პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“2008 წლის ომის დროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, “რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი“, “დავიბრუნეთ ეს სოფელი“, “ეს სიმაღლე ავიღეთ“ - პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით“ - სოზარ სუბარი
“2008 წლის ომის დროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, “რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი“, “დავიბრუნეთ ეს სოფელი“, “ეს სიმაღლე ავიღეთ“ - პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით“ - სოზარ სუბარი

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი სო­ზარ სუ­ბა­რი და­ინ­ტე­რეს­და, გა­ნი­ხი­ლეს თუ არა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პირ­და­პირ ეთერ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სუ­ბა­რის თქმით, “მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცე­ცხლის პირ­და­პი­რი კო­რექ­ტი­რე­ბა“ იყო.

რო­გორ სუ­ბარ­მა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, ომის დროს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ინ­ფორ­მა­ცია პირ­და­პირ ეთერ­ში მი­ე­წო­დე­ბო­და.

“კარ­გად გვახ­სოვს, რა ხდე­ბო­და მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში. პრაქ­ტი­კუ­ლად, პირ­და­პირ ეთერ­ში მი­დი­ო­და გა­და­ცე­მა, რა წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს ქარ­თუ­ლი ჯარი, და­ვიბ­რუ­ნეთ ეს სო­ფე­ლი, ის სო­ფე­ლი, ის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი, ეს სი­მაღ­ლე ავი­ღეთ. მო­სახ­ლე­ო­ბა იმე­დი­ა­ნად იყო. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბი ხომ არ ყო­ფი­ლა გან­ხი­ლუ­ლი კო­მი­სი­ა­ზე, ხომ არ იყო იმის ნი­შა­ნი, რომ პირ­და­პირ ვე­უბ­ნე­ბო­დით მტერს, რას ვა­კე­თებ­დით, სად იყო ჯარი გან­ლა­გე­ბუ­ლი, რას ვბომ­ბავ­დით, საით მივ­დი­ო­დით - ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე ხდე­ბო­და პირ­და­პირ ეთერ­ში. ერთ ფაქტს გა­ვიხ­სე­ნებ - 31-ე ქარ­ხა­ნას­თან ვცხოვ­რობ­დი. რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი შე­მოფ­რინ­და, რო­მელ­მაც ერთი ბომ­ბი ის­რო­ლა და ეს ბომ­ბი ეს­რო­ლა სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხნის ასაფ­რენ ზოლს. გა­მო­ვი­და კახა-ალექ­სან­დრე ლო­მა­ია, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი იყო მა­შინ და პირ­და­პირ ეთერ­ში დას­ცი­ნა რუ­სებს, რომ სა­მიზ­ნე­ე­ბი არ უვარ­გა­თო, 20 მეტ­რი მარ­ჯვნივ თუ მარ­ცხნივ აა­ცი­ლე­სო. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში შე­მოფ­რინ­და თვითმფრი­ნა­ვი და ის ზოლი აა­ფეთ­ქა. ეს პირ­და­პი­რი კო­რექ­ტი­რე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ცე­ცხლის გა­ნი­ხი­ლეთ თუ არა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე? თქვე­ნი აზ­რით, რო­გორც კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, არის თუ არა დას­ჯა­დი ასე­თი ღა­ლა­ტი პირ­და­პირ ეთერ­ში?“- მი­მარ­თა სო­ზარ სუ­ბარ­მა პა­ა­ტა და­ვი­თა­ი­ას, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბით კო­მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ამას­თან, რო­გორც სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, აგ­ვის­ტოს ომის დროს მო­სახ­ლე­ო­ბას არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აფრ­თხი­ლებ­დნენ.

“ამ დღე­ებ­ში, ჩვენ მოწ­ვე­უ­ლი გვყავს არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, ექ­სპერ­ტე­ბი, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმა­ვეს იტყვი­ან, რომ რო­დე­საც ოკუ­პა­ცია უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის ჯარი უკვე შე­მო­სუ­ლი იყო გვი­რა­ბი­დან, ისე­ვე კო­დო­რის ხე­ო­ბა­ზე უკვე შე­ტე­ვა და­წყე­ბუ­ლი იყო და ჩვე­ნი ჯარი ტო­ვებ­და კო­დო­რის ხე­ო­ბას, მო­სახ­ლე­ო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა. მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა 80-მდე სა­ხელ­დე­ბა, 80-მდე კაცი იმის შემ­დგომ არის გარ­დაც­ვლი­ლი, უფრო სწო­რად, მოკ­ლუ­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათი სა­თა­ნა­დო და დრო­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა არ მოხ­და. მსხვერ­პლი ნაკ­ლე­ბი იყო, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვის თავ­ზე აი­ღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ველ­გვა­რი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, რომ თვი­თონ აფრ­თხი­ლებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის, ერთ-ერთი მე ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად ვრე­კავ­დი გან­სა­კუთ­რე­ბით კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში და ლი­ახ­ვის ხე­ო­ბა­შიც. ვე­უბ­ნე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს, რომ საფრ­თხე არის ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამის გამო გა­დარ­ჩა. თუ გიც­დი­ათ კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ამ სა­კი­თხის წა­მო­წე­ვა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის გა­მოკ­ვე­თა, რა­ტომ არ მოხ­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა, რა­ტომ არ არ­სე­ბობ­და ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა, მით უმე­ტეს, ვი­ცით, რომ თით­ქმის ერთი თვით ადრე იყო და­წყე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლი­დან ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა, ანუ რა­ღაც გეგ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ არ­სე­ბობ­და. თუ ეს გეგ­მა არ­სე­ბობ­და, რა­ტომ არ იცო­და ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და თუ იცო­და, რა­ტომ არ იღებ­და შე­სა­ბა­მის ზო­მებს, თუ იმ­სჯე­ლეთ?“, - მი­მარ­თა სუ­ბარ­მა და­ვი­თა­ი­ას.

ცნო­ბის­თვის, 2003-2012 წლებ­ში მოქ­მე­დი რე­ჟი­მი­სა და რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მე­ხუ­თე სხდო­მა­ზე 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი იხი­ლე­ბა. სხდო­მა­ზე უკვე მო­უს­მი­ნეს პა­ა­ტა და­ვი­თა­ი­ა­სა და მი­ხე­ილ ქა­რელს. ამ წუ­თებ­ში კო­მი­სია გრი­გოლ ვა­შა­ძეს უს­მენს. სხდო­მა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი არი­ან ასე­ვე, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, თა­მაზ ბეს­ტა­ე­ვი და ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი.

ავტორი:

“2008 წლის ომის დროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, “რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი“, “დავიბრუნეთ ეს სოფელი“, “ეს სიმაღლე ავიღეთ“ - პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით“ - სოზარ სუბარი

“2008 წლის ომის დროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, “რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი“, “დავიბრუნეთ ეს სოფელი“, “ეს სიმაღლე ავიღეთ“ - პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით“ - სოზარ სუბარი

“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, “ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი დაინტერესდა, განიხილეს თუ არა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის ფარგლებში, ომის მიმდინარეობისას, პირდაპირ ეთერში თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც სუბარის თქმით, “მოწინააღმდეგის ცეცხლის პირდაპირი კორექტირება“ იყო.

როგორ სუბარმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ომის დროს მოწინააღმდეგეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში მიეწოდებოდა.

“კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ ტელევიზიებში. პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში მიდიოდა გადაცემა, რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი, დავიბრუნეთ ეს სოფელი, ის სოფელი, ის დასახლებული პუნქტი, ეს სიმაღლე ავიღეთ. მოსახლეობა იმედიანად იყო. სატელევიზიო გადაცემები, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ეთერები ხომ არ ყოფილა განხილული კომისიაზე, ხომ არ იყო იმის ნიშანი, რომ პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით, სად იყო ჯარი განლაგებული, რას ვბომბავდით, საით მივდიოდით - ინფორმაციის გადაცემა მოწინააღმდეგეზე ხდებოდა პირდაპირ ეთერში. ერთ ფაქტს გავიხსენებ - 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი. რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. გამოვიდა კახა-ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ სამიზნეები არ უვარგათო, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ნახევარ საათში შემოფრინდა თვითმფრინავი და ის ზოლი ააფეთქა. ეს პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე? თქვენი აზრით, როგორც კომისიის ხელმძღვანელის, არის თუ არა დასჯადი ასეთი ღალატი პირდაპირ ეთერში?“- მიმართა სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.

ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს მოსახლეობას არა ხელისუფლება, არამედ მოქალაქეები აფრთხილებდნენ.

“ამ დღეებში, ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როგორც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო გვირაბიდან, ისევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა. მსხვერპლის რაოდენობა 80-მდე სახელდება, 80-მდე კაცი იმის შემდგომ არის გარდაცვლილი, უფრო სწორად, მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა. მსხვერპლი ნაკლები იყო, იმიტომ, რომ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, რომ თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც აქტიურად ვრეკავდი განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც. ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს, ვიცით, რომ თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა, ანუ რაღაც გეგმა სავარაუდოდ არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს, თუ იმსჯელეთ?“, - მიმართა სუბარმა დავითაიას.

ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იხილება. სხდომაზე უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიასა და მიხეილ ქარელს. ამ წუთებში კომისია გრიგოლ ვაშაძეს უსმენს. სხდომაზე დაბარებული არიან ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.