტი და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, ძა­ლი­ან ბევ­რი ელჩი იყო, არ და­ი­ზა­რეს, ამო­ვიდ­ნენ. ისე­თი დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სი­მაღ­ლეა, ცხინ­ვა­ლის ნა­ხე­ვა­რი ჩანს... ბა­ტო­ნი ზაზა გო­გა­ვა იყო აქ, ამომ­წუ­რა­ვად ისა­უბ­რა, პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტი მქონ­და მას­თან, მე სამ­ხედ­რო ვარ და უშუ­ა­ლოდ ბა­ტონ გე­ნე­რალ­თან ვი­ყა­ვი კონ­ტაქ­ტზე, ყო­ვე­ლი ტყვი­ის გას­რო­ლა, და­ძა­ბუ­ლო­ბა, დრო­ე­ბი იწე­რე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა ელ­ჩე­ბის მხრი­დან ნა­ნახს, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბრი­უ­სელ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და.

"ჩემ­თვის ამო­სუნ­თქვა იყო, რომ ნა­ხავ­დნენ, ბრი­უ­სელ­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და, ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბე­ბი ხდე­ბო­და. ნუ, რო­გორც ჩანს, საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკუ­რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა, სრო­ლა გა­ი­ზარ­და. 6-ში ორი კაპ­რა­ლი დაგ­ვე­ღუ­პა... და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, სრო­ლე­ბის შე­დე­გად, მათ შო­რის, მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ჭურ­ვე­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ერთი ად­გილ­ზე, სა­გუ­შა­გო­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა...კუ­ლახ­მე­ტოვ­მა სამ­ძი­მა­რი არ მი­თხრა, ჩვენ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რომ სამ­ძი­მა­რი უნდა ეთ­ქვა. ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­მეც­ვა­ლა, არც მო­მი­სამ­ძიმ­რა და არც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, დრო­ზე დახ­მა­რე­ბა აღ­მო­მე­ჩი­ნა, რომ გა­და­მერ­ჩი­ნა. პა­სუ­ხი რომ ვერ გამ­ცა და ჩემს მო­თხოვ­ნას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, მი­ზე­ზად მო­იყ­ვა­ნა, სრო­ლის შე­დე­გად ვი­ღაც და­ი­ღუ­პაო, აღ­მოჩ­ნდა, რომ არა­ვინ და­ღუ­პუ­ლი არ იყო, ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას აა­რი­და თავი. ეს იყო იმის ნი­შა­ნი, რომ მე მარ­ტო ვი­ყა­ვი... კი­დევ ქვე­ით­თა მან­ქა­ნა იყო აფეთ­ქე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

  • თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვა­ზე, 7 აგ­ვის­ტოს, როცა ის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი იქ დახ­ვდა თუ არა, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ უკვე „გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო“, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, მას წუ­ლუ­კი­ან­მა მას ჰკი­თხა, მი­ი­ღო თუ არა აღ­ნიშ­ნულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

„რას ჰქვია არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, აბა, ვინ გა­და­წყვი­ტა ეს, აბა კუ­ლახ­მე­ტოვ­მა რა­ტომ გა­აგ­ზავ­ნა იქ და გა­მო­უშ­ვა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ყვე­ლა­ფერ­ში. ზურ­გზე არ შე­მო­მის­ვამს სამ­წუ­ხა­როდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი და არ გა­მო­მიყ­ვა­ნია, აბა რას მე­უბ­ნე­ბით, ვერ გა­ვი­გე, იქ უჩე­მოდ არა­ფე­რი წყდე­ბო­და! ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ სი­ტუ­ა­ცია და­მე­შოშ­მი­ნე­ბი­ნა, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა მე არ მქონ­და. 7-ში ჰოს­პიტ­ლი­დან ჩა­ვე­დი, უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი იყო ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი დაჭ­რი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად, დავ­ხვდი და წა­ვე­დი, სრო­ლე­ბი შე­წყვე­ტი­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ის დახ­ვედ­რო­და, გე­ნე­რალ­მა უპა­სუ­ხა, რომ „ბრძა­ნე­ბა იყო“.

