მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ააფეთქა ტრამპმა მსოფლიო წესრიგი და რას იზამს ევროპა? - "ჩვენ ჩვენივე ისტორიის გაკვეთილები დავივიწყეთ... ამერიკაზე დამოკიდებულებამ ევროპული დემოკრატია დაუცველად აქცია"
როგორ ააფეთქა ტრამპმა მსოფლიო წესრიგი და რას იზამს ევროპა? - "ჩვენ ჩვენივე ისტორიის გაკვეთილები დავივიწყეთ... ამერიკაზე დამოკიდებულებამ ევროპული დემოკრატია დაუცველად აქცია"
  • გთა­ვა­ზობთ BBC-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ალან ლიტ­ლის სტა­ტი­ის თარ­გმანს, რომ­ლის ორი­გი­ნა­ლი შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხოთ აქ.

ჩვენ ვხე­დავთ და­სავ­ლე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ კრი­ზისს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კი­დევ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. რო­გორც ერთ-ერ­თმა ექ­სპერ­ტმა თქვა, "ტრამ­პიზ­მი შე­ი­წი­რავს მის [ტრამ­პის] პრე­ზი­დენ­ტო­ბას", მაგ­რამ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი არი­ან მზად გა­ვიდ­ნენ წინა პლან­ზე მა­შინ, რო­დე­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­კენ მი­დის?

1947 წლის თე­ბერ­ვლის ერთ დი­ლას, 09:00 სა­ათ­ზე, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში აშშ-ის ელჩი, ლორ­დი ინ­ვერ­ჩე­პე­ლი, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შე­ვი­და, რათა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ჯორჯ მარშლი­სათ­ვის გა­და­ე­ცა ორი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ცის­ფერ ქა­ღალ­დზე იყო და­ბეჭ­დი­ლი. ერთ-ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ბერ­ძნეთს ეხე­ბო­და, მე­ო­რე- თურ­ქეთს.

ომით და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა, გა­ღა­ტა­კე­ბულ­მა და აშშ-ის მი­მართ დიდი ვა­ლით დატ­ვირ­თულ­მა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ამე­რი­კას აც­ნო­ბა, რომ აღარ შე­ეძ­ლო სა­ბერ­ძნე­თის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის გაგ­რძე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც კო­მუ­ნის­ტუ­რი აჯან­ყე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ. ბრი­ტა­ნეთს უკვე ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი თა­ვი­სი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის გეგ­მა პა­ლეს­ტი­ნი­დან და ინ­დო­ე­თი­დან. ასე­ვე სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფებს ამ­ცი­რებ­და ეგ­ვიპ­ტე­ში.

აშშ-მ მა­შინ­ვე და­ი­ნა­ხა რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, რომ სა­ბერ­ძნე­თი კო­მუ­ნის­ტე­ბის კონ­ტროლ­ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და, შე­სა­ბა­მი­სად, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცე­ო­და. ამე­რი­კას ეში­ნო­და, რომ სა­ბერ­ძნე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლოა თურ­ქე­თი ამო­ე­ღოთ მი­ზან­ში, რაც მოს­კოვს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, და­ემ­ყა­რე­ბი­ნა კონ­ტრო­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, სუ­ე­ცის არხზე, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი ვაჭ­რო­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის გზაა.

და მა­შინ, აშშ-მ მყი­სი­ე­რად შე­ავ­სო ბრი­ტა­ნე­თის წას­ვლით წარ­მოქ­მნი­ლი ვა­კუ­უ­მი.

"ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კა უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან მათი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის მცდე­ლო­ბებს - იქ­ნე­ბა ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მხრი­დან თუ გარე ზე­წო­ლით“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ჰარი ტრუ­მენ­მა იმ­ხა­ნად.

ეს იყო და­სა­წყი­სი იმის, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტრუ­მე­ნის დოქ­ტრი­ნის სა­ხე­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი. მისი არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვა­ში დახ­მა­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის იყო.

ამის შემ­დეგ აშშ-მა ორი მას­შტა­ბუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­მო­ი­წყო: მარშლის გეგ­მა - ევ­რო­პა­ში ომით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნის­თვის დიდი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი და 1949 წელს შექ­მნა ნატო, რათა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან და­ეც­ვა, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის უკვე აკონ­ტრო­ლებ­და ევ­რო­პის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარს.

პრე­ზი­დენ­ტმა ტრუ­მენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შტა­ტებ­მა უნდა მხა­რი და­უ­ჭი­როს თა­ვი­სუ­ფალ ერებს

ეს იყო აშ­კა­რა გარ­და­მა­ვა­ლი მო­მენ­ტი, როცა და­სავ­ლე­თის ლი­დე­რო­ბა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ამე­რი­კას გა­და­ა­ბა­რა.

