სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს" - მამუკა ხაზარაძე
"თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს" - მამუკა ხაზარაძე

პარ­ლა­მენ­ტი არის მი­ტა­ცე­ბუ­ლი, კო­მი­სია არის ცირ­კი და ამ ცირ­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ღვარ­ძლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ავ­ტო­მა­ტი რომ მის­ცე, ალ­ბათ, ყვე­ლას დაგ­ვხვრეტს - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ “ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვამ­დე გა­ნა­ცხა­და.

  • ხა­ზა­რა­ძის თქმით, “ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ცირ­კში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ აპი­რებს”.

“ვიმ­ყო­ფე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან მი­ტა­ცე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლო­ში. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დრო­ინ­დე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და პრო­კუ­რო­რე­ბის ხელ­ში, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გად­მო­ი­ბა­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, მუ­რუ­სი­ძის “კლა­ნი”, რო­მე­ლიც ჯი­ბე­ში უდევს შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მო­სა­მარ­თლე და პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბა კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით დას­ჯი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს აქ მოს­ვლას, ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი. ამ პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია ქვეყ­ნის გა­რეთ არა­ვის უღი­ა­რე­ბია. შე­დე­გად ჩვენ მი­ვი­ღეთ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ევ­რო­კავ­ში­რის რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი, აშშ-თან და­კარ­გუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მკაც­რი გან­ცხა­დე­ბა რომ არ­ჩევ­ნებს არ აღი­ა­რე­ბენ და ყო­ველ სამ დღე­ში ერთხელ ვი­ღებთ და­სან­ქცი­რე­ბულ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლებს. ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ი­წყე­ბა “მე­გო­ბა­რი აქ­ტის” გან­ხილ­ვა ამე­რი­კა­ში, რო­მე­ლიც პირ­და­პირ გმობს იმას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მე და ჩემ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად არ ვა­ღი­ა­რეთ პარ­ლა­მენ­ტი და დავ­ტო­ვეთ მან­და­ტე­ბი. როცა არ ვა­ღი­ა­რებთ პარ­ლა­მენტს და შე­სა­ბა­მი­სად, ვტო­ვებთ პარ­ლა­მენტს, არ ვა­ღი­ა­რებთ იმ “ფან­ჩა­ტურს”, ანუ იმ ცირკს, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შექ­მნა. შექ­მნა ერთი მი­ზე­ზის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­აბ­რა­ლოს ომის და­წყე­ბა, რომ ქარ­თველ ხალ­ხს და­ახ­რე­ვი­ნოს თავი.

ეს პარ­ლა­მენ­ტი არის მი­ტა­ცე­ბუ­ლი, ეს კო­მი­სია არის ცირ­კი და ამ ცირ­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ღვარ­ძლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ავ­ტო­მა­ტი რომ მის­ცე, ალ­ბათ, ყვე­ლას დაგ­ვხვრეტს- თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ცირ­კში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ ვა­პი­რებთ”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ავტორი:

"თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს" - მამუკა ხაზარაძე

"თეა წულუკიანს ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს" - მამუკა ხაზარაძე

პარლამენტი არის მიტაცებული, კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანია, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს - თეა წულუკიანი, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა.

  • ხაზარაძის თქმით, “ბიძინა ივანიშვილს ცირკში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს”.

“ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიტაცებული ქვეყნის სასამართლოში. “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მოსამართლეების და პროკურორების ხელში, რომლებიც ძალიან ლამაზად გადმოიბარა ბიძინა ივანიშვილმა, მურუსიძის “კლანი”, რომელიც ჯიბეში უდევს შეთითხნილი ბრალდებებით, შესაბამისად, ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი.

რაც შეეხება ჩემს აქ მოსვლას, ქვეყანაში გვაქვს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია ქვეყნის გარეთ არავის უღიარებია. შედეგად ჩვენ მივიღეთ დასანქცირებული “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები, ევროკავშირის რეზოლუციები, აშშ-თან დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა. ევროპარლამენტის მკაცრი განცხადება რომ არჩევნებს არ აღიარებენ და ყოველ სამ დღეში ერთხელ ვიღებთ დასანქცირებულ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. ასევე, რამდენიმე საათში დაიწყება “მეგობარი აქტის” განხილვა ამერიკაში, რომელიც პირდაპირ გმობს იმას, რაც საქართველოში ხდება. შესაბამისად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ამ არჩევნების შედეგად არ ვაღიარეთ პარლამენტი და დავტოვეთ მანდატები. როცა არ ვაღიარებთ პარლამენტს და შესაბამისად, ვტოვებთ პარლამენტს, არ ვაღიარებთ იმ “ფანჩატურს”, ანუ იმ ცირკს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. შექმნა ერთი მიზეზის გამო, რომ საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება, რომ ქართველ ხალხს დაახრევინოს თავი.

ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანი, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს- თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილს ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, - განაცხადა ხაზარაძემ.