"ყვე­ლა ბრძა­ნე­ბას გენშტა­ბის უფ­რო­სის­გან ვი­ღებ­დი. სრო­ლე­ბი არ იყო, სიმ­შვი­დე იყო 7-ში...კად­რე­ბი ჩანს, რო­დის გად­მო­დის [სა­ა­კაშ­ვი­ლი] მან­ქა­ნი­დან, რო­დის ჯდე­ბა, ვინ მოჰ­ყვე­ბა, დე­რე­ფან­ში სად შევ­დი­ვართ, გა­მოვ­დი­ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა, რა­საც წუ­ლუ­კი­ან­მა რეპ­ლი­კით უპა­სუ­ხა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე ჩქა­რა და­დი­ო­და, შე­იძ­ლე­ბა ოპე­რა­ტორს ვერ მო­ეს­წრო გა­და­ღე­ბა და იქვე დას­ძი­ნა, რომ „ხან­და­ხან თუ არ იხუმ­რე­ბენ, არ გა­მო­ვა“.

"2008 წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი თხოვ­ნაა, ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქალ­ბა­ტო­ნო თეა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, მო­ვე­დი, თავს არ ვა­რი­დებ, მაგ­რამ კი­დევ ერთი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, სა­კუ­თა­რი თავი საფრ­თხე­ში არ ჩა­ვიგ­დო. ამას მტე­რიც უყუ­რებს, გა­მა­დი­დებ­ლით უყუ­რე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რალ­მა, რა­ზეც მას წუ­ლუ­კი­ა­ნი ჩა­ე­კი­თხა, თუ ვის­გან მო­დი­ო­და საფრ­თხე. აღ­ნიშ­ნულს ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ „რუ­სე­თი­დან“.

„მარ­ტო თქვენ­თვის შე­იძ­ლე­ბა არ მომ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი“, - მი­მარ­თა მას წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­ზეც ყუ­რაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ მისი თხოვ­ნაა, „აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხილ­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნუ შე­ვი­დოდ­ნენ“, თუმ­ცა, მას წუ­ლუ­კი­ან­მა უთხრა, რომ მის­თვის გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბის დას­მა მა­ინც მო­უ­წევთ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"რუსეთის ელჩს ვთხოვე სასაფლაოზე ამომყოლოდა, სადაც ნივთმტკიცებულება იყო" - აგვისტოს ომის უცნობი ამბები: რას იხსენებს გენერალი ყურაშვილი

"რუსეთის ელჩს ვთხოვე სასაფლაოზე ამომყოლოდა, სადაც ნივთმტკიცებულება იყო" - აგვისტოს ომის უცნობი ამბები: რას იხსენებს გენერალი ყურაშვილი

ოსების მოთხოვნა იყო, ვინმე მოვიდეს, მოგვხედოს, იმიტომ, რომ ქართველები გვასწორებენ მიწასთანო, გადაწყვეტილება მიიღეს, დიპლომატიური კორპუსისთვის მიემართათ. დაზუსტებით შემიძლია გითხართ, რომ რუსეთის ელჩი იქ იყო, ჩამობრძანებული იყო, მაგრამ არ შეუშვეს... რადგან ჩამობრძანებული იყვნენ, ხელიდან არ გავუშვით ეს შესაძლებლობა და ნიქოზში ავიყვანეთ, ვანახეთ დამწვარი სახურავები, გადამწვარი იყო სახლები, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა.

  • მას ამ წუთებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უსმენენ. ის დეტალურად ჰყვება 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს.