აშშ, რო­მე­ლიც ორ ოკე­ა­ნეს შო­რის სა­ი­მე­დოდ იყო და­ცუ­ლი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ლი­დე­რად იქცა.

თუმ­ცა, ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ამე­რი­კამ თა­ვი­სი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი ააგო, რო­გორც ჩანს, ახლა იც­ვლე­ბა.

დო­ნალდ ტრამ­პი პირ­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ეჭვქვეშ აყე­ნებს იმ როლს, რო­მე­ლიც მის­მა ქვე­ყა­ნამ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­ზღვრა. თუმ­ცა ამას ისე აკე­თებს, რომ ბევ­რს ჰგო­ნია, ძვე­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გი დას­რულ­და, ხოლო ახა­ლი ჯერ კი­დევ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა.

მთა­ვა­რი კი­თხვაა, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი და­ი­კა­ვე­ბენ ახლა წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას? და, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში თით­ქმის უპ­რე­ცე­დენ­ტო საფრ­თხის წი­ნა­შეა, შეძ­ლე­ბენ კი მისი ლი­დე­რე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მას?

  • გა­მოწ­ვე­ვა ტრუ­მე­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის

დო­ნალდ ტრამ­პი უკვე რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლია ომის­შემ­დგომ სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს აკ­რი­ტი­კებს. 40 წლის წინ, მან სამი ამე­რი­კუ­ლი გა­ზე­თის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­ნი­ფეს­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც აშშ-ის მხრი­დან დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებ­და.

"ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ია­პო­ნია და სხვა ქვეყ­ნე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბით, რა­ტომ არ უხ­დი­ან ეს ქვეყ­ნე­ბი აშშ-ს იმ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი­სა და მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ, რა­საც ჩვენ მათ და­სა­ცა­ვად ვკარ­გავთ?“ - - წერ­და ტრამ­პი 1987 წელს.

ტრამ­პი გახ­და პირ­ვე­ლი აშშ-iს ომის­შემ­დგო­მი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ეჭვქვეშ აყე­ნებს ამე­რი­კის სა­ჭი­რო­ე­ბას, ითა­მა­შოს გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რის როლი

"მსოფ­ლიო ამე­რი­კელ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე იცი­ნის, მა­შინ როცა ჩვენ ვი­ცავთ ხო­მალ­დებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ არ გვე­კუთ­ვნის, ნავ­თობს, რო­მე­ლიც ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა, და ვეხ­მა­რე­ბით მო­კავ­ში­რე­ებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ არ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან", - ამ­ბობ­და ის.

ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა მას მე­ო­რე ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დე­გაც არ შე­უც­ვლია.

ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ზო­გი­ერთ წევ­რს აშ­კა­რად აღი­ზი­ა­ნებს ევ­რო­პის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამე­რი­კა­ზე. ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­და იე­მენ­ში ჰუ­სი­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ავი­ა­ი­ე­რი­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ჟო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან.

ვიცე-პრე­ზი­დენტ ჯეი დი ვენ­სის სა­ხე­ლით შექ­მნილ ან­გა­რიშ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ამ ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბით სარ­გე­ბელს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ნა­ხავ­დნენ, მაგ­რამ არა აშშ. "სა­შინ­ლად არ გვინ­და ევ­რო­პის კვლავ გა­მოხ­სნა“, - ეწე­რა პოს­ტში.

სამი წუ­თის შემ­დეგ, სხვა ან­გა­რი­ში­დან, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ პიტ ჰეგ­სე­თად იქნა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, უპა­სუ­ხა: "ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ თქვენს აღ­შფო­თე­ბას ევ­რო­პუ­ლი პა­რა­ზი­ტო­ბის გამო. ისი­ნი სა­ცო­და­ვე­ბი არი­ან!“

რო­გორც ჩანს, ტრამ­პის პო­ზი­ცია არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნე­ბის კრი­ტი­კით, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, სარ­გებ­ლო­ბენ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გუ­ლუხ­ვო­ბით. მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის და­სა­წყის­ში მან, რო­გორც ჩანს, ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა არ გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი და რომ არ უნდა ელო­დეს იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­მა და­ი­პყრო.

ბევრ ადა­მი­ანს ეს მი­აჩ­ნია ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­ზი­რის დათ­მო­ბად ჯერ კი­დევ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე. სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრამპმა რუ­სე­თის­გან ამის სა­ნაც­ვლოდ არა­ფე­რი მო­ი­თხო­ვა.

