Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიუსელი ომისთვის ემზადება" - ვიქტორ ორბანი
"ბრიუსელი ომისთვის ემზადება" - ვიქტორ ორბანი

ვხე­დავ, რომ ბრი­უ­სე­ლი ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა და ეს სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ვიქ­ტორ ორ­ბან­მა მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ბრი­უ­სე­ლი ევ­რო­პულ ოჯა­ხებს საკ­ვე­ბის მო­მა­რა­გე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ამ დრო­ის­თვის სა­სა­ცი­ლოა, რომ ისი­ნი აპი­რე­ბენ ბრი­უ­სე­ლი­დან გა­უგ­ზავ­ნონ მე­სი­ჯი ყვე­ლა ევ­რო­პულ ოჯახს, რომ მო­ი­მა­რა­გონ 72 სა­ა­თის­თვის საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბი, მაგ­რამ თუ ამას უკა­ნა მხრი­დან შევ­ხე­დავთ, სა­ში­ნე­ლე­ბაა იმის და­ნახ­ვა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ ხალ­ხის გო­ნე­ბა­ში. რა­ღა­ცას აპი­რე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვხე­დავ ევ­რო­პას ომი ემუქ­რე­ბო­დეს. ასე რომ, რო­გორც ჩანს, ბრი­უ­სელს ომის გაგ­რძე­ლე­ბა სურს“, - აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

მისი თქმით, ბრი­უ­სე­ლი უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რით "გა­დახ­ტა“ ომში, უნ­გრე­თი კი მშვი­დო­ბის მხა­რე­საა.

"ჩვენ მშვი­დო­ბის მხა­რეს ვართ. ჩვენ არ ვაწ­ვდით ია­რაღს, არ ვაგ­ზავ­ნით ჯა­რის­კა­ცებს, მაგ­რამ არის ქვეყ­ნე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში და მე ვხე­დავ, რომ ბრი­უ­სე­ლი მათ იცავს, რომ­ლებ­საც სურთ კი­დევ უფრო შორს წა­ვიდ­ნენ ამ ომში. ვხე­დავ იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ უნ­დათ მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი და ა.შ. და იმ ახა­ლი ამ­ბე­ბით, რომ­ლებ­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ - რომ ყვე­ლა ოჯახს უნდა ჰქონ­დეს 72 სა­ა­თის­თვის საკ­მა­რი­სი საკ­ვე­ბი, ვგრძნობ, რომ არის პო­ლი­ტი­კუ­რი მზა­დე­ბა უფრო ღრმა ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

მისი თქმით, სურს უნ­გრე­ლი ოჯა­ხე­ბი და­ამ­შვი­დოს, რომ ომი არ ემუქ­რე­ბათ.

"მინ­და უნ­გრელ ოჯა­ხებს მე­სი­ჯი გა­ვუგ­ზავ­ნო, რომ მათ არა­ფე­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არ უნდა გა­ა­კე­თონ. ომის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. უნ­გრე­თი არა­ვის­თან შევა ომში. ჩვენ დავ­რჩე­ბით მშვი­დო­ბის მხა­რეს და მა­ში­ნაც კი, თუ ევ­რო­პა ომში ჩა­ერ­თვე­ბა, ჩვენ ნამ­დვი­ლად არ შე­ვალთ ომში“, - აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

უნ­გრე­თის პრე­მი­ე­რის ინ­ტერ­ვი­უს ინ­გლი­სურ თარ­გმანს ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კე­რი ზოლ­ტან კო­ვა­ჩი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

"ბრიუსელი ომისთვის ემზადება" - ვიქტორ ორბანი

"ბრიუსელი ომისთვის ემზადება" - ვიქტორ ორბანი

ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება და ეს სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

  • მისი თქმით, ბრიუსელი ევროპულ ოჯახებს საკვების მომარაგებისკენ მოუწოდებს.

"ამ დროისთვის სასაცილოა, რომ ისინი აპირებენ ბრიუსელიდან გაუგზავნონ მესიჯი ყველა ევროპულ ოჯახს, რომ მოიმარაგონ 72 საათისთვის საკმარისი საკვები, მაგრამ თუ ამას უკანა მხრიდან შევხედავთ, საშინელებაა იმის დანახვა, თუ რა შეიძლება იყოს ამ ხალხის გონებაში. რაღაცას აპირებენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ევროპას ომი ემუქრებოდეს. ასე რომ, როგორც ჩანს, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, ბრიუსელი უკრაინის მხარდაჭერით "გადახტა“ ომში, უნგრეთი კი მშვიდობის მხარესაა.

"ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ. ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, არ ვაგზავნით ჯარისკაცებს, მაგრამ არის ქვეყნები ევროკავშირში და მე ვხედავ, რომ ბრიუსელი მათ იცავს, რომლებსაც სურთ კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამ ომში. ვხედავ იმასაც ამბობენ, რომ უნდათ მშვიდობისმყოფელები, ჯარისკაცები და ა.შ. და იმ ახალი ამბებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ - რომ ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს 72 საათისთვის საკმარისი საკვები, ვგრძნობ, რომ არის პოლიტიკური მზადება უფრო ღრმა ომში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, სურს უნგრელი ოჯახები დაამშვიდოს, რომ ომი არ ემუქრებათ.

"მინდა უნგრელ ოჯახებს მესიჯი გავუგზავნო, რომ მათ არაფერი არაჩვეულებრივი არ უნდა გააკეთონ. ომის საფრთხე არ არსებობს. უნგრეთი არავისთან შევა ომში. ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს და მაშინაც კი, თუ ევროპა ომში ჩაერთვება, ჩვენ ნამდვილად არ შევალთ ომში“, - აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის ინტერვიუს ინგლისურ თარგმანს ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.