"4 რიცხვში გაგრძელდა გააფთრებული შეტევა, ნიქოზში სახლები, სახურავები იწვის, კატასტროფული მდგომარეობაა, მიჭირს უკვე ამ ყველაფრის გაჩერება. ქართულმა მხარემ თავისი სიმართლე რომ დაამტკიცოს, გადაწყვეტილებას იღებს, თბილისში აკრედიტებულ ელჩებს სთხოვს, კონფლიქტის ზონის მიმართულებით გაემართონ - ეს არის 5 აგვისტო, პირველი ინიციატივა მათგან [მოწინააღმდეგე მხარისგან] მოდიოდა. ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, დიპლომატების კოლონა მოაწყვეს. ოსების მოთხოვნა იყო, ვინმე მოვიდეს, მოგვხედოს, იმიტომ რომ ქართველები გვასწორებენ მიწასთანო, გადაწყვეტილება მიიღეს, დიპლომატიური კორპუსისთვის მიემართათ...

[მოწინააღმდეგე მხარემ] მსოფლიო საზოგადოებას მიმართა, რომ აუტანელ მდგომარეობაში არიან, ქართველები მიწასთან ასწორებენ და გვიშველეთო... არაფერი სანახავი არ ჰქონდათ და არ შეუშვეს, ერგნეთიდან გამოაბრუნეს - მაშინ იყო კოკოითის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ეს იყო პიკაპის ტიპის 16 მანქანისგან შემდგარი კოლონა. დაზუსტებით შემიძლია გითხართ, რომ რუსეთის ელჩი იქ იყო, ჩამობრძანებული იყო, მაგრამ არ შეუშვეს... რადგან ჩამობრძანებული იყვნენ, ხელიდან არ გავუშვით ეს შესაძლებლობა და ნიქოსში ავიყვანეთ, ვანახეთ დამწვარი სახურავები, გადამწვარი იყო სახლები, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო“, - განაცხადა ყურაშვილმა.

წულუკიანის კითხვაზე, ელჩებთან ერთად კიდევ ვინ იმყოფებოდა, გენერალმა უპასუხა, რომ ეკა ზღულაძეც იქ იყო.

"რუსეთის ელჩს ვთხოვ და ვეუბნები, ნიქოზში სასაფლაოზე ამომყვეს, სადაც ნივთმტკიცებულებაა, სასაფლაოა, რომელსაც რკინის ჯებირი აქვს, რკინის ჯებირზე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის მორტყმული იყო, მინდოდა, ეს ფაქტი უშუალოდ ენახა...

ძალიან დიდი სიცხე იყო, ბევრმა დაიზარა, მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გავუშვი, რომ ეს ფაქტი დამემტკიცებინა, ძალიან ბევრი ელჩი იყო, არ დაიზარეს, ამოვიდნენ. ისეთი დომინირებული სიმაღლეა, ცხინვალის ნახევარი ჩანს... ბატონი ზაზა გოგავა იყო აქ, ამომწურავად ისაუბრა, პირდაპირ კონტაქტი მქონდა მასთან, მე სამხედრო ვარ და უშუალოდ ბატონ გენერალთან ვიყავი კონტაქტზე, ყოველი ტყვიის გასროლა, დაძაბულობა, დროები იწერებოდა“, - განაცხადა ყურაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა რეაგირება მოჰყვა ელჩების მხრიდან ნანახს, გენერალმა უპასუხა, რომ ყველაფერი ბრიუსელში იგზავნებოდა.

"ჩემთვის ამოსუნთქვა იყო, რომ ნახავდნენ, ბრიუსელში იგზავნებოდა, ამაზე რეაგირებები ხდებოდა. ნუ, როგორც ჩანს, საქმიდან გამომდინარე, უკურეაგირება მოჰყვა, სროლა გაიზარდა. 6-ში ორი კაპრალი დაგვეღუპა... დაძაბული ვითარება იყო, სროლების შედეგად, მათ შორის, მსხვილკალიბრიანი ჭურვების აფეთქების შედეგად, ერთი ადგილზე, საგუშაგოზე დაიღუპა, მეორე სისხლისგან დაიცალა...კულახმეტოვმა სამძიმარი არ მითხრა, ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ სამძიმარი უნდა ეთქვა. ორი ადამიანი გარდამეცვალა, არც მომისამძიმრა და არც საშუალება მომცა, დროზე დახმარება აღმომეჩინა, რომ გადამერჩინა. პასუხი რომ ვერ გამცა და ჩემს მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა, მიზეზად მოიყვანა, სროლის შედეგად ვიღაც დაიღუპაო, აღმოჩნდა, რომ არავინ დაღუპული არ იყო, ამოცანის შესრულებას აარიდა თავი. ეს იყო იმის ნიშანი, რომ მე მარტო ვიყავი... კიდევ ქვეითთა მანქანა იყო აფეთქებული“, - განაცხადა ყურაშვილმა.