მე­ო­რე მხრივ, ტრამ­პის ზო­გი­ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი პუ­ტინს ძლი­ერ ლი­დე­რად აღიქ­ვამს, რო­მე­ლიც მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­სერ­ვა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

  • ნა­ტოს წეს­დე­ბის მე-5 მუხ­ლი "უკვე ძლივს სუნ­თქავს“

თეთ­რი სახ­ლი აცხა­დებს, რომ ის აღარ იქ­ნე­ბა ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი და ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა თა­ვად უნდა აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­დაც­ვა­ზე და გა­და­ი­ხა­დონ ამის­თვის.

"თუ [ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბი] არ გა­და­იხ­დი­ან, მე მათ არ და­ვი­ცავ", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა მარ­ტის და­სა­წყის­ში.

თით­ქმის 80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ქვა­კუ­თხედს წარ­მო­ად­გენ­და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-5 მუხ­ლი, სა­დაც წე­რია, რომ ერთ-ერთი წევ­რის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმა ნიშ­ნავს თავ­დას­ხმას მთელ ალი­ანსზე.

თე­ბერ­ვალ­ში, თეთრ სახ­ლში ვი­ზი­ტამ­დე ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, სერ კირ სტარ­მერ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამ­პი ერ­თგუ­ლია მე-5 მუხ­ლის, თუმ­ცა სხვე­ბი ამა­ში ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

"ვფიქ­რობ, რომ მე-5 მუხ­ლი უკვე ძლივს სუნ­თქავს,თუ ევ­რო­პა, მათ შო­რის დიდი ბრი­ტა­ნე­თი, არ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არ ჩა­დებს სე­რი­ო­ზულ რე­სურ­სებს თავ­დაც­ვა­ში, მა­შინ ეს იქ­ნე­ბა მე-5 მუხ­ლის და­სას­რუ­ლი", - ამ­ბობს ბენ უო­ლე­სი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო ბოლო კონ­სერ­ვა­ტი­ულ მთავ­რო­ბა­ში.

"დღეს მე ვერ დავ­დებ­დი ფსონს იმა­ზე, რომ მე-5 მუხ­ლი ამოქ­მედ­დე­ბა, თუ რუ­სე­თი თავს დაგ­ვეს­ხმე­ბა… ნამ­დვი­ლად ვერ ჩავ­თვლი­დი ამას თა­ვის­თა­ვად მო­სა­ლოდ­ნელ ფაქ­ტად, რომ აშშ მო­ვარ­დე­ბო­და და­სახ­მა­რებ­ლად“, - აცხა­დებს უო­ლე­სი.

ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია Institut Elabe-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, თით­ქმის სამ­მა მე­ო­თხედ­მა ფრან­გმა მი­იჩ­ნია, რომ აშშ არ არის საფ­რან­გე­თის მო­კავ­ში­რე. ასე­ვე, უმ­რავ­ლე­სო­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და ახლა უკვე და­ნი­ა­ში კრი­ტი­კუ­ლად უყუ­რებს აშშ-ს.

"ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტრამპმა ნა­ტოს მი­ა­ყე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლია... ალი­ან­სი იმედს ამ­ყა­რებ­და ამე­რი­კულ გა­რან­ტი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, უკვე აღარ არის სა­ი­მე­დო..." “, - ამ­ბობს ვა­შინგტო­ნის ბრუ­კინგსის ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი, მწე­რა­ლი და კონ­სერ­ვა­ტო­რი კო­მენ­ტა­ტო­რი რო­ბერტ კა­გა­ნი, რო­მე­ლიც ტრამ­პის კრი­ტი­კო­სია.

ტრამ­პი სუ­ლაც არ არის ამე­რი­კის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­პას ურ­ჩევს, თა­ვად იზ­რუ­ნოს თავ­დაც­ვის ხარ­ჯებ­ზე. 2016 წელს ბა­რაკ ობა­მამ უკვე მო­უ­წო­და ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ებს, გა­ე­ზარ­დათ სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტი, და გა­ნა­ცხა­და: "ევ­რო­პა ზოგ­ჯერ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს სა­კუ­თარ თავ­დაც­ვას“.

  • და­ი­წყო თუ არა "და­სავ­ლე­თის ფრაგ­მენ­ტა­ცია“?

ეს ყვე­ლა­ფე­რი პუ­ტი­ნის­თვის კარ­გი ამ­ბა­ვია. "ჩვენ ვხე­დავთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ნგრე­ვას, ევ­რო­პა სულ უფრო მე­ტად იჭ­რე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­ნა­პი­რა ზო­ნა­ში, მას­ში ქა­ოსს იწ­ვევს მიგ­რა­ცი­ი­სა და სხვა მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბის ტალ­ღე­ბი, მას არ­თმე­ვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა­სა და კულ­ტუ­რულ იდენ­ტო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მან გა­სულ წელს.

მარ­ტის და­სა­წყის­ში, ზე­ლენ­სკი­სა და ტრამ­პის ვე­ნას­თან თეთრ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შეხ­ვედ­რი­დან სამი დღის შემ­დეგ, კრემ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "და­სავ­ლე­თის ფრაგ­მენ­ტა­ცია უკვე და­ი­წყო“.

ჩვენ ჩვე­ნი­ვე ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და­ვი­ვი­წყეთ... ევ­რო­პის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, თუ რო­გორ აღი­ჭურ­ვოს სა­თა­ნა­დო თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით.

80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა ამე­რი­კა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და­უც­ვე­ლად აქ­ცია.

მა­გა­ლი­თად, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა შე­ამ­ცი­რა სამ­ხედ­რო ხარ­ჯე­ბი ცივი ომის პიკ­თან შე­და­რე­ბით თით­ქმის 70%-ით. ცივი ომის და­სას­რულს, 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ევ­რო­პამ გა­და­წყვი­ტა, ეცა­და "მშვი­დო­ბის დი­ვი­დენ­დე­ბით“ სარ­გებ­ლო­ბა და მას შემ­დეგ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ცი­რებ­და თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯეტს.

"მოდი ვთქვათ, რომ ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ მშვი­დო­ბის დი­ვი­დენ­დე­ბი­დან კორ­პო­რა­ცი­ულ რე­ი­დე­რო­ბამ­დე გა­და­ვე­დით. [თავ­დაც­ვა] უბ­რა­ლოდ იქცა სფე­როდ, სა­ი­და­ნაც ყვე­ლას შე­ეძ­ლო თან­ხე­ბის ამო­ღე­ბა. და სწო­რედ აქ და­ვი­ვი­წყეთ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი“, - ამ­ბობს ბენ უო­ლე­სი.

გა­სულ თვე­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პარ­ლა­მენტს გა­ნუ­ცხა­და, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი გაზ­რდის სამ­ხედ­რო ხარ­ჯებს მშპ-ის 2.3%-დან 2.5%-მდე 2027 წლის­თვის. მაგ­რამ საკ­მა­რი­სია ეს?

"ეს საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ უბ­რა­ლოდ ად­გილ­ზე დავ­რჩეთ, - აცხა­დებს უო­ლე­სი. - მაგ­რამ არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ აღ­მოვ­ფხვრათ სამ­ხედ­რო მზად­ყოფ­ნის დე­ფი­ცი­ტი და ამო­ვავ­სოთ ის ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა, თუ ამე­რი­კე­ლე­ბი წავ­ლენ. დღეს ახალ­გაზ­რდე­ბი აღარ მი­დი­ან ჯარ­ში და ეს პრობ­ლე­მაა“.

გერ­მა­ნი­ის მო­მა­ვა­ლი კან­ცლე­რი ფრიდ­რიხ მერ­ცი აცხა­დებს, რომ ევ­რო­პამ უნდა მო­ი­პო­ვოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შტა­ტე­ბის­გან. ხოლო ნა­ტოს "ევ­რო­პე­ი­ზა­ცია“ სა­ჭი­რო­ებს ევ­რო­პუ­ლი სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სის შექ­მნას, რო­მელ­საც ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­ნე­ბა, რაც ამ­ჟა­მად მხო­ლოდ აშშ-ს აქვს.

ევ­რო­პის ერთ ნა­წილს ეს­მის, რომ სამ­ხედ­რო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ო­რე ნა­წი­ლი ამ იდე­ის მხარ­და­ჭე­რას არ ჩქა­რობს.

  • ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის შექ­მნა

ის­ტო­რი­კოს ტი­მო­თი გარ­ტონ ეშის თქმით, არ­სე­ბობს მოკ­ლე სია "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა“, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად მხო­ლოდ აშშ-ს აქვს:

"ესაა ე.წ. სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, სა­ტე­ლი­ტე­ბი, დაზ­ვერ­ვა, Patriot-ის ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი - ერ­თა­დერ­თი, რა­საც რუ­სუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა შე­უძ­ლია. ჩვენ (აშშ-ის გარ­და სხვა ქვეყ­ნე­ბი) უნდა ვე­ცა­დოთ, რომ 3-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ვერ­სია შევ­ქმნათ... ნატო იმ­დე­ნად ევ­რო­პუ­ლი უნდა გახ­დეს, რომ მის­მა ძა­ლებ­მა, ევ­რო­კავ­ში­რის ეროვ­ნულ არ­მი­ებ­თან ერ­თად, შეძ­ლონ ევ­რო­პის დაც­ვა - მა­ში­ნაც კი, თუ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი იტყვის: "მარ­ტო დაგვტო­ვეთ“.

"ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე ევ­რო­პა­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბაა იმის შე­სა­ხებ, რო­გორ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს პრო­ექ­ტი და სა­ერ­თოდ, ღირს თუ არა ამის გა­კე­თე­ბა. ეს ტრა­დი­ცი­უ­ლად რთუ­ლი სა­კი­თხია ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო... ასე რომ, იოლი არ იქ­ნე­ბა“, - ამა­ტებს ის.

ამა­სო­ბა­ში, რო­გორც ჩანს, ტრამ­პი მზა­დაა უარი თქვას იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგ­ზე, რო­მე­ლიც ცივი ომის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შე­ეძ­ლოთ სა­კუ­თა­რი ბედი და ალი­ან­სე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აერ­ჩი­ათ.

რო­გორც ჩანს, ის იზი­ა­რებს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ხედ­ვას სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, სა­დაც დიდ ქვეყ­ნებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნე­ბით შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე, შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი ნება მო­ახ­ვი­ონ თავს უფრო მცი­რე და სუსტ ქვეყ­ნებს - რო­გორც ეს ტრა­დი­ცი­უ­ლად ხდე­ბო­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ულ და საბ­ჭო­თა ეპო­ქებ­ში.

ეს ნიშ­ნავს "ინ­ტე­რეს­თა სფე­რო­ე­ბის“ სის­ტე­მის დაბ­რუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ორ­მო­ცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და.

ჩვენ არ ვი­ცით ზუს­ტად, რას გა­ა­კე­თებ­და დო­ნალდ ტრამ­პი თუ ნა­ტოს რო­მე­ლი­მე წევრ ქვე­ყა­ნა­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. მაგ­რამ ერთი რამ ცხა­დია - აშშ-ს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა ევ­რო­პის­თვის აღა­რა არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ ააფეთქა ტრამპმა მსოფლიო წესრიგი და რას იზამს ევროპა? - "ჩვენ ჩვენივე ისტორიის გაკვეთილები დავივიწყეთ... ამერიკაზე დამოკიდებულებამ ევროპული დემოკრატია დაუცველად აქცია"

როგორ ააფეთქა ტრამპმა მსოფლიო წესრიგი და რას იზამს ევროპა? - "ჩვენ ჩვენივე ისტორიის გაკვეთილები დავივიწყეთ... ამერიკაზე დამოკიდებულებამ ევროპული დემოკრატია დაუცველად აქცია"
  • გთავაზობთ BBC-ზე გამოქვეყნებულ ალან ლიტლის სტატიის თარგმანს, რომლის ორიგინალი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ჩვენ ვხედავთ დასავლეთის უსაფრთხოების სისტემის ყველაზე სერიოზულ კრიზისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რომელიც კიდევ გაჭიანურდება. როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, "ტრამპიზმი შეიწირავს მის [ტრამპის] პრეზიდენტობას", მაგრამ რომელი ქვეყნები არიან მზად გავიდნენ წინა პლანზე მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები თვითიზოლაციისკენ მიდის?

1947 წლის თებერვლის ერთ დილას, 09:00 საათზე, დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ელჩი, ლორდი ინვერჩეპელი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში შევიდა, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯორჯ მარშლისათვის გადაეცა ორი დიპლომატიური შეტყობინება, რომლებიც ცისფერ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი. ერთ-ერთი შეტყობინება საბერძნეთს ეხებოდა, მეორე- თურქეთს.

ომით დაუძლურებულმა, გაღატაკებულმა და აშშ-ის მიმართ დიდი ვალით დატვირთულმა დიდმა ბრიტანეთმა ამერიკას აცნობა, რომ აღარ შეეძლო საბერძნეთის სამთავრობო ძალების მხარდაჭერის გაგრძელება, რომლებიც კომუნისტური აჯანყების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ბრიტანეთს უკვე ჰქონდა გამოცხადებული თავისი ჯარების გაყვანის გეგმა პალესტინიდან და ინდოეთიდან. ასევე სამხედრო დანაყოფებს ამცირებდა ეგვიპტეში.

აშშ-მ მაშინვე დაინახა რეალური საფრთხე, რომ საბერძნეთი კომუნისტების კონტროლქვეშ აღმოჩნდებოდა და, შესაბამისად, საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ამერიკას ეშინოდა, რომ საბერძნეთის შემდეგ შესაძლოა თურქეთი ამოეღოთ მიზანში, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემდა, დაემყარებინა კონტროლი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე, მათ შორის, სავარაუდოდ, სუეცის არხზე, რომელიც გლობალური ვაჭრობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაა.

და მაშინ, აშშ-მ მყისიერად შეავსო ბრიტანეთის წასვლით წარმოქმნილი ვაკუუმი.

"ამერიკის პოლიტიკა უნდა იყოს თავისუფალი ხალხების მხარდამჭერი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათი დაქვემდებარების მცდელობებს - იქნება ეს შეიარაღებული უმცირესობების მხრიდან თუ გარე ზეწოლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა იმხანად.

ეს იყო დასაწყისი იმის, რაც მოგვიანებით ტრუმენის დოქტრინის სახელით გახდა ცნობილი. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დემოკრატიის დაცვაში დახმარება საზღვარგარეთ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო.

ამის შემდეგ აშშ-მა ორი მასშტაბური ინიციატივა წამოიწყო: მარშლის გეგმა - ევროპაში ომით განადგურებული ეკონომიკის აღდგენისთვის დიდი ფინანსური დახმარების პაკეტი და 1949 წელს შექმნა ნატო, რათა დემოკრატიული ქვეყნები საბჭოთა კავშირისგან დაეცვა, რომელიც იმ დროისთვის უკვე აკონტროლებდა ევროპის აღმოსავლეთ ნახევარს.

პრეზიდენტმა ტრუმენმა განაცხადა, რომ შტატებმა უნდა მხარი დაუჭიროს თავისუფალ ერებს

ეს იყო აშკარა გარდამავალი მომენტი, როცა დასავლეთის ლიდერობა დიდმა ბრიტანეთმა ამერიკას გადააბარა.

აშშ, რომელიც ორ ოკეანეს შორის საიმედოდ იყო დაცული, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავისუფალი სამყაროს ლიდერად იქცა.

თუმცა, ის ფუნდამენტური წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც ამერიკამ თავისი გეოსტრატეგიული ამბიციები ააგო, როგორც ჩანს, ახლა იცვლება.

დონალდ ტრამპი პირველი ამერიკელი პრეზიდენტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს იმ როლს, რომელიც მისმა ქვეყანამ ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრა. თუმცა ამას ისე აკეთებს, რომ ბევრს ჰგონია, ძველი მსოფლიო წესრიგი დასრულდა, ხოლო ახალი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა.

მთავარი კითხვაა, რომელი ქვეყნები დაიკავებენ ახლა წამყვან პოზიციას? და, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის უსაფრთხოება თანამედროვე ისტორიაში თითქმის უპრეცედენტო საფრთხის წინაშეა, შეძლებენ კი მისი ლიდერები ადეკვატური პასუხის გაცემას?

  • გამოწვევა ტრუმენის მემკვიდრეობისთვის

დონალდ ტრამპი უკვე რამდენიმე ათწლეულია ომისშემდგომ საერთაშორისო წესრიგს აკრიტიკებს. 40 წლის წინ, მან სამი ამერიკული გაზეთის გვერდზე გამოაქვეყნა მანიფესტები, რომლებშიც აშშ-ის მხრიდან დემოკრატიის დაცვის ვალდებულებას აკრიტიკებდა.

"ათწლეულების განმავლობაში იაპონია და სხვა ქვეყნები სარგებლობდნენ ამერიკის შეერთებული შტატებით, რატომ არ უხდიან ეს ქვეყნები აშშ-ს იმ ადამიანური რესურსისა და მილიარდობით დოლარის სანაცვლოდ, რასაც ჩვენ მათ დასაცავად ვკარგავთ?“ - - წერდა ტრამპი 1987 წელს.

ტრამპი გახდა პირველი აშშ-iს ომისშემდგომი პრეზიდენტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის საჭიროებას, ითამაშოს გლობალური ლიდერის როლი

"მსოფლიო ამერიკელ პოლიტიკოსებზე იცინის, მაშინ როცა ჩვენ ვიცავთ ხომალდებს, რომლებიც ჩვენ არ გვეკუთვნის, ნავთობს, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება, და ვეხმარებით მოკავშირეებს, რომლებიც ჩვენ არ დაგვეხმარებიან", - ამბობდა ის.

ეს შეხედულება მას მეორე ინაუგურაციის შემდეგაც არ შეუცვლია.

ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს აშკარად აღიზიანებს ევროპის დამოკიდებულება ამერიკაზე. ეს უკმაყოფილება გამოვლინდა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებულ ავიაიერიშებთან დაკავშირებული გაჟონილი ინფორმაციიდან.

ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სახელით შექმნილ ანგარიშზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ამ ავიაიერიშებით სარგებელს ევროპული ქვეყნები ნახავდნენ, მაგრამ არა აშშ. "საშინლად არ გვინდა ევროპის კვლავ გამოხსნა“, - ეწერა პოსტში.

სამი წუთის შემდეგ, სხვა ანგარიშიდან, რომელიც თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთად იქნა იდენტიფიცირებული, უპასუხა: "ვიცე-პრეზიდენტო, სრულად ვიზიარებ თქვენს აღშფოთებას ევროპული პარაზიტობის გამო. ისინი საცოდავები არიან!“

როგორც ჩანს, ტრამპის პოზიცია არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ქვეყნების კრიტიკით, რომლებიც, მისი თქმით, სარგებლობენ ამერიკის შეერთებული შტატების გულუხვობით. მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში მან, როგორც ჩანს, ნაბიჯი გადადგა ვლადიმირ პუტინის მიმართულებით, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი და რომ არ უნდა ელოდეს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც რუსეთმა დაიპყრო.

ბევრ ადამიანს ეს მიაჩნია ორი მნიშვნელოვანი კოზირის დათმობად ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე. სავარაუდოდ, ტრამპმა რუსეთისგან ამის სანაცვლოდ არაფერი მოითხოვა.

მეორე მხრივ, ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერი პუტინს ძლიერ ლიდერად აღიქვამს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვან კონსერვატიულ ღირებულებებს განასახიერებს.

  • ნატოს წესდების მე-5 მუხლი "უკვე ძლივს სუნთქავს“

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის აღარ იქნება ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი და ევროპულმა ქვეყნებმა თავად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე და გადაიხადონ ამისთვის.

"თუ [ნატოს ქვეყნები] არ გადაიხდიან, მე მათ არ დავიცავ", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა მარტის დასაწყისში.

თითქმის 80 წლის განმავლობაში, ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი, სადაც წერია, რომ ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას მთელ ალიანსზე.

თებერვალში, თეთრ სახლში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სერ კირ სტარმერმა, განაცხადა, რომ ტრამპი ერთგულია მე-5 მუხლის, თუმცა სხვები ამაში ასე დარწმუნებულები არ არიან.

"ვფიქრობ, რომ მე-5 მუხლი უკვე ძლივს სუნთქავს,თუ ევროპა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, არ აიღებს პასუხისმგებლობას, არ ჩადებს სერიოზულ რესურსებს თავდაცვაში, მაშინ ეს იქნება მე-5 მუხლის დასასრული", - ამბობს ბენ უოლესი, რომელიც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი იყო ბოლო კონსერვატიულ მთავრობაში.

"დღეს მე ვერ დავდებდი ფსონს იმაზე, რომ მე-5 მუხლი ამოქმედდება, თუ რუსეთი თავს დაგვესხმება… ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი ამას თავისთავად მოსალოდნელ ფაქტად, რომ აშშ მოვარდებოდა დასახმარებლად“, - აცხადებს უოლესი.

ფრანგული კომპანია Institut Elabe-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, თითქმის სამმა მეოთხედმა ფრანგმა მიიჩნია, რომ აშშ არ არის საფრანგეთის მოკავშირე. ასევე, უმრავლესობა დიდ ბრიტანეთში და ახლა უკვე დანიაში კრიტიკულად უყურებს აშშ-ს.

"ზიანი, რომელიც ტრამპმა ნატოს მიაყენა, სავარაუდოდ, გამოუსწორებელია... ალიანსი იმედს ამყარებდა ამერიკულ გარანტიებზე, რომლებიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკვე აღარ არის საიმედო..." “, - ამბობს ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი, მწერალი და კონსერვატორი კომენტატორი რობერტ კაგანი, რომელიც ტრამპის კრიტიკოსია.

ტრამპი სულაც არ არის ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ევროპას ურჩევს, თავად იზრუნოს თავდაცვის ხარჯებზე. 2016 წელს ბარაკ ობამამ უკვე მოუწოდა ნატოს მოკავშირეებს, გაეზარდათ სამხედრო ბიუჯეტი, და განაცხადა: "ევროპა ზოგჯერ სათანადო ყურადღებას არ აქცევს საკუთარ თავდაცვას“.

  • დაიწყო თუ არა "დასავლეთის ფრაგმენტაცია“?

ეს ყველაფერი პუტინისთვის კარგი ამბავია. "ჩვენ ვხედავთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის ნგრევას, ევროპა სულ უფრო მეტად იჭრება გლობალური ეკონომიკური განვითარების განაპირა ზონაში, მასში ქაოსს იწვევს მიგრაციისა და სხვა მწვავე პრობლემების ტალღები, მას ართმევენ საერთაშორისო სუბიექტურობასა და კულტურულ იდენტობას“, - განაცხადა მან გასულ წელს.

მარტის დასაწყისში, ზელენსკისა და ტრამპის ვენასთან თეთრ სახლში ჩატარებული წარუმატებელი შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "დასავლეთის ფრაგმენტაცია უკვე დაიწყო“.

ჩვენ ჩვენივე ისტორიის გაკვეთილები დავივიწყეთ... ევროპის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუ როგორ აღიჭურვოს სათანადო თავდაცვითი შესაძლებლობებით.

80 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულმა ამერიკაზე დამოკიდებულებამ ევროპული დემოკრატია დაუცველად აქცია.

მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა შეამცირა სამხედრო ხარჯები ცივი ომის პიკთან შედარებით თითქმის 70%-ით. ცივი ომის დასასრულს, 1990-იანი წლების დასაწყისში, ევროპამ გადაწყვიტა, ეცადა "მშვიდობის დივიდენდებით“ სარგებლობა და მას შემდეგ ათწლეულების განმავლობაში ამცირებდა თავდაცვის ბიუჯეტს.

"მოდი ვთქვათ, რომ ეს გამართლებული იყო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მშვიდობის დივიდენდებიდან კორპორაციულ რეიდერობამდე გადავედით. [თავდაცვა] უბრალოდ იქცა სფეროდ, საიდანაც ყველას შეეძლო თანხების ამოღება. და სწორედ აქ დავივიწყეთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილები“, - ამბობს ბენ უოლესი.

გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი გაზრდის სამხედრო ხარჯებს მშპ-ის 2.3%-დან 2.5%-მდე 2027 წლისთვის. მაგრამ საკმარისია ეს?

"ეს საკმარისია იმისთვის, რომ უბრალოდ ადგილზე დავრჩეთ, - აცხადებს უოლესი. - მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ სამხედრო მზადყოფნის დეფიციტი და ამოვავსოთ ის ხარვეზები, რომლებიც წარმოიქმნება, თუ ამერიკელები წავლენ. დღეს ახალგაზრდები აღარ მიდიან ჯარში და ეს პრობლემაა“.

გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა შტატებისგან. ხოლო ნატოს "ევროპეიზაცია“ საჭიროებს ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას, რომელსაც ის შესაძლებლობები ექნება, რაც ამჟამად მხოლოდ აშშ-ს აქვს.

ევროპის ერთ ნაწილს ესმის, რომ სამხედრო დამოუკიდებლობა აუცილებელია, მაგრამ მეორე ნაწილი ამ იდეის მხარდაჭერას არ ჩქარობს.

  • ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა

ისტორიკოს ტიმოთი გარტონ ეშის თქმით, არსებობს მოკლე სია "ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობებისა“, რომლებიც ამჟამად მხოლოდ აშშ-ს აქვს:

"ესაა ე.წ. სტრატეგიული ინსტრუმენტები, სატელიტები, დაზვერვა, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები - ერთადერთი, რასაც რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია. ჩვენ (აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნები) უნდა ვეცადოთ, რომ 3-5 წლის განმავლობაში ჩვენი ვერსია შევქმნათ... ნატო იმდენად ევროპული უნდა გახდეს, რომ მისმა ძალებმა, ევროკავშირის ეროვნულ არმიებთან ერთად, შეძლონ ევროპის დაცვა - მაშინაც კი, თუ ამერიკის პრეზიდენტი იტყვის: "მარტო დაგვტოვეთ“.

"ყველაზე დიდი სირთულე ევროპაში არსებული უთანხმოებაა იმის შესახებ, როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი და საერთოდ, ღირს თუ არა ამის გაკეთება. ეს ტრადიციულად რთული საკითხია ეროვნული ინტერესების გამო... ასე რომ, იოლი არ იქნება“, - ამატებს ის.

ამასობაში, როგორც ჩანს, ტრამპი მზადაა უარი თქვას იმ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და რომლის მიხედვითაც სუვერენულ სახელმწიფოებს შეეძლოთ საკუთარი ბედი და ალიანსები თავისუფლად აერჩიათ.

როგორც ჩანს, ის იზიარებს ვლადიმირ პუტინის ხედვას სამყაროს შესახებ, სადაც დიდ ქვეყნებს, საერთაშორისო კანონებით შეზღუდვის გარეშე, შეუძლიათ თავიანთი ნება მოახვიონ თავს უფრო მცირე და სუსტ ქვეყნებს - როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა რუსეთის იმპერიულ და საბჭოთა ეპოქებში.

ეს ნიშნავს "ინტერესთა სფეროების“ სისტემის დაბრუნებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში მოქმედებდა.

ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რას გააკეთებდა დონალდ ტრამპი თუ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განხორციელდებოდა. მაგრამ ერთი რამ ცხადია - აშშ-ს სამხედრო დახმარება ევროპისთვის აღარა არის გარანტირებული.

წყარო