  • თეა წულუკიანის კითხვაზე, 7 აგვისტოს, როცა ის ადგილზე ჩავიდა, მიცვალებულები იქ დახვდა თუ არა, გენერალმა უპასუხა, რომ უკვე „გამოყვანილი იყო“, რასთან დაკავშირებითაც, მას წულუკიანმა მას ჰკითხა, მიიღო თუ არა აღნიშნულში მონაწილეობა.

„რას ჰქვია არ მიმიღია მონაწილეობა, აბა, ვინ გადაწყვიტა ეს, აბა კულახმეტოვმა რატომ გააგზავნა იქ და გამოუშვა, მონაწილეობა მივიღე ყველაფერში. ზურგზე არ შემომისვამს სამწუხაროდ მიცვალებულები და არ გამომიყვანია, აბა რას მეუბნებით, ვერ გავიგე, იქ უჩემოდ არაფერი წყდებოდა! ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სიტუაცია დამეშოშმინებინა, სხვა საშუალება მე არ მქონდა. 7-ში ჰოსპიტლიდან ჩავედი, უმაღლესი მთავარსარდალი იყო ჩამობრძანებული დაჭრილების სანახავად, დავხვდი და წავედი, სროლები შეწყვეტილი იყო“, - განაცხადა ყურაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა აუცილებლობა იყო მიხეილ სააკაშვილს ის დახვედროდა, გენერალმა უპასუხა, რომ „ბრძანება იყო“.

"ყველა ბრძანებას გენშტაბის უფროსისგან ვიღებდი. სროლები არ იყო, სიმშვიდე იყო 7-ში...კადრები ჩანს, როდის გადმოდის [სააკაშვილი] მანქანიდან, როდის ჯდება, ვინ მოჰყვება, დერეფანში სად შევდივართ, გამოვდივართ“, - განაცხადა ყურაშვილმა, რასაც წულუკიანმა რეპლიკით უპასუხა, რომ სააკაშვილი ისე ჩქარა დადიოდა, შეიძლება ოპერატორს ვერ მოესწრო გადაღება და იქვე დასძინა, რომ „ხანდახან თუ არ იხუმრებენ, არ გამოვა“.

"2008 წელთან დაკავშირებით, ჩემი თხოვნაა, ჰააგის ტრიბუნალიდან გამომდინარე, ქალბატონო თეა, ვალდებულება მაქვს, მოვედი, თავს არ ვარიდებ, მაგრამ კიდევ ერთი ვალდებულება მაქვს, საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩავიგდო. ამას მტერიც უყურებს, გამადიდებლით უყურებენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა გენერალმა, რაზეც მას წულუკიანი ჩაეკითხა, თუ ვისგან მოდიოდა საფრთხე. აღნიშნულს ყურაშვილმა უპასუხა, რომ „რუსეთიდან“.

„მარტო თქვენთვის შეიძლება არ მომდინარეობს, საქართველოა ოკუპირებული“, - მიმართა მას წულუკიანმა, რაზეც ყურაშვილმა უპასუხა, რომ მისი თხოვნაა, „აღნიშნულის განხილვაში განსაკუთრებულად ნუ შევიდოდნენ“, თუმცა, მას წულუკიანმა უთხრა, რომ მისთვის გარკვეული კითხვების დასმა მაინც მოუწევთ.

წაიკითხეთ ასევე: